თელია გიორგი მღვდელმონაზონი. საპატრიარქოს უწყებანი. 2007. - 14-19 სექტემბერი. 
საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 2005წ გვ.6
ბერად აღკვეცა
27 მარტს, სვეტიცხოვლის 12 მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, იღუმენმა ისააკმა (ღადუა) ბერად აღკვეცა მორჩილები: გულადი ბუსკანაძე (სახელად ექვთიმე უწოდა), მალხაზ თელია (სახელად გიორგი უწოდა) ნიკოლოზ შავერდაშვილი (სახელად იაკობი უწოდა).
საპატრიარქოს უწყებანი N8 22-28 მარტი 2007წ გვ. 6
18 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა სვეტიცხოვლის ბერი გიორგი (თელია), მამა გიორგი სვეტიცხოვლის ტაძარში იმსახურებს.
26 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერდიაკონ გიორგის (თელია).
საპატრიარქოს უწყებანი N24 21-27 ივნისი 2012წ გვ.8
დაჯილდოება
17 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი გიორგი (თელია) –– არქიმანდრიტის წოდებით; მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (ფიჩხაია) –– არქიმანდრიტის წოდებით; ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, იღუმენი იოანე (გაბრიელიანი) – არქიმანდრიტის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით; მლეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარიამი (კიკურიშვილი) -- ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით.