სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ხატიაშვილი მარკოზ (ზაურ) ნიკოლოზის ძე დეკანოზი დაბ. 1959წ. სოფ. საბუე (ყვარელი) გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი ხატიაშვილი მარკოზ (ზაურ) ნიკოლოზის ძე დეკანოზი დაბ. 1959წ. სოფ. საბუე (ყვარელი) გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი
ბმულის კოპირება



გვარი ხატიაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

161       ბეჭდვა

ხატიაშვილი მარკოზ (ზაურ) ნიკოლოზის ძე დეკანოზი დაბ. 1959წ. სოფ. საბუე (ყვარელი) გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი


ხატიაშვილი მარკოზ (ზაურ) ნიკოლოზის ძე დეკანოზი დაბ. 1959წ. სოფ. საბუე (ყვარელი) გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი ნეკრესის ეპარქია 2024წ. 

ზაური ხატიაშვილი დაიბადა 1959წ 25 სექტემბერი. ყვარლის რაიონი სოფელი საბუე სწავლობდა საბუის საშუალო სკოლაში დაამთავრა 1977წ.
1978 გაიწვიეს სამხედრო სამსახურში ქალაქ ეკატერინებურგში.
ჩამოვიდა 1980წ და სწავლა დაიწყო ხაშურის მეფუტკრეობის სასწავლებელში დამთავრა 1982 წ და დაიწყო მუშაობა ყვარლის საჯიშე მეურნეობაში მეფუტკრედ პარალელურად სწავლობდა ზოვეტში მეფუტკრეობის კურსებზე.
2000წ წავიდა მეუფე სერგისთან იღებდა სულიერ განათლებას.
2004წ. აკურთხეს დიაკვნად სოფ. შილდაში ღვთისმშობლის ტაძარში სულთმოფენობის დღეს ხოლო ღვდლად აკურთხეს ყვარელში იოანე ნათლისმცემლის ტაძარში.


2005წ.მასმერე მოღვაწეობს გრემის მთავარანგელოზის ტაძარში ტაძრის წინამძღვრად.
2014 დაჯილდოვეს დეკანოზის ხარისხით და მიტრით.
ყავს მეუღლე და ორი ბიჭი. ხუთი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი.


მეუღლე მანანა თამაზიშვილი დავიბადე ყვარელში 1964წ 22 მარტს დავამთავრე ყვარლის მესამე საშუალო სკოლა. ვარ მგალობელი.
შვილები ნიკოლოზ ხატიაშვილი დაიბადა 1982წ 12 დეკემბერს. იოსები ხატიაშვილი 1984წ 17 ივნისი.
მშობლები ნიკოლოზ ხატიაშვილი თამარ მიქელაშვილი

ხატიაშვილის გვარის ღვთიმსახურები:

ხატიაშვილი ანგელინა მონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 28

ხატიაშვილი გიორგი  დეკანოზ,ი მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 14

ხატიაშვილი გიორგი პრიჩტნიკი 1819წ. გვ. 417, ვაქირი თომა მოციქულის ეკლესია სიღნაღის მაზრა 

ხატიაშვილი დავით იოანეს ძე, წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ფხოველის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)

ხატიაშვილი ზაქარია მღვდელი 1818წ. გვ. 385 ნაფარეული ღვთისმშობლის მიცვალების ეკლესია, თელავის მაზრა 

ხატიაშვილი თომა მღვდელი 1819წ. გვ. 374 საბუე ღვთისმშობლის მიცვალების ეკლესია თელავის მაზრა

ხატიაშვილი იოანე ვასილის ძე, გარდაიცვალა 1927 წელს, წინამძღვარი მღვდელი სოფელი ველისციხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა)

ხატიაშვილი მარკოზ  მღვდელი, ნეკრესის და ჰერეთის   ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.46

ხატიაშვილი სფირიდონ (სპირიდონ) პრიჩეტნიკი, მღვდელი 1819წ. 376, საბუე ღვთისმშობლის მიცვალების ეკლესია თელავის მაზრა


დედის გვარი მიქელაშვილების სასულიერო პირები:


მიქელაშვილი გელა მორჩილი; რუის ურბნისის ეპარქია 2020წ.

მიქელაშვილი გიორგი, პრიჩეტნიკი, მღვდელი 1819წ. გვ. 295 ყვარელი ღვთისმშობლის შობის ეკლესია თელავის მაზრა

მიქელაშვილი დიომიდე მღვდელი, 1906 წ. ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 

მიქელაშვილი ნიკიფორე  არქიმანდრიტი


საინტერესო სტატია მიქელაშვილებზე

ჩვენი რუბრიკის სტუმარია მიქელაშვილების გვარის მონაგარი გიორგი-გაგა მიქელაშვილი. ამ გვარს საინტერესო წარსული აქვს. როგორც გიორგისგან გავიგე, მიქელაშვილები დავით ნარინის ძის, მიქელის შთამომავლები არიან.

