სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
სიმონ ახალმოწამე მჭედლიძე 1886-1924წწ  სასულიერო პირი, წმინდანი დაბ. სოფ. სვირი ზესტაფონი იმერეთი სიმონ ახალმოწამე მჭედლიძე 1886-1924წწ  სასულიერო პირი, წმინდანი დაბ. სოფ. სვირი ზესტაფონი იმერეთი

1886-1924 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი მჭედლიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

497       ბეჭდვა

სიმონ ახალმოწამე მჭედლიძე 1886-1924წწ სასულიერო პირი, წმინდანი დაბ. სოფ. სვირი ზესტაფონი იმერეთი

სიმონ მჭედლიძე (დ. 1886, სოფ. სვირი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი1924ქუთაისი) — ქართველი სასულიერო მოღვაწე.


დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სტავროპოლის სასულიერო აკადემია, შემდეგ ასწავლიდა ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში. 1891 წელს ქუთაისში გახსნა კერძო პანსიონი, პროგიმნაზია. 1894 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, იმავე წელს — მღვდლად. 1902 წლიდან იყო სვირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 1901 წელს დაინიშნა იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად, 1902 წელს — იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლების ადგილობრივი პედაგოგების კურსების სანიმუშო სკოლის ხელმძღვანელად, 1905 წელს — იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრად და, ამავე დროს, იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად. ამავე პერიოდში იყო საგამომცემლო კომისიის თავმჯდომარე; იყო რედაქტორ-გამომცემელი ყოველკვირეული გაზეთისა „შინაური საქმეები“ (1908-1916);


დამაარსებელი და რედაქტორი ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებულისა „განთიადი“ (1913-1915). თავის თანამოაზრეებთან ერთად დააარსა სტამბა „იმერეთის სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა“, რომლის მიზანი იყო სასულიერო წიგნების გამოცემა. 1918 წელს დააარსა საშუალო სკოლა სოფელ ლაშეში, რომელიც დღესაც მოქმედია.


1924 წლის რეპრესიების დროს სიმონ მჭედლიძე მიტროპოლიტ ნაზართან და სხვა სამღვდელო პირებთან ერთად დახვრიტეს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისის ახლოს, საფიჩხიის ტყეში. 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა მოწამედ შერაცხა.



წიგნი წმიდა ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე

წმინდა მღვდელმოწამენი – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი და სამღვდელო კრებული

ტროპარი: რომელთა მრავალნი წყლულებანი დაითმინენით და უკანასკნელ მოიკლვენით ქრისტესთუს, წმიდანო ახალმოწამენო ქართველთა ერისანო –

ნაზარი, გერმანე, იეროთეომზ, სვიმონ, ბესარიონ და ყოველნო უკანსკნელსა ქამსა მოწყვედილნო უღმრთოთაგან, ჩუენთვსცა ევედრენით უფალსა, ნეტარნო, რაითა მშვიდობა ჰყოს სამწყსოისა და ერისა ქრისტეანეთასა, რამეთუ გაქუსთ კადნიერებაი წინაშე ღმრთისა.

კონდაკი: მკნესა მოწამესა ნაზარის და სულიერთა ძმათა მისთა და მათთანა ახალმოწამეთა პატივს-ვსცემდეთ, ვითარცა ახალნერგთა ზეთისხილისათა, რამეთუ ნეტარ არს მიწაი იგი, რომელი განიპოხა სისხლითა მათითა, და წმიდა– სამარხნი იგი, რომელთა შეიწყნარნეს გუამნი მათნი: ამისთვისცა გამოსჩნდეს

ერისა ჩუენისა სიქადულად.

ივირონის ღმრთისმშობლის ხატის ასლი, გამოგზავნილი ათონის მთიდან მღვდელ სიმონ მჭედლიძის ოჯახისათვის წარწერით:

„ეგზავნების ხატი ესე მამა სვიმონ მჭედლიძეს კურთხევითა...“


წმიდა ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე

წიგნი გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და გამოკვლევა დაურთო დამანა მელიქიშვილმა

თბილისი 2017


იბეჭდება სხალთის მთავარეპისკოპოსის – სპირიდონის ლოცვა-კურთხევით

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტი


რედაქტორ-გამომცემელი: დამანა მელიქიშვილი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ტექნიკური რედაქტორი: ალეკო ჯიქურიძე

დ სხალთის ეპარქია, 2017

C დამანა მელიქიშვილი, 2017 158M 978-9941-0-9932-8


დაიბეჭდა და აიკინძა სტამბა სეზანში

სარჩევი

წინასიტყეაობის მაგიერ 5

ამონაწერი დაკითხეის ოქმიდან 18

მღედღელმოწამე სიმონის წარმომაელობა, ცხოვრება დღა მოღვაწეობა ........ 23

მღდეელმოწამე სიმონ მჭედლიძის საზოგადოებრიქჭი, საგამომსემლო-

ლიტერატურული ლდა სასულიერო-კედაგოგოური მოლვაწეობა.....................-........- 33

