სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
მამუკა ორბელიანი თომას ძე 1800-71წწ გენერალ მაიორი დაბ. თბილისი მამუკა ორბელიანი თომას ძე 1800-71წწ გენერალ მაიორი დაბ. თბილისი

1800-1871 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ორბელიანი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

მამუკა ორბელიანი თომას ძე 1800-71წწ გენერალ მაიორი დაბ. თბილისი

ორბელიანი (ორბელიანოვი) მაკარ თომას ძე (1800-71), თავადი, გენერალ-მაიორი (1856), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1848), „წმ. ალექსანდრე ნეველის“ ორდენები და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის, 1837);


მამუკა (მაკარ) თომას ძე ორბელიანი (დ. 1800 ― გ. 10 ნოემბერი [ძვ. სტ. 29 ოქტომბერი] , 1871თბილისი) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. სამხედრო სამსახური დაიწყო ერევნის კარაბინერთა ლეგიონში (1816). 1822-იდან მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში, რუსეთ-ირანის 1826–1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828–1829 ომებში. თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხისა და აწყურის ბრძოლებში. ყირიმის ომი (1853–1856) დროს ჯერ ამიერკავკასიის ფრონტზე იბრძოდა (1853-იდან). ი. ორბელიანის რაზმში, 1855-იდან კი ყირიმის ფრონტზე, სადაც მეთაურობდა ჯერ პარტიზანთა, შემდეგ კი საგანგებო "მფრინავ რაზმს".



 მამუკა თამაზის ძე ორბელიანი (1801–1875). რუსულად იწოდება მაკარ ფომიჩად. თამაზ ორბელიანისა და ქეთევან ქობულაშვილის მეორე ვაჟი. დაიბადა 1801 წელს (თუმცა ეპიტაფია მისი სიონში უჩვენებს 1800 წელს). სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. სამსახური დაიწყო 1816 წ. ერევნის კარაბინერთა პოლკში.


 მამუკა ორბელიანი, პუპლიას თქმით, იყო „აჩქარებული ხასიათისა და ღვინოში ხომ კარგა ჭირვეული იყო, რომელსაც ყოველი... კაცი ერიდებოდა და რომელსაც იმისის ხასიათის გამო მომატებულს სახელს ბუილას (რუს. კამბეჩი) ეძახდნენ:.. მამუკა იყო ცნობილი მოჯირითე და სახელგანთქმული ვაჟკაცი. მის ვაჟკაცობაზე ლეგენდები ითხზვებოდა“.

 1829 წელს მონაწილეობდა მილიციაში გაწვევის წინააღმდეგობაში. იგი პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ გაამართლეს (აქტები,VIII). იგი გადადის სამოქალაქო სამსახურში–ელისავეტოპოლის (განჯის) მაზრის უფროსია. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მისი რეპუტაცია შეილახა. ამ დროისაა ცნობილი საქმე ფოსტის გაქურდვისა. ფოსტის გატაცებას ყაჩაღებს აბრალებდნენ, ხალხში კი გავრცელებული იყო ხმა, რომ ფოსტა თვით მამუკამ გაძარცვა და ყაჩაღებს გადააბრალა. პროცესი ამ საქმეზე დიდხანს გრძელდებოდა და დამთავრდა მამუკას თანამდებობიდან გათავისუფლებით და მისი არმიაში ჩარიცხვით.

 მამუკას ცოლად ჰყავდა გიორგი ერისთავისა (სენატორის) და გაიანე გიორგი XII-ის ასულის ქალი ქეთევანი (1808–1897). ჰყავდა მეტედ ლამაზი გარეგნობის ქალები: - ალექსანდრა (ლევან მელიქიშვილის–დაღესტნის ოლქის უფროსის მეუღლე), და ბარბარე (გუნიბის აღების გმირის–იოსებ დავითის ძე თარხან მოურავის მეუღლე). „ჩვენი სტუმარი იქნება დღეს მამუკას ქალი, ახლად გამოსული ინსტიტუტიდამ, სახით მშვენიერი, წელით–საროზე აღზრდილი. შე წყეულო ეს მაინც შეირთე“ – სწერს გრ. ორბელიანი დიმიტრი ჯორჯაძეს 1858 წ. 28. V- ს. „მამუკას ქალი ბაბო, მშვენიერი ბაბო, დაინიშნა ახლანდელის ყაზიყუმუხის ხანზე, ესე იგი იოსებ თარხანოვზე, შენ კი თვალი დაგიდგა“, – სწერს გრიგოლ მასვე 1859 წ, 16 II – ს „კვირაცხოვლობას მიწვეულნი ვართ ატენს მამუკას ქალის ქორწილში“. ამ ქორწილს ესწრებოდა მთავარმართ. ბარიატინსკი, ხოლო პატარძლის პაპამ – გიორგი სენატორმა გააკვირვა ყველა თავისი მოლხენით. მამუკას ვაჟებიდან დავითი ცნობილი იყო იმით, რომ პეტერბურგში სკანდალი მოახდინა მასკარადზე რეპინსკისთან, რისთვისაც გაასამართლეს (გარდაიცვალა 1875 წელს).

 მამუკა ძმაა დიმიტრი ორბელიანისა – მარშლისა და ცოლისძმა ლუარსაბ ორბელიანისა.

 გარდაიცვალა 1871 წ. დასაფლავებულია თბილისს სიონში

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9E%D1%80%D0%B1%D0%B5%D0%BB%D0%B8%D0%B0%D0%BD%D0%B8,_%D0%9C%D0%B0%D0%BA%D0%B0%D1%80_%D0%A4%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%87



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.02.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0