დავით VI ნარინის ძე, მიქელი, იმერეთში 1327-1329 წლებში მეფობდა.Bბაგრატ I-მა, მიქელის ვაჟმა, 1330 წელს იმერეთის ტახტი გიორგი ბრწყინვალეს დაუთმო. ბაგრატს ყვარყვარე ათაბაგის ასულისგან სამი ვაჟი ეყოლა: ალექსანდრე, გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინემ შეირთო გურიელის ქალი. ის მალევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დარჩა ერთი ძე, მიქელი, რომელიც გურიელებთან გაიზარდა და იქვე დამკვიდრდა.Mმისი შვილები უკვე მიქელაშვილებად იწოდებოდნენ.Mმას ეყოლა სამი ძე: კონსტანტინე, გიორგი და დავითი. გვარი ამ მიქელასგან მოდის.

- მიქელაშვილების გვარში, ტრადიციისამებრ, ყოველ თაობას ჰყავდა ერთი სასულიერო პირი მაინც, მაგრამ მე ახლა კორნელიტოზე მინდა გიამბოთ, - მიყვება გიორგი-გაგა მიქელაშვილი, - ის ბაბუაჩემ კარლოს ტყუპისცალი ძმა იყო. კორნელიტოს ბაბუამ, მამა როსტომმა, ხუთი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი გაზარდა. მან არა მარტო აღზრდილებს, არამედ მთელ მაშინდელ გურიას ღვთისა და ერის აღუწერელი სიყვარული შთაუნერგა. ამას მოჰყვა დიდი ფირალობა (ფირალობისა და ყაჩაღობის ცნებების აღრევა არ შეიძლება. ფირალები რუსეთის მეფის და მისი მმართველობის წინააღმდეგ მებრძოლნი იყვნენ). ლეგენდარული ადამიანი იყო მამა როსტომის უფროსი ვაჟი, დათა-ბელადი მიქელაშვილი. მასზე ხშირად წერდა გაზეთი "ივერია". საინტერესო ადამიანები იყვნენ მამა როსტომის აღზრდილები: მელქისა - მელქისედეკ გუნთაიშვილი და დიომიდე შილაკაძე. მელქისა ლეგენდარული ფირალი და მომღერალი, უსაზღვროდ მამაცი ვაჟკაცი ყოფილა. მისი სიჩაუქის ამბავი სათათრეთშიც სცოდნიათ. როდესაც თურქების ჯარი გურიაში შემოჭრილა, სულთანს უკითხავს, ვინ მეთაურობს გურულებსო. მელქისედეკ გუნთაიშვილიო. ამის გაგონებაზე უბრძანებია, - მელქისედეკის პატივსაცემად ორი კილომეტრით უკან დაიხიეთო. მტერი ასეც მოქცეულა.

დიომიდე შილაკაძე, შემდგომში მამა დიომიდე, განსაკუთრებული ფენომენი იყო - ერთდროულად მღვდელიც იყო და ფირალიც. როდესაც ბოლშევიკებმა ტაძრები გააუქმეს, მხოლოდ მამა დიომიდე აღავლენდა წირვა-ლოცვას ქართულად ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. ეკლესია ხის იყო. როდესაც მას კაზაკებმა ცეცხლი წაუკიდეს, მამა დიომიდეს წირვა არ შეუწყვეტია... ამის შესანიღბად ერთმორწმუნე რუსებმა მთელი ოზურგეთი გადაწვეს. ეს ისტორიაშიც ასე დარჩა, ოზურგეთის გადაწვა, მამა დიომიდე და ეკლესია - ხალხის გულებში (იმ დამწვარი ეკლესიის ადგილზე აღაშენეს ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და მერეღა გაიგეს ძველი ეკლესიის სახელი. ასეთი მადლიანი დამთხვევა მოხდა)...


მამა როსტომის უმცროსი ვაჟი, ალექსი, კორნელიტოს მამა კი ამ მოვლენების დროს უკვე ვენეციაში იყო. უფროსი ძმების - დათას მოკვლის და ნესტორის გადასახლებაში სიკვდილის შემდეგ გააპარეს ქვეყნიდან. მამა როსტომიც რამდენჯერმე დაიჭირეს, მაგრამ მღვდლობის გამო ვერ ჩამოახრჩვეს.

ალექსი სამშობლოში დაბრუნდა 1909-10 წლებში (მაშინ ტყუპები 2-3 წლისანი იყვნენ), ის ემიგრაციიდან აფინანსებდა თავისუფლებისათვის ბრძოლას. სამშობლოში დაბრუნებული გაასკეცებული ენერგიით შეუდგა მასწავლებლობას.