ღასაელეთის ეპარქიის სარწმუნოებრიე-ზნეობრიეი და საზოაღოებრივი

გაზეთი ,,შინაური საქმეები“ და „იმერეთის სარწმუნოებრიე-განმანათლებელი

ძმობა წმიდისა გიორგისა“ 37

მღეღელმოწამე სიმონ მჭედლიძის სტატიები გაგეთ „შინაურ საქმეების“

უურცლებგე 69

ქადაგებები, სიტყვები, წერილები სტატიები საპირბოტორო საკითხებზე.......... 131

წერილები თედო ქორლანიას 157

მღვდელ სიმონ მჰედლიძის 1907-I9I4 წლებში გამოსემული წიგნები.............. 165

ქრისტიანობა ბებელის ლაბორატორიაში ..............აააინინინტმტენენიენტუტეტტრგეტერარჩეტეენიტლნორიბრრტთიი 170

სინამდეილე სახარებისა 202

წმ. მღედელმოწამე სიმონ მჭედლიძის ნაშრომების პუბლიკაციები......-.-...-–.--- 253

მოგონებები 256

მღედელმოწამე სეიმონ მპეღლიძის გენეალობია...................-...........ა-აიათაარითითთოლია 295

საოჯახო ალბომი 297


წინასიტყვაობის მაგიერ

წმ. მღვღელმოწამე სიმონ მჭედლიძის ცხოერებისა და მოღეაწეობისათეის თეალის მიდეენება ჟურნალ-გაზეთებში პუბლიკაციებისა და იმ ნაშრომების მიხედვითშეიძლება, რომლებიც თითქმის ბოლო დრომდე აკრძალული ლიტერატურის ფონდებში ინახებოდა– არქიეებისა ღა ბიბლიოთეკების სარდაფებში. ხოლო,რაც კი ოჯახში დარჩათ, მთელი მისი ნამოღვაწარი

(წიგნები, შრომები, სტატიები, ხელნაწერები, გაზეთ. „შინაური საქმეებისა“ და ჟურნალ „განთიადის“ კომპლექტები) განადგურდა: მისი დახერეტის შემდეგ ყეელაფერი გადამალეს სიმონ მჭედლიძის მამიდაშვილის – კოტე ფოცხეერაშვილის სიმამრის, მელიტონ კელენჯერიძის, სახლის სხეენზე,

რომელიც დაიწეა. ასე რომ, ღვთისაგან ნაბოძები ის „ტალანტი“, რომლის გაერცელება-გამრავლება წარმოადგენდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სასიცოცხლო მიზანს და, რომლსაც მან მთელი თავისი შეგნებული ცხოერება მიუძღენა (და ეს იყო ქართული საზოგადოების ქრისტიანული ზნეობის საფუძეელზე აღზრდა) ათეული წლების განმავლობაში ქართვე-

ლებისათვის დამარსული და აკრძალელი იყო.

I995 წელს, როდესაც პირველად გამოიცა წმ. მღედელმოწამე სიმონ მჭედლიძის ნაშრომების არასრული კრებული, წიგნის ანოტაციაში აღვნიშნაედით, რომ 1903 წლის აპრილში, დღასაელეთ საქართველოს ეპარქიის დედაქალაქ ქუთაისში, სადაც იმ დროს დუღდა კულტურულ-ლიტერატურული

ცხოვრება, გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ხელდასხმული მღედელი, სიმონ მჭედლიძე, აარსებს სარწმუნოებრივ-ზნეობრიე-საზოგადოებრივ გაზეთს "შინაური საქმეები“, შემდეგ კი „იმერეთის სარწმუნოებრიე-განმანათლებელ ძმობას“, რომლის სტამბაში, გარდა ამ გაზეთისა, იბეჭდებოდა განმანათლებლური, ქრისტიანული აპოლოგეტური და პოლემიკური ხასიათის

ლიტერატურა, წიგნები და სახელმძღვანელოები... ამ პუბლიკაციების დანიშნულება იყო სარწმუნოების აღდგენა და ქრისტიანობის განმტკიცება სასტიკად მოძალებული ათეისტური იდეოლოგიითა და მოძღერებებით გზააბნეულ ერში... ვფიქრობდი, რომ გაზეთის დამაარსებლისა და რედაქტორის,


05


მღვდელ სიმონ მჭედლიძის პუბლიკაციები, რომლებშიც მაშინდელ, 90-იანი წლების მკითხველებს უთუოდ ბეერი რამ ენიშნებოდათ და დააფიქრებდათ იმ წარსულიდან. ეს სტატიები დღეეანდელობასაც ესმაურებიან და ბევრ კითხვას სცემენ პასუხს... მაშინ, 20 წლის წინ, მე-20 საუკუნის დასასრულს,

