სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ახვლედიანი ბენიამენი, (ბესარიონი) 1823 - 14.05.1905, მოწამეთას მონასტერი არქიმანდრიტი. ახვლედიანი ბენიამენი, (ბესარიონი) 1823 - 14.05.1905, მოწამეთას მონასტერი არქიმანდრიტი.

1823-1905 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ახვლედიანი სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

230       ბეჭდვა

ახვლედიანი ბენიამენი, (ბესარიონი) 1823 - 14.05.1905, მოწამეთას მონასტერი არქიმანდრიტი.

ახვლედიანი ბენიამენი, (ბესარიონი) 1823 - 14.05.1905, მოწამეთას მონასტერი არქიმანდრიტი. 

ბენიამენი, (ახვლედიანი ბესარიონი) – (1823 - 14.05.1905, მოწამეთას მონასტერი), საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი.


ბიოგრაფია

დაიბადა სამეგრელოში, წარმოშობით აზნაურის, მღვდელ გრიგოლ ახვლედიანის ოჯახში. დაამთავრა სამეგრელოს ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. გალობა და საეკლელიო ტიპიკონი შეისწავლა მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში. 1850 წელს გაამწესეს ნამარნევის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მორჩილად. 1852 წლის 1 ივნისს მორჩილი ბესარიონ ახვლედიანი სამეგრელოს ეპისკოპოს ზაქარიას (დგებუაძე) ბერად აღკვეცას სთხოვს: „თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, რადგან ვხედავ თავსა თვისსა სრულ წლიანად და განწვრთნილად მონაზონებითსა ცხოვრებასა შინა, ამისთვის მსურს შევიმოსო სახე მონაზონებისა და შეუდგე ქრისტესა მეუფესა დიდებისასა, უკეთუ კეთილ ინებებს თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობა გამოთხოვასა საიდანაც ჯერ არს ბერად აღკვეცისათვის ჩემისა და კურთხევისათვის იეროდიაკონად, ამავე მონასტერში, რომელშიაც არავინ სჩანს იეროდიაკონობის თანამდებობისა აღმასრულებელი და დაცლილიცა არს ეხლა ადგილი იგი“.


საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ ასაკის გამო (ჯერ კიდევ არ იყო 30 წლის) მორჩილ ბესარიონის თხოვნა არ დააკმაყოფილა. ერთი წლის შემდეგ, 1853 წლის 8 ივნისს, არქიმანდრიტი ტარასი (ელიავა) კვლავ სთხოვს სამეგრელოს ეპისკოპოს ზაქარიას მის აღკვეცას: „ამა წლის 20 მაისს ჩემთან შემოვიდა თხოვნა ნამარნევის უდაბნოს წინამძღვრის ბენედიქტესგან, რათა რწმუნებული მისდა მონასტრის მორჩილი ბესარიონ ახვლედიანი იქნეს აღკვეცილ და ხელდასხმულ დიაკვნად, რადგან ორი წელიწადია დიაკვნის ადგილი დაცლილია. საქმეებში აღმოჩნდა, რომ 1852 წლის 9 ივნისს განსვენებულ ეპისკოპოს ანტონს წარუდგენია თხოვნა ეგზარქოსთან მორჩილ ბესარიონის აღკვეცაზე. მაგრამ კანტორამ წლოვანების გამო დაიწუნა მისი კანდიდატურა. ან უკვე მორჩილი ბესარიონი შობიდგან არის 30 წლის, სასულიერო წოდების, სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში უსწავლია, შემდეგ ხუთი წელიწადი იმყოფება მონასტერში. ცხოვრობს უბიწოდ. კარგი ყოფაქცევით, იგი ღირსია ბერად აღკვეცისა და დიაკვნად ხელდასხმისა“.


1853 წლის 6 ოქტომბერს ეპისკოპოსმა ზაქარიამ მორჩილი ბესარიონ ახვლედიანი ბერად აღკვეცა და სახელად ბენიამენი ეწოდა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო საბუთებში მამა ბენიამენი შემდგომშიც ყველგან ბესარიონის სახელით იწოდებოდა). 1853 წლის 11 ნოემბერს ეპისკოპოსმა ზაქარიამ იგი დიაკვნად აკურთხა და სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიის მდივნად დანიშწა. 1859 წლის 9 აგვისტოს მღვდლად აკურთხეს და ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვრის დროებით შემსრულებლად დანიშნეს. ბენიამენი და ჯილდოებული იყო რუსეთ-თურქეთის 1853-1856 წლების ომის სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვრით, 1861 წლის 14 დეკემბერს საგვერდული უბოძეს, 1864 წლლის 24 იანვარს წმ. სინოდმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა, 1865 წლის 24 სექტემბერს ცაგერის მონასტრის წინამძღვრად დაამტკიცეს. 1866 წლის 28 იანვარს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1869 წლის აღდგომას სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1879 წლის აღდგომას არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1880 წლის 8 აგვისტოს მოწამეთას წმ. დავით და კონსტანტინეს მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც დანიშვნისთანავე დაიწყო მონასტრის კეთილდღეობისათვის ზრუნვა. 1880–1881 წლებში ააშენებინა ახალი ხის საწინამძღვრო სახლი და მოასწორებინა მონასტრის ეზო. 1882-1883 წლებში მონასტრის მთავარ ტაძარს ირგვლივ შემოსავლელი გაუკეთა და შესძინა მრავალი ახალი ნივთ-სამკაული. 1887–1890 წლებში ახალი ორ სართულიანი საწინამძღვრო ხის სახლი ააშენა. 1894 წლის 19 ოქტომბერს იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. 1894–1899 წლებში მისი ხელმძღვანელობით აშენდა სამსართულიანი კაპიტალური სასტუმრო სახლი და თავლა, ასევე განაახლა მონასტერში არსებული არგვეთის წმ. მოწამე მთავართა,. დავითის და კონსტანტინეს, წმ. ნაწილების ლუსკუმა. 1901 წელს მოახატვინა მონასტრის ტაძარი და გააკეთებინა ახალი ნიგვზის ხის კანკელი, ძველ ციხეში კი გამართა მეორე სამწირველო. 1902 წელს გაიყვანა რკინიგზის ბაქნიდან მონასტერში ჩამავალი საფაეტონო გზა.

1894-1904 წლებში ბენიამენი იყო იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესი.

ბენიამენი დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (1872), II (1884) და წმ. ვლადიმირის IV (1891) და III (1895) ხარისხის ორდენებით. 1902 წლის 6 მაისს უბოძეს იმპერატორის კანცელარიიდან გაცემული, თვლებით გამშვენებული ოქროს ჯვარი.

დაკრძალულია მოწამეთას მონასტერში.


გ. მაჩურიშვილი

Logo1.JPG ბენიამენი მრავალმნიშვნელოვანი

წყაროები

საცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე №14863; №15439.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.12.2023
ბოლო რედაქტირება 06.12.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0