ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დერიუგინი (დ. 30 აპრილი, 1959, ქუთაისი, საქართველო) — ქართველი კალათბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1982). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1975–1985), „თბილისში“ (1991–1992), უნგრეთის მაფც-ში (1992–1993), თბილისის „ვითაში“ (1993–1994), თბილისის სდასუ-სა (1994–1995) და სლოვაკეთის „სლოვაკო ფარმაში“ (1995–1996). იყო სსრკ-ის (1978–1985) და საქართველოს (1995–1996) ნაკრები გუნდების წევრი. მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1980), მსოფლიოს (1982) და ევროპის (1981) ჩემპიონი, საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის მფლობელი (1978, 1979). 1993–1994 წლების სეზონის მიხედვით საქართველოს საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. ღირსების ორდენის კავალერი.
კალათბურთელი (ცენტრი)
1977-1986 - თბილისის დინამო
1991-1992 - თბილისის თბილისი
1992-1993 - მაფ (უნგრეთი)
1993-1994 - თბილისის ვითას
1994-1995 - თბილისის სდასუ
1995-1996 - სლოვაკოფარმა (სლოვაკეთი)
1978-1985 - სსრკ ნაკრები
1995-1996 - საქართველოს ნაკრები
ტიტულები:
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი - 1980 (მოსკოვი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1982
ევროპის ჩემპიონი - 1981
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1983
ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის - 1977
საკონტინენტთაშორისო თასი - 1977, 1979
საქართველოს ჩემპიონი - 1996
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1977
საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1993
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1982
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი - 1993
*-2019 წლის 30 აპრილს, ნიკოლოზ დერიუგინის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა საქართველოს ვეტერანთა ნაკრებს და საკალათბურთო კლუბ მოსკვას (რუსეთი) ვეტერანთა გუნდს შორის. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 80:67