Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
ჯანჯღავა ვლადიმერ ნიკოლოზის ძე (1907-1982) შსს მინისტრი სოფ.გუბი ხონი იმერეთი

1030      

ჯანჯღავა ვლადიმერ ნიკოლოზის ძე (1907-1982) შსს მინისტრი სოფ.გუბი ხონი იმერეთი

ჯანჯღავა ვლადიმერ ნიკოლოზის ძე (1 ივნისი 1907-1982) შსს მინისტრი 07/04/1954-02/03/1958  გენერალ-მაიორი (1944), გენერალ-ლეიტენანტი (1953); დაბადების ადგილი: სოფელი გუბი, ხონის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის 26 კომისრის სახელობის სამხედრო სასწავლებელი 1931 წელს, გენშტაბის სამხედრო აკადემია 1948 წელს.

მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940), ბესარაბიის განთავისუფლებაში 1940 წელს. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს მოქმედ არმიაში იმყოფებოდა. მან თავისი დივიზიით 65-ე არმიის ჯარებს შორის პირველმა გადალახა მდინარეები: ნარვა, ვისლა და ოდერი. ომის შემდგომ წლებში მეთაურობდა მსროლელ კორპუსს. 1954-1958 წწ. იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს სსრ დოსააფის ცკ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენებით. სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1953).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.540

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1930-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • ღირსების ორდენი
  • კუტუზოვის II ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)
  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)