სოლომნიშვილი რომანოზ (რამაზი) თამაზის ძე მღვდელი დაბ. 1979წ. სოფ. ვაზისუბანი, გურჯაანი შილდის (ყვარელი) ღვთისმშობლის შობის ტაძარი
სოლომნიშვილი რამაზი თამაზის ძე დაბადებული 1979.22.03 ქ.გურჯაანში . ქრისტიანულ-მართმადიდებურ ოჯახში.
მამა: თამაზი ნასყიდას ძე დაბადებული ქ. გურჯაანში 1955.19.01.
დედა: თამარი ნემსაძე დაბადებული ქ. ყვარელში 1958.26.12.
მეუღლე: ნინო ცუცხაშვილი - სოლომნიშვილი დაბადებული ქ. ქობულეთში 1978.22.03. 1996 წელს დაოჯახდა ჰყავს ორი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი
შვილი ნიკოლოზ სოლომნიშვილი
1996 წელს დავამთავრე ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის ✓1- საშ. სკოლა.
1996 წელს დავოჯახდი.
2000 წლიდან დავდიოდი ყვარლის , დუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში .
2002 წლიდან ვიყავი ამავე ტაძარში სტიქაროსანი, მოძღვარი მღვდელი მიქაელი ღუღუნიშვილი.
2009 წელს მოძღვრის კურთხევით ჩავაბარე გრემის წმ. აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარიაში.
2011 წლის 19 ნოემბერს ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ დიაკვნად დამასხა ხელი.
2013 წლის 3 თებერვალს ნეკრესელი მიტროპოლიტის სერგის კურთხევით მღვდლად დამასხა ხელი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
2012 წლიდან ვარ კუჭატნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარი.(ყვარლის რაიონი)
2013 წლიდან ჭაბუკიანის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მოძღვარი. (ლაგოდეხის რაიონი)
2017 წლიდან სოფ.შილდის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოძღვარი. (ყვარლის რაიონი)
2024 წლის მდგომარეობით ვარ ზემო აღნიშნული ტაძრების მღვდელმსახური.
ნემსაძე (დედის გვარი) სასულიერო პირები
ნემსაძე ალექსანდრე ფირანის ძე 1880-1902 წლებში სოფ. დიდი ჯიხაიშის ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი.
ნემსაძე გრიგოლ პავლეს ძე; 1847-1859; ცაგერის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია;
ნემსაძე დავითი 1673-1696 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი
ნემსაძე დავით ნასოს ძე; 1870-(1905) შკედის წმ. სამების ეკლესია;
ნემსაძე ექვთიმე მღვდელმონაზონი
ნემსაძე ირაკლი (დიაკონი).საპატრიარქოს უწყებანი. 2014. - 16-22 ოქტომბერი. გამრეკელი იოანე (რუსთველი მიტროპოლიტი).
ნემსაძე მანისე მღვდელი 1870წ. ქვიმაიხალის(?!) წმ.გიორგის ეკლესია
ნემსაძე ონისიმე დიაკვანი 1870წ. ქვიმაიხალის(?!) წმ.გიორგის ეკლესია
ნემსაძე პავლე პეტრეს ძე; 1806-(1857) ცაგერის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია;
ნემსაძე სიმონ, ალმასხანის ძე, 1879-1901წწ. ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესია