სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ბულია ტიხონი  მღვდელმონაზონი  1920-იანი წლები ბედიის (ოჩამჩირე) მონასტერი ბულია ტიხონი  მღვდელმონაზონი  1920-იანი წლები ბედიის (ოჩამჩირე) მონასტერი
ბმულის კოპირება



გვარი ბულია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ბულია ტიხონი მღვდელმონაზონი 1920-იანი წლები ბედიის (ოჩამჩირე) მონასტერი

ბულია ტიხონი  მღვდელმონაზონი  1920-იანი წლები ბედიის (ოჩამჩირე) მონასტერი

წყარო საპატრიარქოს უწყებანი 14-20 იანვარი 2005წ. გვ. 20

მღვდელ-მონაზონი ტიხონი (ბულია). XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

მღვდელ-მონაზონი ტიხონი, ერისკაცობაში-პროკოფი ბულია, XIX საუკუნის II ნახევარში სამეგრელოში, გლეხის ოჯახში
დაიბადა. სამწუხაროდ, არ არის ცნობილი, თუ სად მიიღო მან საეკლესიო განათლება და რომელ მონასტერში დაიწყო თავისი ბერული მოღვაწეობა.
ცნობილია, რომ 1921 წელს იგი, მღვდელ-მონაზონ ანდრიასთან (გობეჩია) ერთად, მოღვაწეობდა წარჩეს მთავარანგელოზთა სახ


გვ174
ელობის მამათა მონასტერში, რომლის დახურვის შემდეგ საცხოვრებლად სოფელკ  ბაშში გადასულა. 
საბედნიეროდ, სამეგრელოში, ძველი თაობის წარმომადგენლებში მამა ტიხონის მოღვაწეობის ბოლო პერიოდის შესახებ 
მრავალი ზეპირი მოგონებაა შემორჩენილი. ერთ-ერთი ასეთ ამბავი ქალბატონმა ნინო ფიფიამ მოგვითხრო: 
„ძველად ქართველებს უთქვამთ. რომ ყოველი ადამიანი უზარმაზარი კარიბჭეა, რომელსაც მხოლოდ ერთი პატარა გასაღები აღებს· 
ქართველი ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ ეს კარიბჭე რწმენის, იმედისა და სიევარულის გასაღებით გაეღო და ახერხებდა კიდეც. 
ამას ცდილობდა მაშინაც, როდესაც ათეისტურმა წყობამ აღზევების ხანას მიაღწია, დაიხურა ეკლესია—მონასტრები, იდევნებოდა წინაპართაგან 
დანერგილი ქრისტიანული სული და ზნეობა· 
სწორედ ასეთ დროს გამოჩნდა,. „ვითარცა მოტყინარი ვარსკვლავი“, მღვდელ-მონაზონი ტიხონი (ბულია). 
ბერი ტიხონი იყო სულიერი ძამა, ახალგაზრდობის გამოცდილი მრჩეველი—დამრიგებელი. მისი სახით წარმოგვიდგება მრავალფეროვანი მორალური და 
სულიერი თვისებებით დაჯილდოებული სრულყოფილი პიროვნება. 
მამა ტიხონის განსაკუთრებული ნიჭი ღვთისა და ადამიანების უსაზღვრო სიყვარული იყო. ის გამუდმებით ადიდებდა ღმერთს, მასში ქრისტესადმი
გამოუთქმელი, უსაზღვრო სიყვარული იყო დავანებული. მისი სამოძღვრო საქმიანობის ძირითადი საშუალება შემწყნარებლობა, მღვიძარება და მოუკლებელი ლოცვა იყო. 
მამაჩემი, მიხეილ ჩაგუს ძე ფიფია, ღრმად მორწმუნე და ღვთისმოშმიში ადამიანი იყო. მას ცალკე სალოცავი ჰქონდა, ხატებით 
მოფენილი, თითქმის მთელ დღეებს ლოცვასა და ვედრებაში ატარებდა. აინტერესებდა რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები.
ცდილობდა, ბევრ ღვთისმორწმუნე ადამიანს დაახლოებოდა და ბევრიც ღვთის სჯლზუ მოექცია. მოგეხსენებათ, ეს პერი-
გვ175

