სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ქეთევან იაშვილი 1883-1980წწ გარდ. 97 წლის. კოლექციონერი, მეცენატი: საქართველოს 400-მილიონ ლარიანი საგანძური დაუტოვა. დაბ. სოფ. შალაური თელავი ქეთევან იაშვილი 1883-1980წწ გარდ. 97 წლის. კოლექციონერი, მეცენატი: საქართველოს 400-მილიონ ლარიანი საგანძური დაუტოვა. დაბ. სოფ. შალაური თელავი

1883-1980 წწ. გარდ. 97 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი იაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

63       ბეჭდვა

ქეთევან იაშვილი 1883-1980წწ გარდ. 97 წლის. კოლექციონერი, მეცენატი: საქართველოს 400-მილიონ ლარიანი საგანძური დაუტოვა. დაბ. სოფ. შალაური თელავი

დაბადების თარიღი: 23 აპრილი, 1883 გარდაცვ. თარიღი: 1980  (96 წლის ასაკში)


დაკრძალვის ადგილი: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზო, ქ. თელავი  ექიმი, კოლექციონერი


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შალაური, თელავის მუნიციპალიტეტი.

დაწყებითი განათლება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მიიღო. 1900 წელს დაამთავრა  ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის ფაკულტეტი.


საქართველოში დაბრუნების შემდეგ თელავში კერძო აფთიაქში პროვიზორად დაიწყო მუშაობა; 1930-იან წლებში კოსმეტოლოგიით დაინტერესდა, ამ პროფესიას იგი ქ. პეტერბურგში დაეუფლა, სწავლის დამთავრების შემდეგ  თბილისში საკუთარ სახლში კოსმეტოლოგიური კაბინეტი გახსნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა; ქეთევან იაშვილი ცოლად გაჰყვა მოხეტიალე თეატრალური დასის წევრს, ნიკოლოზ კაზიევს, რომელიც მასავით კოლექციონერი იყო. " ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი", - ეს ქეთევან იაშვილის სიტყვებია, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაწერა. იგი ღრმად მოხუცებულიც კი სხვადასხვა მსოფლიო დონის შედევრებით კოლექციის გამდიდრებას არ წყვეტდა, რომელიც შემდეგ თელავის ისტორიულ მუზეუმს უსახსოვრა. მის კოლექციაში მრავლად არის XVII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპელ მხატვართა ნაწარმოებები,  XIX- XX საუკუნეების რუსული სკოლის წარმომადგენლების და XIX- XX საუკუნეების ქართული და უცხოური ქვეყნების ფერწერის ნიმუშები. კოლექციაში დაცულია 187-მდე  რუსული, ჰოლანდიური, გერმანული და ფრანგული ფერწერის საუკეთესო ნიმუშები და ასევე  ელენე ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის და სხვა ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრები. ფარმაცევტი, საზოგადო მოღვაწე.


წყარო: თელავის საპატიო ხმა: knews.ge; ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები 1963 - თელავის საპატიო მოქალაქე


ქეთევან იაშვილის სახელი და გვარი ალბათ ბევრს არ სმენია, თუმცა დროა მისი პიროვნება ყველამ გაიცნოს. ექიმმა-კოსმეტოლოგმა ქეთევან იაშვილმა საქართველოს 400-მილიონ ლარიანი საგანძური დაუტოვა.

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი: “400-მილიონ ლარზე მეტიც კი ღირს ის საგანძური, რაც ქეთევან იაშვილმა საქართველოს დაუტოვა. ეს არის მე-17-მე-20 საუკუნის ქართველი და უცხოელი მხატვრების 200-მდე ფერწერული ტილო. დაცულია თელავის ისტორიულ მუზეუმში, იქ, სადაც მეფე ერეკლეს მუზეუმია.

ქეთევან იაშვილი ექიმი-კოსმეტოლოგი იყო და თბილისში საქმიანობდა. ყოველთვის ამბობდა, რომ სიამოვნებდა ერის ფიზიკურ და სულიერ სილამაზეზე ზრუნვა. ამიტომ დაისახა მიზნად საუკეთესო ტილოების შეძენა და ქართველი ერისთვის გადაცემა. პირველად მან ფრანც რუბოს ნახატი “აულ ღუნიბის აღება” შეიძინა, მერე ელენე ახვლედიანის, მიხაი ზიჩის, ლადო გუდიაშვილის, ბრუმელ ნარვილის, ივანე აივაზოვსკის, გიგო გაბაშვილის, ალბერტ კეიპისა და ასე შემდეგ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.02.2022
ბოლო რედაქტირება 01.01.2023
სულ რედაქტირებულია 2




გერმანე იაშვილი აღმსარებელი 1863-1947წწ არქიმანდრიტი მოღვ. მარტყოფის მონასტერში

2 0

მიტროპოლიტი დიმიტრი (დავით იაშვილი) 1872-1961წწ დაბ. სოფ. საქობო სიღნაღი

2 0

იაშვილი იოსებ ილარიონის ძე, 1847-1919წწ. წინამძღვარი მღვდელი,მოღვ. სოფ. საქობაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია

2 0

იაშვილი

1 0

იაშვილი ვასილ (ბასილ) ტიმოთეს ძე 1870-1937წწ მართლ მღვდელი მოღვ. სოფ. სომიწო, ონი

2 0

იაშვილი გვარი - ქართული ეკლესიის სამსახურში ავტორი ნუგზარ (ზაზა) იაშვილი

2 0

ლევან იაშვილი მიხეილის ძე 1768-1836წწ გენერალი რუსეთის გენერალი ამბროლაური რაჭა

1 0


ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი 1764-1815წწ რუსეთის გენერალი დ. ამბროლაური რაჭა

1 0


ვლადიმერ იაშვილი 1815-1864წწ რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. სხვავა ამბროლაური რაჭა

3 0


მიხეილ იაშვილი ალექსის ძე (1748-1811) რუსეთის გენერალი Иашвили Михаил Алексеевич

1 0


თემური იაშვილი დაკარგულია აფხაზეთის ომი 1992-1993წწ ფონდი მოლოდინი

2 0

იაშვილი ზურად გარდ. უკრაინა 2024წ.

2 0

გია იაშვილი 1956წ. მხატვარი, პედაგოგი, ქ. თბილისი

1 0


დავით იაშვილი 1972-2008წწ მსახიობი.

1 0