ერთ დღეს, ნაწირვებს, მაშინ ტყუპები 13 წლისანი იყვნენ, კორნელიტო შემოქმედის მონასტრის ეზოში იდგა. იქ მყოფი ქალბატონები ბიჭს რაღაცას ეკითხებოდნენ. ამასობაში ეზოში კაზაკები შემოვიდნენ გენერლის მეთაურობით. გენერალი ტაძარში შევიდა, სამხედროები ეზოში ლაზღანდარობდნენ... ტაძარში აშკარად რაღაც ხდებოდა. უცებ ატირებული ქალი გამოვიდა, სახეგაფითრებული კაცები შედი-გამოდიოდნენ საყდარში, კორნელიტოც შევიდა... გენერალს ღვთისმშობლის ხატი მოსწონებოდა, ჩამოეღო და წაღებას აპირებდა... ბიჭი მივიდა მასთან და ჰკითხა, - რა ენაზე მოგმართოთ, ბატონოო. გენერალს ჩაეღიმა, - რა ენაზეც შეგიძლიაო. ბავშვი მიაჩერდა, შემდეგ ხატს დახედა, - რა ენაზეც არ უნდა მოგმართოთ, ბატონო, ეს არის, რომ მაგ ხატის ადგილი კედელზეა, აი, თქვენს პირდაპირო... გენერალმა წარბი ასწია და კარისკენ გასწია.

- მეორე ნაბიჯი მაგ ხატთან ერთად არ გადადგათ, ბატონო! - გაისმა ბიჭის ცივი ხმა. გენერალს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, ბრაზით ალეწილმა გამოსცრა, - რამდენს ბედავს ეს ბავშვი?!. კორნელიტომ ხატს კიდევ ერთხელ შეხედა: - აქ თუ ვინმე რამეს ბედავს, ეგ თქვენ ხართ, ბატონო!..

ხმა იყო ისეთი გულისშემაწუხებელი, ტკივილისმომგვრელი, რომ გენერალმა ხატს უნებურად ხელი გაუშვა. ბავშვი პირქვე დამხობილ ხატს მივარდა. გენერალმა ფეხი ჩაარტყა, გარეთ გავიდა და დაიყვირა, - მივდივართ, ხატი წამოიღეთო... სამხედროებს კარებში კორნელიტო დახვდათ. წერასატანილი გენერალი ფეთიანივით მობრუნდა და ხელი დასარტყმელად აღმართა.

- თქვენს სისხლს ტაძარს ვერ ვაკადრებდი, ბატონო!..

ბიჭს თავისი ხანჯალი გაეყარა მუცელში ტაძრის კარებთან შეყოვნებული გენერლისთვის... მონასტრის ეზოში მდგარმა ექვსიოდ კაცმა გამოიდო თავი ბიჭის დასაცავად, ატყდა თოფების გრიალი... კორნელიტო და ხუთი მათგანი წაიყვანეს. ერთმა გაქცევა მოახერხა...

***

ყველა დაკითხეს. გაქცეულის ვინაობა არავინ გაამხილა...

შემდეგ ფილიპე მახარაძე შევიდა ბავშვთან, დიდხანს უყურა და ჰკითხა: - სიცოცხლე არ გინდა, შვილო?!


ბიჭმა ტირილი დაიწყო...


- მე ერთი სიცოცხლე შემიძლია გადავარჩინო!..


კორნელიტოს გაეღიმა, თვალცრემლიანმა ახედა და:


- მაშინ იმ ერთი კაცის სიცოცხლე იყოს ეს, ჩემო ბიძია...


ფილიპემ თავი დახარა, ბავშვს გადაეხვია და წავიდა...


მეორე დილით კორნელიტო იმ ხუთთან ერთად დახვრიტეს... მეექვსე აღარ მოუძებნიათ...


კორნელიტო დახვრიტეს 1921 წლის 4 ნოემბერს. ის სამ დღეში 14 წლის გახდებოდა...

ალექსიმ კი გააგრძელა ბრძოლა, ახლა უკვე წითლების წინააღმდეგ. ჩამოაყალიბა მათითაიშვილების არმიად წოდებული რაზმი, რომელიც ქაქუცას შეფიცულების სერიოზული დასაყრდენი იყო, ბოლოს კი, 1924-ში, ერთ ვაგონში ავიდა... ხალხი ვაგონებშივე უნდა დაეხვრიტათ წითლებს. როცა მატარებელი მერიის სკოლის წინ გაჩერდა, ხალხმა ვაგონები გამოამტვრია და გაიფანტა.


ალექსი ჯალათებისკენ უშიშრად წავიდა. თორმეტნი იყვნენ და თორმეტივეს ალექსის ნაყიდი კოსტიუმი ეცვა... ბოლო სიტყვაო, - უთხრეს ალექსის და ხელის კანკალით დაუმიზნეს მთელი ვაგონისათვის განკუთვნილი ტყვიამფრქვევი! ტაში დამიკარითო, - ხელები გაუშლია ალექსის... დაუკრეს ტაში!!! მასთან ერთად ოთხი კაცი იდგა. უცებ სხვებიც დაბრუნდნენ და საპატიო კედელთან დადგნენ დასახვრეტად...


მე კი ამ ალექსის შვილთაშვილი, კორნელიტოს ტყუპისცალი ძმის შვილიშვილი გიორგი-გაგა მიქელაშვილი ვარ, მიქელაშვილთა გვარის წინამძღოლი. ჩვენი გვარი ახლა ერთობლივად ვცდილობთ, კიდევ უკეთესი გავხადოთ ჩვენი სამშობლო. ჩვენი გვარის დევიზია: "რაც უფრო მეტი იცი, მით მეტი შეგიძლია"...

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.01.2024
ბოლო რედაქტირება 23.01.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0