ლევან იაშვილი მიხეილის ძე (1768-1836) გენერალი რუსეთის გენერალი ამბროლაური რაჭა
ლევან იაშვილი მიხეილის ძე (17 აგვისტო1768-19 აპრილი 1836) დაიბადა თავადის ოჯახში.
დაამთავრა არტილერიის კადეტთა კორპუსი1786წელს.
1787-1791წწ. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, კერძოდ აკერმანის, ბენდერის და იზმაილის აღებაში; 1792-1795წწ. ვარშავისა და პრაღის გარემოცვასა და აღებაში; 1794-1799წწ. მსახურობდა ცხენოსან არტილერიაში; 1801 წლიდან გვარდიაში, პოლკოვნიკის ჩინით; 1805 წელს გაიგზავნა ავსტრიის სამფლობელოებში, სადაც ებრძოდა ფრანგებს ჰაილსბერგთან (1807), პროისიშ-აილაუსთან, გუტშტადტთან ფრიდლანდთან. 1808 წლის მარტიდან გენერალ-მაიორი. 1812 წელს სამამულო ომის დროს სარდლობდა საარტილერიო ბრიგადას პ. გ. ვიტგენშტეინის ცალკე კორპუსის შემადგენლობაში; 1812 წლის 18 ივლისს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი; 1813 წელს დაინიშნა მთავარი მოქმედი არმიის არტილერიის უფროსად და მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთის ლაშქრობებში. იბრძოდა ლიუცენთან, ბაუცენთან; 1816 წელს დაინიშნა პირველი არმიის არტილერიის უფროსად და 17 წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე იყო; 1832 წლიდან სამხედრო საბჭოს წევრი; 1833 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებული იყო რუსეთისა და უცხოეთის მრავალი ორდენით, მათშორის: 1794 წელს წმინდა გიორგის ჯვრით - პოლინეთის აჯანყების ჩაქრობისთვის, 1807 წელს ისევ წმინდა გიორგის ჯვრით - გამოჩენილი მამაცობისთვის. რუსეთის არმიის არტილერიის გენერალი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ.64-65; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
დაკრძალვის ადგილი:
ვიდუბიცკის მონასტერი, კიევი
ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021
ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები
1 0
ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით
1 0
კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. 57 წლის, რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი
2 0
ბაგრატ ჟღენტი გარდ. 1920წელს 1918-1920 წწ. მსახურობდა ქართულ ჯარში, იყო სამხედრო ეკონომიკური საზოგადოების თავმჯდომარე. დაბ. ოზურგეთი, გურია
2 0
ბარნაბა კანდელაკი 1855 - 1910წწ გარდ. 55 წლის რუსეთის გენერალი, მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1877-1878) და რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომებში. ფოტო სიმბოლურია, დაბ. ოზურგეთი, გურია
2 0
დიმიტრი ჟუპინასი (ჩუბინიძე) 1892-1968წწ უკრაინის გენერალი წარმ. სოფ. კრიხი ამბროლაური