სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
აივენგო ჭელიძე 1941წ. მხატვარი. დაბ. ონი, რაჭა.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჭელიძე სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

აივენგო ჭელიძე 1941წ. მხატვარი. დაბ. ონი, რაჭა.

აივენგო ჭელიძე 3 იანვარი 1941  დაბადების ადგილი: ქ. ონი.


დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა 1958 წელს.

1958-1962წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მხატვრის ასისტენტად, მხატვარ-შემსრულებლად; 1962-1968წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორატიულ განყოფილებაზე. 1968 წლიდან რუსთავის თეატრის მხატვარია, ხოლო 1970 წლიდან ამავე თეატრის მთავარი მხატვარი; 1981 წლიდან პარალელურად ს. ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარია. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: რუსთავის თეატრში: შ. დადიანის "გუშინდელნი", "გვირგვლიანების ოჯახი", მოლიერის "ძუნწი", ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" და "ტყვეთა ტყვე", ვ. კოროსტილიოვის "ფიროსმანი", რ. როლანის "მგლები",


რ. თაბუკაშვილის "რას იტყვის ხალხი", "დაბადება", გ. ხუხაშვილის "და შენდება ქალაქი", ნ. გოგოლის "რევიზორი", რ. ერისთავის "ვოდევილები", ჰ. ბერგერის "წარღვნა" და სხვა; მარჯანიშვილის თეატრში: ი. გარუჩავას და პ. ხატიანოვსკის "შენი მიწა"; ქუთაისის თეატრში: ვ. სობკოს "შორეული ფანჯრები", ვ. დარასელის "კიკვიძე", კ. ბუაჩიძის "პლატონი"; მესხეთის თეატრში: ი. დრუცეს "წმინდათა წმინდა", მინიატურების თატრში: ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?! გორის თეატრში: ა. სოფრონოვის "ცემესის ყურე", ვ. შუკშინის "ენერგიული ადამიანები"; მოსკოვის ა. პუშკინის სახელობის თეატრში: ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონი"; ს. ახმეტელის სახელობის თეატრში: ვს. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია", ვაჟა-ფშაველას "მთანი მაღალნი", ი. იოსელიანის "ყრუ ღმერთები", "გამოქვაბული", ი. ვაკელის "აპრაკუნე", გ. ნახუცრიშვილის "კომბლე", "ჭინჭრაქა", გ. ბათიაშვილის "1832 წელი", მოლიერის "ძალად ექიმი", შექსპირის "რომაელები", ი. ორკენის "ტოოტების ოჯახი", ა. აბდულინის "უკანასკნელი პატრიარქი", ედუარდო დე ფილიპოს "აჩრდილები", ი. ჭავჭავაძის "ბაზალეთის ტბის ძირას", ა. ლინდგრენის "ბიჭუნა და კარლსონი", ი. სამსონაძის "შუაღამისას", თ. ბაძაღუას "ფარდის დაშვებამდე", ლ. თაბუკაშვილის "ტაძარი", ზ. სამადაშვილის "კარს იქით", ს. სალუქვაძის "სიმარტოვე". ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მხატვარი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.5; ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პორტალი: www.mozardi.ge


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0