კახა ჩხეტია გოგის ძე დაიბადა 12 ნოემბერი 1970წელს ქალაქ გაგრაში. დაკარგულად ითვლებოდა 10 ივლისი 1993 წლიდან სოფელ შრომაში (სოხუმი) საბრძოლო მოქმედებებში. 10 ივლსს 1993 წელს დაიკარგა და 20 აგვისტოს მის მშობლებს გადმოსცეს ძვლები სადაც შეუძლებელი იყო მისი ამოცნობა, დაკრძალეს სოხუმში კურჩენკოს პარკში. 31 წლის წლის შემდეგ ის დნმ წითელმა ჯვარმა ამოიცნო. გადმოსვენებულია 28 მარტი 2024 წელს თბილისში დაკრძალულია თბილისში დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
კახა დაიბადა გაგრაში სწავლობდა გაგრის პირველ საშუალო სკოლაში, გაგრის აღების დროს ის სწავლობდა უკვე როსტოვში. ამ პერიოდში გაგრაში მას დაუხვრიტეს ბიძაშვილები მერაბი ჩხეტია
თენგო ჩხეტია და გია კუბლაშვილი რომელიც დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამ ფაქტის შემდეგ ის სწავლას ატოვებს როსტოვში და ჩამოდის სოხუმში საბრძოლველად, ეწერება გაგრის ბატალიონში, კახა იბრძოდა წინა ხაზზე მას ხელში ეჭირა ყუმბარმტყოცნი რპგ7.
კახა ჩხეტიას ბავშვობის ფოტო
მამა: გოგი ნიკოლოზის ძე ჩხეტია დაიბადა 28.05.1939 აბაშაში. გარდაიცვალა 2010 წელს, თბილისშია დაკრძალული.
მამა იბრძოდა გაგრის ბატალიონში.
დედა ვალენტინა მიხეილის ასული ძნელაძე, 27.09 1949 დაიდადა ქ. გაგრაში, გარდაიცვალა 2011 წელს დაკრძალულია თბილისში
კახა ჩხეტიას ბავშვობის ფოტო, გადაღებულია წაღვერში 1977 წელს.
მერაბ ჩხეტია 1969-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი
თენგიზ ჩხეტია 1976-92წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. გაგრა აფხაზეთი
იმავე საღამოს გარდაიცვალა მერაბი და თენგოს ბაბუა კოლია ჩხეტია
ინფორმაცია მოგვაწოდა ძმამ ნიკოლოზ ჩხეტია აფხაზეთის ომის 1992-93წწ ვეტერანი, ინვალიდი, საბრძოლო ჭრილობების გამო
მადლობა ლაშა გურამის ძე შალამბერიძეს
აფხაზეთიდან ჩამოასვენეს 28 მარტი 2024 წელს, 10 სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი სამხედრო და დასვენებულნი იყვნენ სამების საკათედრო ტაძარში წესი აუგო მამა ნაზარ ბასილაიამ.
1. ქორთიაშვილი ალექსი გივის ძე
2. ობოლაძე ბესიკ გენრის ძე
3. პაპაჩაშვილი გოჩა გურამის ძე
4. გაბელაია ბადრი ოთარის ძე
5. ხოშტარია შოთა ოთარის ძე
6. სირბილაძე ზაზა გივის ძე
7. ჩხეტია კახა გოგის ძე
8. შენგელია კოტე რაჟდენის ძე
9. ქერდიყოშვილი რამაზ ირაკლის ძე
10. მოსიძე ლუიზა ანდროს ასული
სამოქალაქო:
კენჭაძე ჟუჟუნა ივანეს ასული
ჩხეტიანი სოგრატი სამსონის ძე