კომუნისტებმა ვერ გაპარსეს, ვერც ჯვარი მოხსნეს, ვერც ანაფორა გახადეს... დადიოდა, თურმე, სოფლიდან სოფელში ფეხით ან ჯორით. ნათლავდა ხალხს. წესს უგებდა მიცვალებულებს.
ცნობდა სამკურნალო ბალახეულს, ამზადებდა წამლებს და კურნავდა ადამიანებს.მის სიტყვას პატივს სცემდნენ და ითვალისწინებდნენ.
ბებიაჩემს ერთი დიდი, ჩემთვის ჯადოსნური სკივრი ჰქონდა. ახლაც ასე მგონია, რომ იმ სკივრში იყო ჩალაგებული ჩემი ბავშვობის ყველა ზღაპარი და სიკეთე. ტკბილეულს, ჩირს და სხვა სასუსნავს ინახავდა იმ სკივრში ჩემი დედე.
ბაპ კოსდას გამოთლილი იყო ეს სკივრი...
თეთრწვერა კეთილი მოხუცი, რომელიც სასუსნავების შესანახ სკივრებს თლიდა და ბებიებს ჩუქნიდა - ასეთად წარმომედგინა ბაპ კოსდა...
ის კი, თურმე, აი, ასეთი ყოფილა...
ეკა კვიციანი
მადლობა ელენე ბენიამინის (აბიკო) ასული ცინდელიანს თანამშრომლობისთვის
ფოტოზე მეუღლესთან გიორგი ხაჩიძესთან (ხატმწერი) და შვილებთან, სერაფიმესთან და დიონისესთან ერთად 2023წლის ფოტო