ოდი იყო კომუნისტების აღზევების ხანა, ამ დროს ღვთის ხსენებაც კი იკრძალებოდა, ინგრეოდა ეკლესიები, 
იბილწებოდა ხატები, იდევნებოდნენ საეკლესიო პირები და, დროის შესაბამისად, მორწმუნე ადამიანებიც კანტიკუნტად იყვნენ. 
მე მაშინ, ალბათ, მეხუთე ან მეექვსე კლასში ვიქნებოდი, იდგა 1941-1942 წლები, ომის პერიოდი, როცა მამაჩემი 
სოფელ ბაშში მცხოვრებ ბერთან საზიარებლად ფეხით დადიოდა და ყოველი მარხვის დამთავრების შემდეგ ჩემი 
და – მარიამი და დედაჩემი დავყავდით. 
თავიდან მამაჩემი მარტო დადიოდა, ხოლო შემდეგ ჩვენც დავიწყეთ სიარული საზიარებლად. გზად ტყე გვქონდა 
გასავლელი, ვცდილობდით, როგორმე შეუმჩნევლად გვევლო. რომ ვინმე ურწმუნოს არ შევემჩნიეთ და არ დავესმინეთ (მამაჩემი იმ 
ხანებში პედაგოგად მუშაობდა)· მახსოვს, ერთხელ მოხუცი კაცი შეგვხვღა და დედაჩემს შიშით ვუთხარი: „ვაი, დედი, კაცი-მეთქი“. 
დედაჩემმა კი ხუმრობით მითხრა: ,,ნუ გეშინია. მოხოცია და კარგად ვერ ხედავსო“. პასუხად კი იმ კაცმა გვითხრა:
„ძალიან კარგად ვხედავო“. 
მაშინ 11-12 წლის ბავშვისათვის, მართლაც, საკვირველი იყო მამა ტიხონი მთელი თავისი ცხოვრების წესით. ეს საშუალო 
ტანის, წარმოსადეგი, განსწავლული ღვთის მადლით შემკული მოხუცი ცხოვრობდა წნელით შეღობილ ფაცხაში, რომლის 
კედლები ტალახით იყო შელესილი და იატაკის ნაცვლად მიწაყრილი ჰქონდა, სახურავი კი ისლისაგან იყო გაკეთებული· 
გარედან ბერის ადგილსამყოფელი ეკლით იყო დაფარული და შესასვლელ კარზე ურდული ჰქონდა, რომლის გაღება მხოლოდ მას 
შეეძლო შიგნიდან. ეზოში მოჰყავდა სიმინდი, ლო-
გვ176
ბიო, ჰქონდა თავის ხელით დამყნობილი ხეხილის ხეები. თავისუფალ დროს სულ მუშაობდა და თავისი ნამუშავევით უხვად 
გასცემდა მოწყალებას. ოთახში, ხატებისა და საეკლესიო ნივთების გარდა, საწოლი და ტაბაკი (სატრაპეზო მაგიდა) ედგა, რათა 
მოსულთ გამასპინძლებოდა· ბერის მუდმივი ასკეზი, თავის დამდაბლება„ მორჩილება თვითშემეცნების საწინდარი იყო, 
ამიტომაც გასცემდა ასე უხვად სიყვარულს სულიერ შვილებში. მამა ტიხონს ეშმაკი განსაცდელსაც ხშირად უვლენდა. ერთხელ, 
მახსოვს, საზიარებლად რომ მივედით, მაშინ გვითხრა, ეშმაკის სახით ქალი ყოველდღე მეცხადებოდა და მეძახდა, მაგრამ მე ამ 
ცდუნების დაძლევა ღვთის შემწეობითა და ლოცვით შევძელიო. 
ალბათ, ბევრი ჩვენთვის უცნობი საცდური და განსაცდელი ევლინებოდა ღვთის სამსახურში მყოფ ბერს, მაგრამ თავისი რწმენითა და რუდუნებით ყოველგვარ ბოროტებას სძლევდა. 
დამაშვრალი და მხცოვანი მამა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მძიმედ დასნეულდა, ლოგინად ჩავარდა და სხეული 
დაუწყლულდა. მის მოსავლელად დადიოდნენ მონაზონი ფოტინე (მებონია) (შემდგომში – სქემმონაზონი ქეთევანი) და მონაზონი აკეფსიმა (ფიფია). 
ერთი წლის შემდეგ მისი სული უფალმა მიიბარა. იმ დღეს კიდევ ერთხელ მოვიყარეთ მუხლი მისი წმინდა 
გვამის წინაშე და გვწამს, რომ მამა ტიხონმა განწმენდილი სულით, ანგელოზების თანხლებით დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი”.

