
ბარკალაია იოანე დეკანოზი, ოქროს ჯვარი 2015წ. ვიდეო
საპატრიარქოს უწყებანი N7 18-24 თებერვალი 2005წ გვ.5
ხელდასხმა
13 თებერვალს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, თბილისის ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს ზვიად ბარკალაიას, რომელიც სიონის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
ხელდასხმა
4 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდლად აკურთხა სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანი იოანე ბარკალაია. მღვდელი იოანე მსახურებას სიონის საპატრიარქო ტაძარში გააგრძელებს. იმავე დღეს სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს გიორგი სახვაძეს.
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.12
დაჯილდოება
28 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მიტრით -- სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი. არქიმანდრიტის წოდებით -- ათენის უნივერსიტეტთან არსებული საღვთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტი, იღუმენი აბიბოსი (ტარიადისი); ბორჯომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი ანდრია (ტარიადისი). ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი ტიმოთე წიკლაური, მღვდელი თავმას ესიტაშვილი და მღვდელი იოანე ბარკალაია.
დაჯილდოება
28 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: გამშვენებული ჯვრით -–– სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე ბარკალაია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი საბა ჭიკაიძე.