კარანაძე ათანასე არქიმანდრიტი დაბ. 1960წ. თბილისი 40 მოწამეთას მონასტერი აბანოთუბანი 2025წ. მდგომარეობით
კარანაძე ათანასე მღვდელ-მონაზონი, საპატრიარქოს უწყებანი. - 2010. - 14-20 იანვარი. ფოტო
აღკვეცა
7 აპრილს ფოკის წმიდა ნინოს მამათა მონასტერში იღუმენმა ანტონმა (ფურცელაძე) ბერად აღკვეცა მორჩილი ზურაბ კარანაძე და სახელად უწოდა ათანასე.
28 დეკემბერს სოფელ პატარძეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ბერი ათანასე (კარანაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ გვ. 12
ხელდასხმა
27 დეკემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდი ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვანი ათანასე (კარანაძე). მღვდელ-მონაზონი ათანასე ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
13 ივლისს სვეტიცხოვლის წმინდა თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში მრავალწლიანი ერთგული სამსახურისათვის მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი). ამავე დღეს ასევე დაჯილდოვდნენ: მიტრით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვახტანგ სარდლიშვილი; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (კარანაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი 2012წ გვ.8
დაჯილდოება
29 აპრილს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურები: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) და იღუმენი ათანასე (კარანაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახური, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოანე (ხელაია); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გაბრიელ გიგაური.