სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ვახტანგ ორბელიანი ვახტანგის ძე (1812-90) რუსეთის გენერალი კახეთი ვახტანგ ორბელიანი ვახტანგის ძე (1812-90) რუსეთის გენერალი კახეთი

1812-1890 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ორბელიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

51       ბეჭდვა

ვახტანგ ორბელიანი ვახტანგის ძე (1812-90) რუსეთის გენერალი კახეთი

ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (5 აპრილი 1812-29 სექტემბერი 90) 


თავადი, გენერალ-მაიორი (1860), ოქროს იარაღი (1854); ოფიციალური სახელი ვახტანგ ჯამბაკურ–ორბელიანი.  რუსეთ-თურქეთის, რუსეთ-ირანის და ყირიმის ომის მონაწილე; ირიცხებოდა კავკასიის ცალკეულ კორპუსში, აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა მესამე მარშალი (1839-1854)


ერეკლე II ასულის თეკლე ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელსა და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1830 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, რის გამოც კალუგაში გადაასახლეს. მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში. 1855 წელს ქართველ გრენადერთა პოლკის უფროსია. 1860 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ვ. ორბელიანი ქართული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის პოეტურ შემოქმედებას სათავე დაუდო სამშობლოდან გადასახლებით გამოწვეულმა ღრმა განცდებმა ("გამოსალმება” - 1834). ვ. ორბელიანი ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა 80-იანი წლებიდან. მისი პოეზიის ძირითადი თემა საქართველოს წარსულია.


დიდ ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანობაზე ("ჯვარი ვაზისა" - 1880), რამაც, მისი აზრით, საქართველო იხსნა; უკვდავი სული, რაც ქვეყნისა და ხალხის გადარჩენის საწინდარია ("იმედი" - 1888); სამშობლოს წარსული სიდიადე, მისი ულამაზესი ბუნება, ქართველი ხალხის შემოქმედების მაღალი ნიჭი გამოვლინდა ვ. ორბელიანის ლექსებში "კახეთს" - 1880;  "სამშობლო ქვეყნის პასუხი", 1883 და სხვ. საქართველოს აღდგენისა და გაძლიერების პერსპექტივას იგი ქრისტიანულ მოთმინებაში ეძიებდა, იმედი ჰქონდა წარსულის აღორძინებისა. მისი პოეტური მრწამსის გასათვალისწინებლად გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება პოეტის დაუმთავრებელ ლექსს "პოეტი" (1884), აშუღურ-ყარაჩოხულ პოეზიას - "მუხამბაზის კილოს". ვახტანგ ორბელიანის ლექსთა ნაწილი გამოიცა 1879 და 1881 წლებში. პირველი მნიშვნელოვანი კრებული - 1894 წელს.

ბიბლიოგრაფია

Орбелиани (Орбелиан, Орбельян) Вахтанг (Вахтан) Вахтангович, князь  (? – ?)
            генерал-майор с 30.08.1860


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.02.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0