ურუშაძე ტაბითა მონაზონი, შემოქმედის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.67
აღკვეცა
7 აპრილს ჯიხეთის ყოვლადწმიდა სამების სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ოზურგეთის რეზიდენციაში არსებული დედათა მონასტრის მორჩილი თეოდორა ფოჩხუა და სახელად მარიამი უწოდა. იმავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი შორენა ფორჩხიძე (სახელად ემილია), მორჩილი სიდონია მიქაუტიძე (სახელად პარასკევა), მორჩილი ევგენია ურუშაძე (სახელად რიფსიმე) და მორჩილი შორენა დავითაშვილი (სახელად იოანა).
მონაზვნად აღკვეცა
22 მარტს ერკეთის წმინდა მიქაელისა და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის - დედათა მონასტერში შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის სამონაზვნეები: რიფსიმე ურუშაძე (სახელად ეწოდა ტაბითა), სამონაზვნე სოფიო დათებაშვილი (სახელად ეწოდა სარა) და ჯიხეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების - სახელობის დედათა მონასტრის სამონაზვნე იოანა დავითაშვილი (სახელად ეწოდა სოფიო).