თვარაძე ცოტნე (მღვდელი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2010. - 1-6 აპრილი.
საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.8
24 მაისს, მარტყოფის ღვთაების სახელობის მამათა მონასტერში, ცხუმ-აფხაზეთიუსა და საჩხერე-ჭიატურის მიტროპოლიტმა დანილემა (დათუაშვილმა) დიაკვნად აკურთხა ცოტნე თვარაძე. დიაკონი ცოტნე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქოს ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N12 1-6აპრილი 2010წ გვ. 5
ხელდასხმა
13 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა გარდაბნის რაიონის, სოფელ ახალი სამგორის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. წირვის მსვლელობის დროს მეუფე მელქისედეკმა მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურს, დიაკვან ცოტნე თვარაძეს, რომელიც ამავე ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
დაჯილდოება
5 ივლისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთათბილისის ეპარქიის სამღვდელოება:
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- თბილისის წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის (რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო) მღვდელმსახური, მღვდელი ცოტნე თვარაძე;