გიგოლა თალაკვაძე ( 24 მარტი 1914-2001) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.
სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 1942 წლიდან; 1942–1943, 1946–1949წწ. მუშაობდა მსახიობად ოზურგეთის თეატრში; 1943–1945წწ.
ზესტაფონის, 1949–1952წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა და სანკულტურის თეატრებში. 1963 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. უპირატესად ასრულებდა სახასიათო როლებს. მის მიერ შექმნილ სცენურ სახეებს ახასიათებს მკაფიო ინდივიდუალურობა, სიმართლე და ორიგინალობა. მონაწილეობდა რადიო და ტელედადგმებში.