გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
აბაიშვილი ჰამლეტ კონსტანტინეს ძე. დაბადებული 1964 წლის 12 აპრილს თბილისში.
მოხალისეთა რაზმი “გლდანის საძმოს” წევრი.ცოლშვილიანი. იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებით. 1992 5 ნოემბერს ოჩამჩირეში მოქვის ჩაის ფაბრიკასთან შეტევის დროს აფეთქდა ნაღმზე სხვა თანამებრძოლებთან ერთად. დაკრძალულია მუხათგვერდის სამოქალაქო სასაფლაოზე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
გლდანში მე-6-ე მკრორაიონის მე-6-ე კორპუსთან მდებარეობს წყარო მემორიალი, რომელიც გააკეთა აფხაზეთში გარდაცვლილი მებრძოლის რამაზის მამამ. ავთანდილ როსტიაშვილმა. შვილის სკვდილის შემდეგ გლდანის საძმოს მეთაურს თორკიკე ქურდაძეს მიმართა თხოვნით თვითონაც ჩართულიყო საბრძოლო მოქმედებებში.
ითანამშრომლა ძმამ თამაზ ქურდაძემ (ფოტოზე მარჯვნივ), შუაში უმცროსი ძმა კახაბერ ქურდაძე, ძმის შვილი კახაბერის მხრიდან, თორნიკე ქურდაძე
ჰამლეტ აბაიშვილი 1964-05/11/92წწ გარდ. სოფ. მოქვი აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი
რამაზ როსტიაშვილი 1969-07/12/92წ გარდ. ლაბრა აფხაზეთი მხედრიონი, გლდანის საძმო დაბ. თბილისი