სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
იასონ ახვლედიანი  ალექსანდრეს ძე 1852-1940წწ  საქართველოს გენერალი, დაბ. ვანი იმერეთი იასონ ახვლედიანი  ალექსანდრეს ძე 1852-1940წწ  საქართველოს გენერალი, დაბ. ვანი იმერეთი

1852-1940 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ახვლედიანი სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

279       ბეჭდვა

იასონ ახვლედიანი ალექსანდრეს ძე 1852-1940წწ საქართველოს გენერალი, დაბ. ვანი იმერეთი



ახვლედიანი იასონ ალექსანდრეს ძე (7 აპრილი, 1852-19 იანვარი, 1940), გენერალ-მაიორი (1910), 1908-11 ყარსის ოლქის სასაზღვრო ჯარების სარდალი, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1905) იასონ (იაზონ) ალექსანდრეს-ძე ახვლედიანი დაიბადა 1852 წლის 7 აპრილს ქუთაისის გუბერნიის დაბა ვანში, აზნაურის ოჯახში. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიასა და ტფილისის იუნკერთა სასწავლებელში.



ჯარში სამსახური იასონ ახვლედიანმა დაიწყო პრაპორშჩიკის ჩინით საარმიო ქვეითებში, 1876 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. 1900 წლიდან მეთაურობდა გროზნოს 253-ე სარეზერვო ბატალიონს. რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დაწყებისთანავე გადაიყვანეს ბატალიონის მეთაურად, ციმბირის მე-12 ქვეით პოლკში. მონაწილეობდა მანჯურიაში წარმოებულ ლაშქრობებშიც.


ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის იასონ ახვლედიანს ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა ნეჟინის (უკრაინა) 137-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1906-1911 წლებში მეთაურობდა ყუბის (აზერბაიჯანი) 155-ე ქვეით  პოლკს, პარალელურად მსახურობდა აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსად, აბასთუმნის სამხედრო კომენდანტად. 1910 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.


1911 წლის იანვარში, ბრძოლებში მიღებული კონტუზიისა და ჭრილობების გამო იასონ ახვლედიანი ჩაირიცხა თადარიგში, ხოლო 1912 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირითა და პენსიით.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იასონ ახვლედიანი  ცხოვრობდა თბილისში 1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროში. იყო ქართული არმიის ვეტერანთა სახლის უფროსი.

გენერალი იასონ ახვლედიანი გარდაიცვალა 1940 წლის 19 იანვარს, თბილისში. განისვენებს კუკიის სასაფლაოზე.

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის იასონ ახვლედიანი დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის IV ხარ. (1905 წლის 13 თებერვალი); წმ. ანას IV (მამაცობისათვის-1877), III (მახვილებით-1888), II (მახვილებით-1904) და I (1895) ხარ.; წმ. სტანისლავის III (მახვილებითა და ბაფთით -1877) და II (1896) ხარ.; წმ. ვლადიმერის IV (ბაფთით – 25-წლიანი სამხედრო სამსახურისათვის- 1901) და III (მახვილებით-1905) ხარ. ორდენებით. 

დაკრძალვის ადგილი:

კუკიის სასაფლაო, თბილისი

Ахвледиани Ясон (Ясен) Александрович  (07.04.1852 – 19.01.1940)

            генерал-майор с 06.12.1910

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000669/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 05.05.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.10.2021
სულ რედაქტირებულია 2 ნინო ხმელიძე
ნინო ხმელიძე ბოლო რედაქტირება 20.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0