თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
12 აპრილს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით -– ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (მიგინეიშვილი); მიტრით –- ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი სახოკია.
60 წლის ასაკში გარდაიცვალა შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახური, ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (მიგინეიშვილი). მამა მიქაელი თავისი სასულიერო მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში მსახურობდა, ბოლო 24 წლის განმავლობაში იგი ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. არქიმანდრიტ მიქაელი დაკრძალეს 2021 წლის 23 ნოემბერს ჯუმათის მამათა მონასტერში.