სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ნიკო კეცხოველი 1897-1982წწ აკადემიკოსი ბიოლოგია დაბ. სოფ. ტყვიავი, გორი, ქართლი

1897-1982 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კეცხოველი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

ნიკო კეცხოველი 1897-1982წწ აკადემიკოსი ბიოლოგია დაბ. სოფ. ტყვიავი, გორი, ქართლი

ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე კეცხოველი (დ. 26 დეკემბერი1897, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი1982თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.



ნიკო კეცხოველი (1897-1982) დაიბადა გორის რაიონის სოფელ ტყვიავში. 1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, ამავე კათედრის პედაგოგი. 1933 წლიდან გარდაცვალებამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა კათედრას. 1945-52 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო 1963 წლიდან გარდაცვალებამდე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1917 წელს ნიკო კეცხოველის უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია და წლების მანძილზე იყო მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921–1924 წლებში იყო ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის არალეგალური მთავარი კომიტეტის წევრი და "დამკომი"–ს წევრი ახალგაზრდა ეროვნულ–დემოკრატთა ორგანიზაციიდან. 1921 და 1923 წლებში იყო დაპატიმრებული. 1924 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ ჩამოცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. ნიკო კეცხოველის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მისი აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. ავტორია მრავალი ლიტერატურული ნარკვევის, ნოველის და მოთხრობისა. ბოტანიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. მიღებული აქვს სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის მცირე ოქროს მედალი (1939), საკავშირო საზოგადოების "ცოდნის" პრემია (1975) და სხვ.

წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე.-თბ.,1994.-გვ.215


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)



ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1979 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1975 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია
  • 1974 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1970 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • 1960 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
    პუბლიცისტური მოღვაწეობისათვის
  • 1945 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი (3 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0