სქემარქიმანდრიტი ტიხონი (ბულია)

სქემარქიმანდრიტი ტიხონი (ერისკაცობაში პროკოფი ბულია) 
მოღვაწეობდა XX საუკუნის შუა ხანებში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით 
არ არის ცნობილი, თუ სად და რომელ მონასტერში დაიწყო მან ბერული 
ცხოვრება. ცნობილია, რომ იგი 1921 წელს მამა ანდრიასთან (გობეჩია) 
ერთად წარჩეს მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში მსახურობდა. საბჭოთა ხელისუფლების მიერ 
მონასტრის დაკეტვის შემდეგ საცხოვრებლად სოფ. ბაშში (კორცხელი) გადასულა.
მამა ტიხონის სახლთან მისასვლელი საფეხმავლო გზა ტყეში გადიოდა, 
სადაც მარტო იყო დასახლებული. მისი სამყოფელი გარშემო ეკლით ყოფილა დაფარული.
საშუალო ტანის, წარმოსადეგი, განსწავლული და უფლის 
მადლით შემკული მოსაგრე ბერი ცხოვრობდა ფაცხაში, რომ- 
გვ272
ლის წნელით შემოღობილი კედლები ტალახით იყო შელესილი, იატაკი მიწური. საცხოვრისი _ ისლით გადახურული ფაცხა, 
ზომით მომცრო, ორი მეტრი სიმაღლის ყოფილა, უფანჯრო, კარი ჩელტის ჰქონია, ოთახში ხატებისა და საეკლესიო ნივთების გარდა
საწოლი და ტაბაკი (სატრაპეზო მაგიდა) ედგა, რათა მომსვლელებს გამასპინძლებოდა. ცენტრში შუა ცეცხლი _კერია იყო მოწყობილი,
შესასვლელ კარს ურდული ედო, ეზოში მოჰყავდა სიმინდი, ლობიო, იქვე გაშენებული ჰქონდა 
თავისი ხელით გადამყნობილი ხეხილის ბაღი. 
თავისუფალ დროს სულ მუშაობდა, თავისი ნამუშევრით მოწყალებას უშურველად გასცემდა, გულუხვად მასპინძლობდა მასთან მისულ
მომლოცველებს (31, გვ.19). მათი თქმით, განსაკუთრებით გამორჩეული იყო მის მიერ შეკმაზული ლობიოს კერძი.
მამა ტიხონის მოღვაწეობის შესახებ გაზეთ `საპატრიარქოს უწყებანის~ საშუალებით მოგვითხრო ქალბატონმა 
ნინო მიხეილის ასულმა ფიფიამ. ამ მოგონებაში ნათქვამია, რომ მამა ტიხონის განსაკუთრებული ნიჭი ქრისტესა და ადამიანის უსაზღვრო სიყვარული იყო,
იგი გამუდმებით ადიდებდა ღმერთს. მასში ქრისტეს გამოუთქმელი სიყვარული იყო 
დავანებული, მისი სამოძღვრო საქმიანობის ძირითადი საშუალება შემწყნარებლობა, მღვიძარება და მოუკლებელი 
ლოცვა იყო. კომუნისტური რეჟიმის მიერ ეკლესიის დევნის დროშიც, მუდამ ბერად შემოსილი, სახლში იღებდა მრევლს, 
აღასრულებდა საეკლესიო წესებს.
ადგილობრივი მოსახლეობა მას ბერის სახელით იხსენიებდა. თვითმხილველთა ცნობით, ღრმადმორწმუნე და ღმრთისმოშიში ადამიანები
საზიარებლად ფეხით დადიოდნენ სოფ. ბაშში, ტყეში მცხოვრებ ბერთან.
1957-1958 წლებში მამა ტიხონი ცოცხალი იყო, რადგან ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით,
ამ პერიოდში მასთან ბავშვები მიჰყავდათ მოსანათლად (33; 34). გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამა ტიხონს სახლში 
ყაჩაღები დაესხნენ, რის მერე დიდხანს არ უცოცხლია. ადგი-
გვ273

ლობრივთა ინფორმაციით, ამ შემთხვევიდან მცირე დრო გავიდა და თავდასხმის მონაწილენიც მიიცვალნენ. 
საგულისხმოა, რომ იმავე პერიოდში ,,ყაჩაღები'' თავს ესხმიან სხვა ადგილებში მოღვაწე ბერებსაც, ამ თავდასხმების 
ორგანიზატორებად, იმთავითვე, საბჭოთა ხელისუფლებას მიიჩნევდნენ (32, გვ. 235-240).
დამაშვრალი მხცოვანი მამა ტიხონი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დასნეულდა, ლოგინად ჩავარდა, სხეული 
დაუწყლულდა. მის მოსავლელად დედა ფოტინე (ფიფია) და დედა აკეფსიმა (ფიფია) დადიოდნენ, საკვები მიჰქონდათ და 
მასზე ზრუნავდნენ. ერთი წლის შემდეგ მისი სული უფალმა მიიბარა. გადმოცემით, სქემარქიმანდრიტი ტიხონი აღესრულა
50-60-იანი წლების მიჯნაზე, დაკრძალულია ადგილობრივ სასაფლაოზე.
ზაურ ჯალაღონია
გვ274


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.01.2024
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0