სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გია იაშვილი 1956წ. მხატვარი, პედაგოგი, ქ. თბილისი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი იაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

გია იაშვილი 1956წ. მხატვარი, პედაგოგი, ქ. თბილისი

გია იაშვილი 1956

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის განყოფილება 1978 წელს.

1970-1973წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო და კინოსარეჟისორო (1980) კურსებზე. 1988-1996წწ. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის სამდივნოს წევრი; 1988-1994წწ. გამოყენებითი ხელოვნების სექციის თავმჯდომარე; 1987-1988წწ. მონუმენტალური ხელოვნების საბჭოს თავმჯდომარე; 1996-2000წწ. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ექსპერტთა საბჭოს წევრი; საერთაშორისო ორგანიზაცია LACI-ის (აშშ) წევრი და წარმომადგენელი საქართველოში. იყო "ჩიკაგო არტ" ინსტიტუტის (1989), "კენტ უნივერსიტეტის" (ოჰაიო, აშშ 1992) მიწვეული პროფესორი; აშშ. სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის პროგრამის მონაწილე (ჩიკაგო, აშშ 2006). თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, დოცენტი. არის ავტორი ნამუშევრებისა: კერამიკული ქანდაკებების ციკლი "ქალდეა", "გარინდული მხედარი", "არმაზის მწუხარი", "ხარის ნახტომი"; მონუმენტური პანო "კოლხიდა"; ოფორტების სერია "წარტაცება ღამეში"; დეკორატიული ჭურჭლის სერია "არქაული", "სახიობა" და სხვა. 1977 წლიდან მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში, საერთაშორისო პროგრამებსა და შემოქმედებით ჯგუფებში. მისი ნამუშევრები რეგულარულად იფინება მსოფლიო გამოფენაზე "New Art Form" (ჩიკაგო, აშშ); შეტანილია "Art in America"-ს გამოფენათა კატალოგში და დაცულია იუნესკოს, დემირელის, ATA-ს, "TMS"-ის, Laikside GRP"-ის, "Bount GLR" გალერეებსა და ფონდებში;  საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები ხელოვნების სწავლების მეთოდოლოგიაზე. მიღებული აქვს სსრკ სამხატვრო აკადემიის პრემია (1984); ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრანმპრი (1995-1996); USAID-ის საპროგრამო (თბილისი, 1996) და საერთაშორისო ორგანიზაცია "ATA"-ს სახელობითი (აშშ, 1997) გრანტები. საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი (1996). მხატვარ-კერამიკოსი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.216

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ექსპერტთა საბჭო, წევრი (1996-2000)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირის სამდივნო, წევრი (1988-1996)
  • სსრკ დიზაინერთა კავშირი, წევრ (1984-)
  • სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


გერმანე იაშვილი აღმსარებელი 1863-1947წწ არქიმანდრიტი მოღვ. მარტყოფის მონასტერში

2 0

მიტროპოლიტი დიმიტრი (დავით იაშვილი) 1872-1961წწ დაბ. სოფ. საქობო სიღნაღი

2 0

იაშვილი იოსებ ილარიონის ძე, 1847-1919წწ. წინამძღვარი მღვდელი,მოღვ. სოფ. საქობაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია

2 0

იაშვილი

1 0

იაშვილი ვასილ (ბასილ) ტიმოთეს ძე 1870-1937წწ მართლ მღვდელი მოღვ. სოფ. სომიწო, ონი

2 0

იაშვილი გვარი - ქართული ეკლესიის სამსახურში ავტორი ნუგზარ (ზაზა) იაშვილი

2 0

ლევან იაშვილი მიხეილის ძე 1768-1836წწ გენერალი რუსეთის გენერალი ამბროლაური რაჭა

1 0


ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი 1764-1815წწ რუსეთის გენერალი დ. ამბროლაური რაჭა

1 0


ვლადიმერ იაშვილი 1815-1864წწ რუსეთის გენერალი წარმ. სოფ. სხვავა ამბროლაური რაჭა

3 0


მიხეილ იაშვილი ალექსის ძე (1748-1811) რუსეთის გენერალი Иашвили Михаил Алексеевич

1 0


თემური იაშვილი დაკარგულია აფხაზეთის ომი 1992-1993წწ ფონდი მოლოდინი

2 0

იაშვილი ზურად გარდ. უკრაინა 2024წ.

2 0

ქეთევან იაშვილი 1883-1980წწ გარდ. 97 წლის. კოლექციონერი, მეცენატი: საქართველოს 400-მილიონ ლარიანი საგანძური დაუტოვა. დაბ. სოფ. შალაური თელავი

2 0

დავით იაშვილი 1972-2008წწ მსახიობი.

1 0