სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10808

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ხოშტარია თეოდორე  (თედო) ნიკოლოზის ძე 1832-1909წწ მთავარხუცესი დეკანოზი, ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ეკლესია ხოშტარია თეოდორე  (თედო) ნიკოლოზის ძე 1832-1909წწ მთავარხუცესი დეკანოზი, ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ეკლესია
ბმულის კოპირება



გვარი ხოშტარია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

194       ბეჭდვა

ხოშტარია თეოდორე (თედო) ნიკოლოზის ძე 1832-1909წწ მთავარხუცესი დეკანოზი, ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ეკლესია



მთავარხუცესი დეკანოზი თეოდორე  (თევდორე) ხოშტარია
 
დეკანოზი თეოდორე, ერისკაცობაში თედო ხოშტარია, დაიბადა 1832 წლის 6 მაისს სასულიერო ოჯახში. მამამისი _ 
დეკანოზი ნიკოლოზი, ბაბუა _ დეკანოზი მარკოზი და პაპა _ დეკანოზი თევდორე სუჯუნის წმ. გიორგის საკათედრო 
ტაძრის ღმრთისმსახურები იყვნენ. 
თედოს დედა _ მარიამ როსტომის ასული ჯოლია, დიასახლისი, შვილების აღზრდით იყო დაკავებული. 
6 წლის თედოს ხუცური წერა-კითხვა მამამ შეასწავლა, შემდეგ კი მიაბარეს მღვდელ გიორგი ხოშტარიას ქვრივს, 
რუსუდან იოსელიანის ასულს, ცნობილ ბერდიაკონ ივა (იოანე) ბერის დედას. ივა ბერი მთავარ დავით დადიანთან
სამეგრელოს შინაგან საქმის კანცელარიის მმართველის თანამდებობაზე მსახურობდა. 
თედომ შემდგომი განათლება მარტვილის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიიღო.
 ივა ბერმა 1849 წლის 13 ოქტომბერს, მამის _ ნიკოლოზის თანხმობით, თედო ხოშტარია ზუგდიდში მთავრის სასახლეში კანცელარიის მწერლად განაწესა. თევდორე ხანგრძლივი 
დროის განმავლობაში მოღვაწეობდა სამთავრო კარზე როგორც საერო, ისე სასულიერო სფეროში. მან დაგვიტოვა ,,მოგონებები“, რომელშიც თვითმხილველის თვალით აღწერილი 
აქვს XIX საუკუნის სამეგრელოს სამთავროში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენები და სამთავროს ისტორია დროის 
ამ მონაკვეთში. საინტერესო მონაცემებია სამთავრო კარის სულიერ ცხოვრებაზე, იგი გვაწვდის ცნობებს ვლაქერნის 
ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყლის შესახებ. ამ ხელნაწერის სათაურია
,,გახსენება ჩემი ყმაწვილობის და მერმინდელი ჩემი თავგადასავლისა“ (35, გვ. 124-168).
არსებული ცნობებით, თეოდორე (თევდორე) ხოშტარია 1849 წლიდან მედავითნედ მსახურობდა დადიანების სასა-
გვ234

ხლის კარის _ ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის ეკლესიაში. აქ ღვთისმსახურება შაბათ-კვირას აღევლინებოდა, სადაც დღესასწაულებში,
მწუხრსა და ცისკარზე, თევდორე ხშირად კითხულობდა, ხოლო მთავარი დავით დადიანი, როგორც მოყვარული საღმრთო წიგნების კითხვისა, ეკლესიაში
მუდამ გვერდით ედგა და თვალს აყოლებდა საღმრთო წიგნების კითხვას.
დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე 1856 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის კურთხევის ცერემონიაზე მიიწვიეს. 
1857 წელს დედოფალი და მისი ამალა სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა ამ დროს სამეგრელოში, უტუ მიქავას მეთაურობით,
მიმდინარე გლეხთა აჯანყების ჩაქრობა სამთავროს მმართველობამ ვერ შეძლო. რუსეთის ხელისუფლებამ დედოფალი ეკატერინე სამთავროს განარიდა
და სანკტ-პეტერბურგში იმპერატორის კარზე გაიწვიეს. დედოფალი შვილებთან ერთად მრავალრიცხოვანი ამალით 1857 წლის 25 
ოქტომბერს ფოთიდან გემით გაემგზავრა. ამ მგზავრობაში დედოფლის ოჯახს ახლდა თევდორე ხოშტარია, როგორც 
მათი შვილების ქართული ენისა და წერა-კითხვის მასწავლებელი. რუსეთიდან დაბრუნებული თევდორე ხოშტარია 1860 წლის 
25 მარტს, ხარების დღესასწაულზე, ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) მარტვილის საკათედრო ტაძარში დიაკვნად 
აკურთხა, ხოლო მომდევნო დღეს, სოფელ გულუხეთის ახალაშენებული ეკლესიის კურთხევაზე, მღვდლად აკურთხა დადიანების სასახლის კარის ეკლესიის სახელზედ,
დედოფლის შუამდგომლობით, მათი მოძღვრის არქიმანდრიტ ბესარიონის (დადიანი) ნაცვლად. მამა თევდორე დედოფლის ოჯახთან 
შესაერთებლად მალე გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგში. 
დედოფალი ეკატერინე ნიკოლოზ დადიანის მკურნალობასთან დაკავშირებით პარიზში მიემგზავრება. მოგვიანებით, დედოფალ ეკატერინეს მოწვევით, მათთან ჩავიდა მამა 
გვ235

თევდორე. იგი, მღვდლის ხარისხში მყოფი, აღავლენდა წირვა-ლოცვასა და საეკლესიო წესებს როგორც სანკტ-პეტერბურგში, ასევე პარიზში მოგზაურობისას. 
დედოფალ ეკატერინეს სანკტ-პეტერბურგში ყოფნისას საცხოვრებელ სახლში სამლოცველო მოუწყვია. იქ სხვა ხატთა შორის დასვენებული ყოფილა ვლაქერნის
ღმრთისმშობლის ხატი და პატიოსანი მისი სარტყელი. მამა თევდორე 1867 წელს დაბრუნდა უცხოეთიდან და წინამძღვრად დაინიშნა სუჯუნის ორშტატიან წმ. გიორგის 
ეკლესიაში, საიდანაც მთავრის ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზ დადიანის თხოვნით 1872 წელს პირველ მღვდლად გადაიყვანეს ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის 
ხატის ტაძარში, სადაც მსახურობდა 1884 წლამდე _ საგვაზაოს მთავარანგელოზთა ეკლესიის პირველ მღვდლად გადმოყვანამდე (36, გვ. 80).
1893 წლის დეკემბრის ბოლოს მამა თევდორე სუჯუნის წმ. გიორგის ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1894 წელს სუჯუნის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. თევდორე ხოშტარია ჭადრაკის დიდად მოყვარული ყოფილა და ჩინებულადაც თამაშობდა. მან ჭადრაკის თამაში  შეაყვარა სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის ძე ანდრია დადიანს. 
მამა თევდორესა და ფოფოდია მარინე დავითის ასულს ჰყავდათ შვილები: მიხეილი, ალექსანდრე, სოლომონი, ლევანი, ეკატერინე. 
მას ერთგული და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის მიღებული ჰქონდა ჯილდოები.
დეკანოზი თევდორე მიიცვალა 1909 წლის 25 აგვისტოს 
(49, გვ. 17-20).
ზაურ ჯალაღონია,
ისტორიკოსი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.03.2024
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0