სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ნიკოლოზ ბარათაშვილი ნიკოლოზის ძე 1865-1932 გენერალ ლეიტენანტი დაბ. ვლადიკავკაზი ნიკოლოზ ბარათაშვილი ნიკოლოზის ძე 1865-1932 გენერალ ლეიტენანტი დაბ. ვლადიკავკაზი

1865-1932 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ბარათაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

ნიკოლოზ ბარათაშვილი ნიკოლოზის ძე 1865-1932 გენერალ ლეიტენანტი დაბ. ვლადიკავკაზი

ბარათაშვილი (ბარატოვი) ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (1 თებერვალი 1865-1932), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1912), კავალერიის გენერალი (1917) 1917-18 რუსეთის საექსპედიციო კორპუსის სარდალი სპარსეთში, „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1916) და ორი ოქროს იარაღი; 


თავადი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარათოვი (ბარატოვი) დაიბადა 1865 წლის 1 თებერვალს ვლადიკავკაზში, პოლკოვნიკის ოჯახში. დაამთავრა ვლადიკავკაზის რეალური სასწავლებელი. სამხედრო სამსახურში ჩადგა 1882 წლის 1 სექტემბრიდან. კონსტანტინეს მე–2 სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ დაამთავრა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი (1885) და 1891 წელს ნიკოლოზის გენშტაბის აკადემია.

ნიკოლოზ ბარათოვის სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა: მსახურობდა მე–13 ქვეით დივიზიაში, ქართულ მე–14 გრენადერების პოლკში, 151–ე პიატიგორსკის ქვეით პოლკში, 1897–1900 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს სამხედრო მეცნიერებებში სტავროპოლის კაზაკთა სასწავლებელში. 1900 წლიდან პოლკოვნიკია. 1900 –1907 წლებში მეთაურობდა სუნჟენ– ვლადიკავკაზის  I პოლკს. მსახურობდა 65–ე ქვეით სარეზერვო ბრიგადაში. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და I მსოფლიო ომებში. 1905 წელს დაჯილდოვდა ოქროს იარაღით. 1906 წელს „სამხედრო წარჩინებისთვის“ მიენიჭა გენერალური შტაბის გენერალ–მაიორის წოდება. 1907–1912 წლებში მეთაურობდა კავკასიის II  საარმიო კორპუსის შტაბს. 1912 წლიდან  გენერალ–ლეიტენანტია. 1912–1915 წლებში  ხელმძღვანელობდა კავკასიის კაზაკთა პირველ დივიზიას და საარმიო ჯგუფს კავკასიის ფრონტზე. 1916 წლიდან კავკასიის პირველი კავალერიის კორპუსის მეთაური და სპარსეთში დისლოცირებული რუსული საიმპერიო არმიის ცალკეული საექსპედიციო კორპუსის სარდალია. 1918 წლიდან კი კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი უფროსი. გარკვეული დროის მანძილზე ცხოვრობდა ინდოეთში. 1918 წელს კავალერიის გენერლის წოდებით დაინიშნა გენერალ დენიკინის ხელმძღვანელობით მოქმედი მოხალისეთა არმიისა და სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლად ამიერკავკასიაში.


ნიკოლოზ ბარათოვის თბილისში ცხოვრების პერიოდთან დაკავშირებულია ქალაქის ერთ–ერთი ქუჩის ისტორია. 1919 წლის 13 სექტემბერს  ვერის დაღმართზე, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილს №20, რომლითაც რუსთაველისკენ მიდიოდნენ გენერალი ბარათოვი, გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე და პოლკოვნიკი სელიმ გეორგის ძე ალხავი, ორი ყუმბარა ესროლეს, რომელიც მანქანის ქვეშ გასკდა. ცხენოსანმა მცველებმა სროლა ატეხეს და ტერორისტი ადგილზე მოკლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლული თავდმსხმელი ბოლშევიკი არკადი ელბაქიძე იყო და მას საბჭოთა „ჩეკას“ მიერ დავალებული ჰქონდა საქართველოში დენიკინის პირადი წარმომდგენლის, გენერალ ბარათოვის ლიკვიდირება. ავტომობილში მსხდომთაგან ადგილზევე გარდაიცვალა პოლკოვნიკი ალხავი, მძღოლი ვასილ ჟუჟიაშვილი და გენერლის თანაშემწე შალვა სამათაძე, ოდიშელიძე მსუბუქად დაშავდა, ბარათოვი კი მძიმედ დაიჭრა. მოგვიანებით მას ფეხი მოკვეთეს. ელბაქიძის წარუმატებელი თავგანწირვა კი 8 წლის შემდეგ მამია ორახელაშვილმა გაიხსენა და 1927 წელს ვერის დაღმართს ელბაქიძის დაღმართი ეწოდა.

 

1920 წლის მარტ–აპრილში ნიკოლოზ ბარათოვს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა სამხრეთ რუსეთის მთავრობაში. 1920 წელს თეთრგვარდიელებს გაჰყვა  ემიგრაციაში. გენერალ ვრანგელის დავალებით დახმარებას უწევდა სამხედროებსა და ინვალიდებს. მან მიაღწია იმას, რომ ათასამდე ინვალიდმა იპოვა თავისი ადგილი სხვადასხვა ქვეყნის ინვალიდთა სახლებში. 1920– 1932 წლებში ბარათოვი იყო რუსეთის სამხედრო ინვალიდების ორგანიზაციის საზღვარგარეთის კავშირის თავმჯდომარე და ყოველთვიური სამხედრო მეცნიერული და ლიტერატურული გაზეთის „რუსი ინვალიდის“ (გამოდიოდა 1930 წლის თებერვლიდან) მთავარი რედაქტორი. 1931 წლიდან იგი კავკასიის ჯარების ოფიცერთა საზოგადოების თავმჯდომარე გახდა.

გენერალი ბარათოვი სამხედრო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ოქროს იარაღითა და წმინდა გიორგის IV–ხარისხის, წმინდა ანას I-II-III–ხარისხების, წმინდა ვლადიმერის IV-III– ხარისხის, წმინდა სტანისლავის III– ხარისხის,  სპარსეთის ლომისა და მზის  III–ხარისხის, ბუხარის ოქროს ვარსკვლავის  III–ხარისხის ორდენებით.

ნიკოლოზ ბარათოვი გარდაიცვალა პარიზში, 1932 წლის 22 მარტს. დაკრძალულია სენტ ჟენევიევ და ბუას რუსულ სასაფლაოზე.

წყარო:

1. ბეჟიტაშვილიგიორგინიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარატოვი (ბარათაშვილი) // ქართული ემგრაცია ევროპაში (1921-1953) / გ. ბეჟიტაშვილი. - თბ., 2012. - გვ.49–50.

2. ჯავახიშვილინიკოქართველი თეთრგვარდიელები : კავალერიის გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი (ბარათაშვილი) // შრომები თბილისის უნივერსიტეტი. - , 2003. - ტ. 349 . - გვ.165–166.

Баратов Николай Николаевич  (01.02.1865 – 22.03.1932)
            генерал-майор с 18.05.1906
            генерал-лейтенант с 26.11.1912
            генерал от кавалерии с 08.09.1917

3. https://ru.wikipedia.org/.../Баратов,_Никол.

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%91%D0%B0%D1%80%D0%B0%D1%82%D0%BE%D0%B2,_%D0%9D%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%B0%D0%B9_%D0%9D%D0%B8%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%B0%D0%B5%D0%B2%D0%B8%D1%87

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000278/



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 27.02.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0