სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კახაბერ კინწურაშვილი 1966-1993წწ.  09/07/93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი. კახაბერ კინწურაშვილი 1966-1993წწ.  09/07/93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი. კახაბერ კინწურაშვილი 1966-1993წწ.  09/07/93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი. კახაბერ კინწურაშვილი 1966-1993წწ.  09/07/93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი.

1966-1993 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კინწურაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

318       ბეჭდვა

კახაბერ კინწურაშვილი 1966-1993წწ. 09/07/93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი.

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

კახაბერ კინწურაშვილი დაიბადა 1966 წლის 9 თებერვალს ქ.თბილისში.


დაამთავრა 115-ე საშუალო სკოლა. 13 წლისა იყო, როცა ახლადჩამოყალიბებულ აღმოსავლური ორთაბრძოლების ასოციაციის საწვრთნელ ჯგუფში ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ მონაწილეობა მიიღო იუნიორთა რესპუბლიკურ პირველობაზე კარატეში და პირველი ადგილი დაიკავა.

პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტის, საღამოს დასწრებულის I კურსის დახურვის შემდეგ

მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.


1991 წ. პოლონეთში კახამ აიღო ჯიუჯიცუს აკადემიის სერთიფიკატი. იგი იყო კარატეს სწავლების ინსტრუქტორი. დიდ ენერგიას ახმარდა ახალგაზრდობის აღზრდას. მიღებული ჰქონდა სიგელები, მადლობები და თასები.

1992 წლის აგვისტოში, როცა აფხაზეთის კონფლიქტი დაიწყო, ძალიან შეშფოთებული იყო. 27 აგვისტოს მითხრა: „დედა, მე ახლავე უნდა წავიდე, მერე გვიან იქნება.“ „შენ ძმათა შორის ომი არ გსურდა, ვერაფერს გახდი, გწყდებოდა გული. პირველი დადექ სადარაჯოზე და მით გამოთქვი ის სიყვარული.“ 31 აგვისტოს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში. იბრძოდა გაგრაში. თავისი თვალით ნახა ის ტრაგედია, რაც იქ დატრიალდა. სამი დღე და ღამე ორ თანამებრძოლთან ერთად ტყეში იყო. იქიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს. ასე სასწაულად გადაურჩა მაშინ სიკვდილს. მოსვენება დაკარგული ჰქონდა. 1993 წლის მარტის თვეში გამეპარა სახლიდან ჩვეულებრივი ტანსაცმლით, გზაში შემთხვევით ვხედავ, ჩემს შვილს სამხედრო ფორმა აცვია. ფერმა გადაჰკრა სახეზე, მომიახლოვდა და მითხრა: „დედა, არ ინერვიულო, ხომ ხედავ, გაგრიდან ცოცხალი ჩამოვედი, ოჩამჩირიდანაც მშვიდობით ჩამოვალ.“ „გავა დრო, შემდეგ სულ გაირკვევა, ვის ჭირდებოდა გათიშვა ერის. ვის ჭირდებოდა ძმათა სისხლისღვრა, ძმა რომ გაგვიხდა ძმისავე მტერი.“ კახაბერი იყო ძალიან თავმდაბალი, კეთილი,თბილი. ყველა ასაკის ადამიანთან იოლად პოულობდა საერთოს. უსაზღვროდ უყვარდა მეგობრები.

2 ივლისს, ტამიშის დესანტის გადმოსხმის დღეს, ხანმოკლე შვებულებით იყო ჩამოსული. ეს ამბავი რომ გაიგო, მითხრა: „დედა, ვერ დავიმალები, მე იქ მეგობრები მყავს, ვერ მივატოვებ.“ კახა მუდამ ჯვარს ატარებდა. 8 ივლისს დაკარგა და ბიჭებისთვის უთქვამს – ჯვარი დავკარგე, გული ცუდს მიგრძნობსო. თანამებრძოლებს უპასუხნიათ: მაშინ შენ აქ დარჩი, დაჭრილების გამოყვანაზე მოგვეხმარეო. არ დაუჯერა, წინა ხაზზე წავიდა და 9 ივლისს ტამიშთან გმირულად დაეცა. მეორე დღეს, დილით ადრე სახლში მყავდა, მაგრამ ხმას აღარ მცემდა... 27 გაზაფხული ლამაზად იცხოვრა, 9 ივლისს კი დაამთავრა...


გლდანში მე-6-ე მკრორაიონის მე-6-ე კორპუსთან მდებარეობს წყარო მემორიალი, რომელიც გააკეთა აფხაზეთში გარდაცვლილი მებრძოლის რამაზის მამამ. ავთანდილ როსტიაშვილმა. შვილის სკვდილის შემდეგ გლდანის საძმოს მეთაურს თორკიკე ქურდაძეს მიმართა თხოვნით თვითონაც ჩართულიყო საბრძოლო მოქმედებებში. 

ითანამშრომლა ძმამ თამაზ ქურდაძემ (ფოტოზე მარჯვნივ), შუაში უმცროსი ძმა კახაბერ ქურდაძე, ძმის შვილი კახაბერის მხრიდან, თორნიკე ქურდაძე



 ჰამლეტ აბაიშვილი 1964-05/11/92წწ გარდ. სოფ. მოქვი აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი

რამაზ როსტიაშვილი  1969-07/12/92წ გარდ. ლაბრა აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი

კახაბერ კინწურაშვილი 1966-09/07/93წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.07.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0