სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
თალაკვაძე სოფრომი  1835-1918წწ იღუმენი დაბ. სოფ. ასკანა, ოზურგეთი დაკრძ. გელათი თალაკვაძე სოფრომი  1835-1918წწ იღუმენი დაბ. სოფ. ასკანა, ოზურგეთი დაკრძ. გელათი

1835-1918 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება



გვარი თალაკვაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

146       ბეჭდვა

თალაკვაძე სოფრომი 1835-1918წწ იღუმენი დაბ. სოფ. ასკანა, ოზურგეთი დაკრძ. გელათი

იღუმენი სოფრომი (თალაკვაძე)  1835-1918წწ

იღუმენი სოფრომი, ერისკაცობაში – სვიმონ ლაზარეს ძე თალაკვაძე, 1837 წელს ოსურგეთის მაზრაში. სოფელ ასკანაში 
დაიბადა. წმინდა წერილი, საეკლესიო კითხვა-გალობა და ტიპიკონი შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მონასტერში შეისწავლა.
1857 წლის 28 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1858 წლის 27 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ციხის
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მეუღლის გარდაცვალების გამო, ბერად შედგომა
გვ465
გადაწყვიტა და 1863 წელს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერს მიაშურა, სადაც ამავე წლის 27 ივნისს სოფრომის სახელით ბერად
აღიკვეცა. 1867 წლის 10 ივნისს ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს, 1877 წელს ჯრუჭში მოღვაწეობის პერიოდში, მონასტრის
წინამძღვრის,  არქიმანდრიტ კირილეს (გაბუნია) დავალებით რესტავრაცია ჩაუტარა XVII საუკუნეში გადაწერილ „დავითნს“, რაც აღნიშნულია მისივ ხელით
შესრულებული შესაბამისი წარწერით: „სულთა განმანათლებელი წიგნი ესე დავითნი იყო ძლიერ დაძველებული. ბრძანებითა მისის 
მაღალღირსების, ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრის, არხიმანდრიტის და კავალერის კირილესითა გავაკეთე მე უღირსმან 
და ცოდვილმან ჯრუჭის მონასტრის მღვდელ-მონაზონმა სოფრონ ჩყოზ“. 
1879 წლის 2 თებერვალს მამა სოფრომი ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმმშობლის ხარების სახელობის მონასტერში 
განამწესეს, 1880 წელს, ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით, დაიარა იმერეთის ეპარქია და შეკრიბა შეწირულებანი 
რის შედეგაც მონასტრის ეკლესია ყავრით გადახურა.
1882 წლის 1 სექტემბერს ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1882 წლის 17 მაისს 
მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა.  1883 წლის 2 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1883 წელს კვლავ შეაგროვა 150 მანეთი და მონასტრის ეკლესიაში  თლილი ქვის იატაკი დააგო. ამის გამო, 1885 
წლის 15 მაისს იმერეთის ეპისკო


გვ466 
პოსმა გაბრიელმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა.
1887 წლის 9 მარტს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადავიდა და ამავე წლის 
14 სექტეშბერს მონასტრის ეკონომოსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. 
1888 წლის 19 აპრილს ოფიციალურად დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე. 
1889 წლის 10 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 
1892 წლის 10 ივნისს წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 
1893 წლის 15 მარტს იღუმენის წოდება მიენიჭა. 
1899 წლის 14 აპრილს გელათის მონასტერში გადაიყვანეს. ამავე წლის 8 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ალავერდის მონასტერში განამწესა. 
1898 წლის 12 დეკემბერს, არქიმანდრიტ იონაზე (შავლიაშვილი) ცრუ საჩივრის დაწერის გამო, კვლავ გელათის მონასტერში განამწესეს 
და სინანულის კანონი განუწესეს. 
1906 წლის 12 აგვისტოს, თავისივე თხოვნის საფუძველზე, გადადგა შტატიდან, თუმცა ამავე წლის 27 ოქტომბერს მოითხოვა ზედაზნის მონასტრის წინამძღვრობა, 
მაგრამ უარი უთხრეს, რადგანაც უკვე პენსიაზე იყო გასული· 
1916 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. იღუმენი სოფრომი 1918 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა. 
დასაფლავებულია გელათის მონასტრის ეზოში. მამა სოფრომი ცნო ბილი დეკანოზის – ნიკიტა თალაკვაძის ბიძა იყო. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.02.2024
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0