გოჩა ჭელიძე ოთარის ძე 1969- 22 სექტემბერი 1993წწ დაკარგ. ბაბუშერა, აფხაზეთი
გოჩა ოთარის ძე ჭელიძე 1969წ.17 მაისს დაიბადა გარდაბნის რაიონ სოფ. ახალსოფელში.
მრავალშვილიანი ოჯახი სოფ. სააკაძეში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და გოჩაც ამავე სოფლის სკოლაში შეიყვანეს.
რვა კლასის დასრულების შემდეგ არდადეგებზე გოჩამ სააკაძის ქურქ-ბეწვეულის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა.
სამხედრო სავალდებულო სამსახური ლენინაკანში მოიხადა.
აფხაზეთში მეგობართან მამუკა გოგალაძესთან ერთად მოხალისედ წავიდა. 1993 წ სექტემბერი იყო, სამწუხაროდ ის თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში ვერ დაჯდა.
სეპარატისტებმა ააფეთქეს. წითელი ჯვრის დახმარებით, წლების შემდეგ მოხერხდა თვითმფრინავის ბიჭების გადმოსვენება.
გოჩა და მამუკა დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული სხვა მებრძოლებთან ერთად .

მიხვდება რომ ველოდები
ვუძღვნი გოჩა ჭელიძეს
ენკენის თვე იდგა, ჰაერში მსუყე შემოდგომის სუნი ტრიალებდა, მაგრამ ბავშვების გარდა, ეს შემოდგომა არავის უხაროდა, რადგან დედასამშობლო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული...
არავის უხაროდა არც შემოდგომა და არც ეს ლამაზი პალიტრა, რასაც უფალი გულუხვად გვჩუქნის, ომის თუ მშვიდონიანობის დროს.
ახალგათენებული იყო, როდესაც უცხო მანქანა მოადგა ჭელიძეების ჭიშკარს.
ეზოში მოფუსფუსე ვაჟმა, სტუმარს ხელით ანიშნა_ მობრძანდიო და შესაგებებლად გაეშურა.
ხელის ჩამორთმევისთანავე მოსულმა დამხვდურს მიაგება:
-ყველაფერი ვიშოვე გოჩა, ასე რომ ხვალ მივემგზავრებით!
- მეც სრული ,,აღკაზმულობა" შევაგროვე, სულ სათითაოდ მოვაგროვე ყველაფერი, შარვალი, ფეხსაცმელი, ქამარი...
მოკლედ დღეს ღვთისმშობლობაა, მოდი მარტყოფის ღვთაება მოვილოცოთ, მერე კი მეგობარები მოვინახულოთ, პური ვჭამოთ!
ბიჭებმა ერთმანეთს გაუღიმეს და უსიტყვოდ ჩასხდნენ მანქანაში, გზად მეგობრებს გაუარეს, გოჩა ღიმილით მიესალმა :
- ბიჭებო, ხვალ ომში მივდივართ, შუადღის შემდეგ შევიკრიბოთ, გზა დაგვილოცეთ!
სახლში დაბრუნებულ ვაჟს დედა ცრემლმორეული დახვდა, ვაჟი ღიღინით მიუახლოვდა დედას მოეხვია და მოეფერა:
-ცრემლი არ დამანახო დედი!
- ნეტავ რა მაცრემლებს, განა ჩემი შვილი ომში მიდის?!
- რა ვუყოთ დედი, სამშობლოს უჭირს, ახლა ვისაც ოჯახი და სამშობლო უყვარს, ყველა იქ უნდა ვიყოთ, ახლა სახლში ჯდომა, ღალატის ტოლფასია!
- გავიგე შვილო, განა არ მესმის, განა მე კი არ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ხუთი შვილი გავუზარდე ქვეყანას, მაგრამ გული საგულეს არ მაქვს.
- სულ ცოტაც და მალე დამთავრდება ეს წყეული ომი, უნდა წავიდე, სიტყვას გაძლევ ორ კვირაში აუცილებლად დავბრუნდები...
მეორე დღეს, სისხამ დილით, ჭიშკრამდე გააცილეს ცოლ-ქმარმა მეგობრები... მიდიოდნენ და უკან დარჩენილი ქალის ლოცვა მიჰყვებოდათ...
სიტყვა გატეხა ვაჟმა, მისი სამშობლოს სიყვარულით ანთებული გული ბაბუშერას მიდამოებში აფეთქებულ თვითმფრინავში ჩაიფერფლა...
მამამ დიდხანს ვერ გაუძლო უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილზე დარდს, დედა კი...
დედა თითქმის ორი ათეული წელი ელოდა, მობინდდებოდა თუ არა სახლში ყველგან ნათურებს აანთებდა, თან თავისმართლებასავით იტყოდა:
გოჩა რომ დაბრუნდება, შორიდანვე შენიშნავს სინათლეს, მიხვდება რომ ველოდები!..