ქაფიანიძე აბიათარი მღვდელ-მონაზვნად საპატრიარქოს უწყებანი 2007. - 1-7 თებერვალი.
ქაფიანიძე აბიათარი იღუმენი 2015წ, მდგომ.კურთხევა
17 სექტემბერს სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრი- არქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის ბერი აბიათარ ქაფიანიძე, ხოლო მღვდლად ყოვლადწმინდა სამების ტაძრის დიაკვანი კახაბერ გოგოტიშვილი. ბერ-დიაკონი აბიათარი ფერისცვალების მამათა მონასტერში იმსახურებს, ხოლო მღვდელი კახაბერი - თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში (ნაძა-
ლადევი).
საპატრიარქოს უწყებანი N3 1-7 თებერვალი 2007წ გვ. 7
ხელდასხმა
28 იანვარს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად ხელი დაასხა სამების ლავრის ბერ ამბროსის (მაღლაკელიძე), ხოლო ფერისცვალების მონასტრის ბერ-დიაკონ აბიათარს (ქაფიანიძე) მღვდელ-მონაზვნად.
საპატრიარქოს უწყებანი N19 27 მაისი-2ივნისი 2010წ გვ. 6
დაჯილდოვება
24 მაისს ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ ბარაბაძე. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური (საჯარო ბიბლიოთეკის უკან), მღვდელ-მონაზონი აბიათარი (ქაფიანიძე).
დაჯილდოება
16 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები. მცხეთა-თბილისის ეპარქია:
არქიმანდრიტის წოდებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი აბიათარი (ქაფიანიძე);
მიტრით –– თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ალექსანდრე მარკოზაშვილი;