სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10620

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ბოგდან (ბახჩო) ზაქარიას-ძე ქობულოვი (1904-1953) საბჭოთა გენერალი დაბ. თბილისი Амаяк Захарович Кобулов

1904-1953 წწ. გარდ. 49 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ქობულოვ სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ბოგდან (ბახჩო) ზაქარიას-ძე ქობულოვი (1904-1953) საბჭოთა გენერალი დაბ. თბილისი Амаяк Захарович Кобулов

ბოგდან (ბახჩო) ზაქარიას-ძე ქობულოვი (01 .03.1904-23.12.1953) გენერალ-პოლკოვნიკი (09.07.1945) დაიბადა ტფილისში, მკერავის ოჯახში. გენერალ ა.ქობულოვის უფროსი ძმაა.


Богда́н Заха́рович Кобу́лов (1 марта 1904ТифлисРоссийская империя — 23 декабря 1953МоскваСССР) — деятель советских спецслужб, один из активных организаторов сталинских репрессий (большого террора), генерал-полковник (1945, переаттестация с комиссара государственной безопасности 2-го ранга (1943)). Заместитель народного комиссара внутренних дел Грузинской ССР (1937—1938), НКВД СССР (1941—1943) и НКГБ (1941, 1943—1945), 1-й заместитель министра внутренних дел СССР (1953). Входил в ближайшее окружение Л. П. Берии.



დაამთავრა ტფილისის გიმნაზია 1922 წელს. 1921 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში, სასწავლო-საკადრო პოლკის რიგითად. 1921-1922 წლებში მსახურობდა კავალერიის 66-ე ბრიგადაში. მონაწილეობდა ტფილისის საქალაქო კომიტეტის, 26 კომისრების სახ. რაზმის შექმნაში, იყო რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1922 წლიდან მსახურობდა შინსახკომის სისტემაში. 1922-1923 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ საგანგებო კომისიაში. 1923-1924 წლებში მსახურობდა ახალციხის მაზრის საგანგებო კომისიის პოლიტბიუროს თანამშრომლად. 1924-1925 წლებში მსახურობდა საქართველოს საგანგებო კომისიის საინფორმაციო პუნქტის თანამშრომლად ქ.ბორჯომში. 1925 წელს მსახურობდა საგანგებო კომისიის, საინფორმაციო პუნქტის თანამშრომლად ქ.ახალქალაქში. 1926 წელს მსახურობდა საგანგებო კომისიის, საინფორმაციო პუნქტის თანამშრომლად დაბა მანგლისში. 1926 წლიდან მსახურობდა ამიერკავკასიის და საქართველოს გაერთიანებულ პოლიტიკურ სამმართველოებში. 1931 წლამდე მსახურობდა ამიერკავკასიის გაერთიანებული პოლიტიკურ სამმართველოს, საიდუმლო განყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად. 199 1931-1932 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, გაერთიანებული პოლიტიკური სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების 1-ი ქვეგანყოფილების უფროსად. 1932-1934 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ, გაერთიანებული პოლიტიკური სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსის თანაშემწედ. 1934-1935 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის ფედერაციის, შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს და საქართველოს სსრ შინსახკომის სამმართველოების თანამშრომლად. 1935 წელს იყო მივლინებული ირანში. 1935-1936 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის ფედერაციის, შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1936 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის ფედერაციის, შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს და საქართველოს სსრ შინსახკომის სამმართველოს ეკონომიკური განყოფილების უფროსად. 1937 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის თანაშემწედ. 1937-1938 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. 1938 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილედ და სსრკ შინსახკომის 1-ი სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსად. 1938 წლის 28 დეკემბერს მიენიჭა -,,სახელმწიფო უშიშროების მე-III რანგის კომისრის,, წოდება. 1938-1939 წლებში მსახურობდა სსრკ შინსახკომის, სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსად, შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ და შინსახკომის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. 1939-1941 წლებში მსახურობდა შინსახკომის, მთავარი ეკონომიკური სამმართველოს უფროსად. 1941 წელს დაინიშნა სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრის მოადგილედ. 1941-1943 წლებში მსახურობდა სსრკ შსს სახალხო კომისრის მოადგილედ. 200 1943 წლის 4 თებერვალს მიენიჭა-,,სახელმწიფო უშიშროების მე-II რანგის კომისრის,, წოდება. 1943-1945 წლებში მსახურობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრის 1-ლ მოადგილედ. 1946-1947 წლებში მსახურობდა სსრკ საგარეო ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული, საზღვარგარეთ (გერმანიაში), საბჭოთა ქონების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1947-1951 წლებში მსახურობდა მინისტრთა საბჭოსთან არსბული, საბჭოთა ქონების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ერთდროულად 1947- 1949 წლებში იყი, გერმანიაში საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის, მთავარი უფროსის მოადგილე, გერმანიაში საბჭოთა სააქციო საწარმოთა მოღვაწეობის საკითხებში. 1949 წლიდან იყო გერმანიაში საბჭოთა საკონტროლო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სააქციო საზოგადოებების საქმეებში. 1951-1953 წლებში მსახურობდა მინისტრთა საბჭოსთან არსბული, საბჭოთა ქონების მთავარი სამმართველოს უფროსის 1-ლ მოადგილედ. 1953 წლის მარტ-ივნისში მსახურობდა სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრის 1- ლ მოადგილედ. 1953 წლის 27 ივნისს დააპატიმრეს ძმასთან ერთად ,,ბერიას საქმესთან,, დაკავშირებით. 1953 წლის 23 დეკემბერს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა -,,დახვრეტა,, დახვრეტილია. არაა რეაბილიტირებული. დაჯილდოებული იყო საქართველოს სსრ ,,შრომის წითელი დროშის,, (1931), ,,ლენინის,, (1937,1946,1949), ,,წითელი დროშის,, (1940,1943,1944,1944,1951), ,,სუვოროვის,, I-ი ხარ.,(1944), ,,კუტუზოვის,, I-ი ხარ.,(1945), ,,სამამულო ომის,, I-ი ხარ., ,,შრომის წითელი დროშის,, (1948) ორდენებით. აგრეთვე ,,შინსახკომის საპატიო მუშაკის,,(1932) სამკერდე ნიშნით. 1948 წელს არჩეული იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

брат Амаяк Захарович Кобулов


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0