ნაცვლიშვილი იოველ, მოღვ. 1897-1926წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფ. ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
1897-1901 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
1901 წლის 4 სექტემბერს ელენოვსკის სამრევლოში მედავითნედ დაინიშნა.
1902 წლის 9 ნოემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა.
1903 წლის 16 ივნისს გერუსინის სამრევლოს მედავითნედ განამწესეს.
1907 წელს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1908 წელს
მღვდლად დაასხეს ხელი და ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1926 წლის ბოდბის ეპარქიის საეკლესიო ოლქების აღწერისას მსახურობდა სოფელ ილარიონოვკას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში, სადაც მრევლის რაოდენობა შეადგენდა 250 კომლს. ტაძარი ოფიციალურად გაუქმებული იყო. მისი შემდგომი ბედი უცნობია.