ქებულაძე პავლე (დიაკვანი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2010. - 22 ივლისი - 4 აგვისტო. (მღვდელი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2010. - 2-8 დეკემბერი.
საპატრიარქოს უწყებანი N10 20-26მარტი 2008წ გვ. 6
აღკვეცა
15 მარტს ხევისა და სტეფანწმინდის ეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) ბერად აღკვეცა აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილები: ნიკოლოზ შომახია და უწოდა იოანე, ლუკა ქებულაძე — უწოდა პავლე და თევდორე ძნელაძე — უწოდა გიორგი.
საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი -4 აგვისტო 2010წ გვ. 7
ხელდასხმა
16 ივლისს გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ იოანეს (შომახია), ხოლო დიაკვნად აკურთხა ბერი პავლე (ქებულაძე). ამავე დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — სტეფანწმიდის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჭიჭინაძე); კარკუჩას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (აბაიშვილი). ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით – სნოს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ნინო (კუპრეიშვილი)
საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8დეკემბერი 2010წ გვ. 7
ხელდასხმა
21 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ პავლეს (ქებულაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N12 24-30მარტი 2011წ გვ.3
დაჯილდოება
20 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურს, მღვდელ-მონაზონ პავლეს (ქებულაძე). უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვაკურთხევით იღუმენი პავლე თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის (ხილიანის ქუჩა, ბავშვთა საავადმყოფო) წინამძღვრად დაინიშნა.
დაჯილდოება
16 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურნი:
ბოდბის ეპარქიის მღვდელმსახურებს, იღუმენ გრიგოლს (ქოჩიაშვილი) და იღუმენ პავლეს (ქებულაძე) მიანიჭა არქიმადრიტის წოდება და მიტრით დააჯილდოვა;