სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
პაატა ნაცვლიშვილი 1952წ. მხატვარი, ჟურნალისტი, ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ნაცვლიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

44       ბეჭდვა

პაატა ნაცვლიშვილი 1952წ. მხატვარი, ჟურნალისტი, ქ. თბილისი.

ბიოგრაფია

პაატა ნაცვლიშვილი 1952


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1974 წელს, ხელოვნების ფაკულტეტი 1976 წელს.

"პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობის" დირექტორი.

1974-1976წწ. მუშაობდა გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" ლიტმუშაკად, 1976-1978წწ. გაზეთ "ახაგაზრდა კომუნისტი"-ს კორესპონდენტად, 1978-1984წწ. ჟურნალ "მართვე" -ს ლიტმუშაკად, 1980-1984წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსად, 1984-1985წწ.


საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად, 1985-1988წწ. "ახალგაზრდა კომუნიტი"-ს რედაქტორად, 1988 წ -დან გაზეთ "სამშობლო"-ს რედაქტორია; სხვადასხვა დროს იყო გაზეთ "ნატვრისთვალი"-ს რედაქტორი, საქართველოს ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება "სხივი"-ს მთავარი რედაქტორი, "ახალი ქართული გაზეთი"-ს მთავარი რედაქტორი. ცნობილია, როგორც უნივერსალური ტიპის ჟურნალისტი. მისი რედაქტორობით გამოიცა პირველი ფერადი და კომპიუტერული გაზეთები საქართველოში. ჟურნალისტიკის გარდა მუშაობს პოეზიაში, პროზაში, დრამატურგიასა და მხატვრულ თარგმანში. არის მრავალი წიგნის ავტორი, შემდგენელი, გამომცემელი, რედაქტორი, დიზაინერი. 1984 წელს მონაწილეობა მიიღო ტიმ სევერინის ექსპედიციაში "იაზონის ნაკვალევზე". მისი საზღვარგარეთული რეპორტაჟები სისტემატურად გადაიცემა ტელევიზიით, იბეჭდება პრესაში. 1993 წელს დააარსა "პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა", რომელიც მონაწილეა თბილისისა და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებისა. 1997 წელს ბუენოს-აირესში აღმოაჩინა და იმავე წელს თბილისში გამოსცა გრიგოლ რობაქიძის უცნობი ნოველა. 1999 წელს მისი თაოსნობით დაფუძნდა კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. არის ბიბლიოფილი და ფილატელისტი.  მას ეკუთვნის 50-მდე ქართული მარკის (მათ შორის აღდგენილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი საფოსტო მარკის) დიზაინი. იღწვის უცხოეთში დაცული ქართული სიძველეების გამოვლენის, შესწავლისა და საქართველოში ჩამოტანისათვის. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა, დამფუძნებელი
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს ოლიმპიური და სპორტული ფილატელიის ასოციაცია, პრეზიდენტი
  • სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია
  • სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 1


დავით ვასილის ძე ნაცვლიშვილი მართლმ. მღვდელი 1914წ. სოფ. მაჩხაანი, სიღნაღი

2 0

ნაცვლიშვილი მიხეილ,მოღვ. 1891-1937წწ. მწირველი პროტოპრესვიტერი,სოფ. ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

2 0

ნაცვლიშვილი ლუარსაბ დავითის ძე, 1873-1922წწ.წინამძღვარი მღვდელი, სოფ. ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია

2 0

ნაცვლიშვილი იოველ, მოღვ. 1897-1926წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფ. ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

2 0

ნაცვლიშვილი

1 0

ნაცვლიშვილი დავით, მოღვ. 1880-1914წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფ. ქედის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია

2 0

გაიოზ რექტორი (ნაცვლიშვილი?) საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი, 1746-1821წწ დაბ. სოფ. მაღარო, სიღნაღი. მოღვაწ. თელავი

2 0

ნიკოლოზ ნაცვლიშვილი 1884-1919წწ გენერალ-მაიორი, წარმ. სვირი, ზესტაფონი

2 0


დიმიტრი ნაცვლიშვილი დიმიტრის ძე 1837-1911წწ გენერალ-მაიორი (1896), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);

2 0


დავით ნაცვლიშვილი მალაქიას ძე 1859-1915წწ გარდ. 56 წლის. რუსეთის გენერალ-მაიორი, „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1916). წარმ. თელავი (დაუზუსტებელია)

2 0


ზურაბ ნაცვლიშვილი 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ქვემო ჭალა კასპი ქართლი

3 0

გიზო მიხეილის ძე ნაცვლიშვილი 1971-2006წწ ვეტერანი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი დაბ. წყალტუბო

2 0

გრიშა ნაცვლიშვილი 1913-96წწ მსახიობი დაბ. სამტრედია,იმერეთი.

1 0


დავით ნაცვლიშვილი (1953) მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. დაბ. ქუთაისი,იმერეთი.

1 0


თემო ნაცვლიშვილი 1929-93წწ მსახიობი,სცენარისტი კახეთი

1 0


თენგიზ ნაცვლიშვილი დ.1998წ. მსოფლიო ჩემპიონი, მკლავჭიდი დაბ. სოფ. ჭანდარი გურჯაანი

1 0

5 0 4


გია ნაცვლიშვილი დ.1966წ მსოფლიო პრიზიორი სამბო წარმ.დუშეთი

1 0

1 1 0