მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
რეზო ევგენის ძე ჯაჭვლიანი დაიბადა 1952 წლის 16 აგვისტოს გულრიფშის რაიონის სოფელ ომარიშრაში.
დაამთავრა სოხუმის მე-2 საშუალო სკოლა-ინტერნატი. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მუშაობდა სოხუმის სამშენებლო კომბინატში,ტურბაზაში-უფროს ინსტრუქტორად,სოხუმის მე-8 საშუალო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად.
რეზო ჯაჭვლიანი იყო საზოგადოება „ლემის“ წევრი და ეროვნული მოძრაობის მონაწილე,ოთხი შვილის მამა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში მზვერავად. აქტიურად მონაწილეობდა მე-2 ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ევგენი ჯაჭვლიანის მრავალშვილიანი ოჯახიდან ექვსი ვაჟკაცი სამშობლოს სადარაჯოზე იარაღით ხელში იდგა,აქედან ორი(რეზო და ჯეირანი) გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.მათი დები-რუსიკო და ნონა მასიურ დაბომბვას ემსხვერპლნენ.
1993 წლის 16 მარტს მტრის შემოტევის დროს, სადაზვერვო ჯგუფი პირველი შეეჯახა მრავალრიცხოვან დაჯგუფებას,თანამებრძოლებთან ერთად,გაანადგურა მოწინააღმდეგის დიდი ჯგუფი და თვითონაც გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რეზო ჯაჭვლიანი, სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.