სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
სოფიო კინწურაშვილი 1948წ. მხატვარი, წარმ. სენაკი სამეგრელო. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კინწურაშვილი სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

სოფიო კინწურაშვილი 1948წ. მხატვარი, წარმ. სენაკი სამეგრელო. დაბ. თბილისი.

სოფიო კინწურაშვილი (1948)



დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1972 წელს.

1974 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში; 1972-1988წწ. თანამშრომლობდა ჟურნალ "დილასთან", 1998 წლიდან დღემდე თანამშრომლობს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან. ბოლო წლების ძირითადი ნამუშევრებია: სერია "ყველა დროის საუკეთესო ქართული რომანი", 8 ტომის გაფორმება; უილიამ გოლდინგის "ბუზთა ბატონი", შოთა იათაშვილის "ფოტომამები", აგორა კრისტოფის "საერთო რვეული" და სხვ.


 2004 წლიდან თანამშრომლობს "კავკასიური სახლი"-ს გამომცემლობასთან - ძირითადი ნამუშევრებია: ნაირა გელაშვილის კრებულების "სარკის ნატეხები", "სერსო", "დრო, პური და ღვინო"-ს გაფორმება, "აკამუკის გზები” და "ტროლეიბუსი ასტარიონი"-ს ილუსტრირება და გაფორმება, ყურანის ქართული თარგმანის გაფორმება და დიზაინი და სხვ. ასევე თანამშრომლობს სხვა გამომცემლობებთან და ორგანზაციებთან. ნამუშევრები დაცულია: თბილისის სახელმწიფო ეროვნული გალერეა; პუშკინის სახელობის მუზეუმი(მოსკოვი, რუსეთი); ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი(ნიუ ჯერსი, აშშ); ქ. ნაპას არტ ცენტრის მუზეუმი(კალიფორნია, აშშ); მცირე ფორმების მუზეუმი CUT-DES-SARTS(Couvin)ბელგია); კანაგავას თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მუზეუმში(იაპონია); თანამედროვე გრაფიკული ხელოვნების მუზეუმი, ფრიდრიხშტადი, ნორვეგია; ნორტონ დოჯის კერძო კოლექცია(აშშ) და სხვ. კერძო კოლექციები.


წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 183;

          http://fundlibo.blogspot.com/2011/09/blog-post_5236.html


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გრაფიკული დიზაინის ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი (1997-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1974-)

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0