ეწერდი: „იქნება ახლა. საუკუნის დასასრულს მაინც შევისმინოთ რწმენისა და ერისათეის თავდადებული და წამებული ჭეშმარიტი მოძღერის შეგონებანი, რომლებსაც, სამწუხაროდ, საუკუნის დასაწყისში ყური არ მიუგდო ერმაო...“ მაგრამ, სამწუხაროდ, საუკუნის დასასრულმაც არ გაგეიმართლა... იქნებ ახლა მაინც, უკვეე მეორე ათასწლეულის, 21-ე საუკუნის დასაწ-

ყისში. მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის შეგონებები და გაურთხილებები მისწვდეს ერისა და მისი მესვეურების არა მხოლოდ ყურს, არამედ გულსაცა და გონებასაც... რედაქტორი 1995-2015 არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო!

„რუის-ურბნისის ძეგლისწერა“

საქართველოს ისტორიამ ქრისტიანული რჯულისთეის წამებული არაერთი სახელი შემოგეინახა. ღეთის განგებით გამორჩეული ეს მოწამენი სწორედ ისეთ დროს მოევლინებოდნენ ხოლმე ერს, როდესაც იგი სულიერ შეჭირეებას განიცდიდა და დაცემის გზაზე იდგა, როდესაც ამა თუ იმ დროის საჭეთმპყრობელნი „მრავალთა აცდუნებდნენ და გარღასდრეკდნენ

გზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებისა ქრისტეს სახარებისასა: ზოგს – მძლავრებით, ზოგს შეტყუვილით, რომელთამე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელთამე მზაკუვარებით, მანქაჩებითა მით საცთურებისაითა'... სწორედ„ესევითარსა ჟამსა შინა“ გამოჩნდებოდნენ ხოლმე ახოვნად წმიდა მოწამენი, რომელთა თავგანწირეა სულიერად განამტკიცებდა და განაცხოველებდა „მძლავრებასა ქუეშე დამონებულ, სიგლახაკითა შეკრულ, ხარესა ქუეშე

გუემულს, შიშით განლეულსა” და ძლიერ ქართაგან ლერწამივით მერყევ ერს...

ჩეენ ვიცით იმათი სახელები – არაბთა მონღოლთა, სპარსთა თუ თურქთა ბატონობის ხანაში წამებულთა... მაგრამ, სამწუხაროდ, არ ეიცოდით სახელები ჩვენი დროის ახალმოწამეებისა, რომელთა მოწამებრიე აღსასრულს ერთი თაობის მანძილი თუ გვაშორებს. ამ ღირსი მამების ღვაწლის, ეკლესიასა და სამშობლოს წინაშე მოხდილი ეალის მოხსენიება კი გემართებს არა

იმდენად მათთვის სათანადო პატივის მისაგებად, რასაც მათი ქრისტიანული თავმდაბლობა სრულიად გამორიცხავდა, არამედ უფრო ჩვენი რწმენადაკარგული და ცოდეებით დამძიმებული საზოგადოების, ჩეენი მშფოთეარე და გზააბნეული ახალგაზრდობის სულის გასაცხოველებლად და აღსაზრდელად...

იმ თაობის ზოგმა ცნობილმა მოღვაწემ რწმენის უარყოფის, კონფორმიზმისა და კომპრომისების გზით (რაც მათთეის, ალბათ, არანაკლებ მძიმე ჯვარი იყო) სიცოცხლე შეინარჩუნა და ამ ქვეყნად დამსახურებული პატივიც მოიპოვა გაწეული ღვაწლისათვის, რადგანაც დიდი მეცნიერული მემკეიდრეობა დატოვა, რომელზედაც თაობები აღიზარდნენ და აღიზრდებიან.


07


ჩვენ, ამგვარი კომპრომისების მაგალითზე გაზრდილებმა, სამწუხაროდ, არაფერი ვიცოდით იმათზე, ვინც სხეა გზა – რწმენისათვის მოწამებრივი სიკედილის გზა გაიარა. იმათზე, რომელთაც არა მარტო სიცოცსლე გასწირეს, არამედ ის შესაძლებლობანიც და მომავალი დიდი საქმენიც, წინ რომელოდათ. რომელთა გასაკეთებლადაც ძალი და ნიჭი შესწევდათ...

სამწუხაროდ, ქართველმა ერმა დღემდე ვერ შეიცნო და ვერ გაიაზრა მათი მოწამებრივი აღსასრულის მნიშენელობა: ერთი იმიტომ, რომ ეს მხარე მისთეის დიდხანს, წლების მანძილზე დაფარული იყო და საიდუმლოებით მოცული, მეორეც – ამ გზის მნიშვნელობის გაცნობიერებას დრო და მანძილი სჭირდებოდა...

და ეს მაშინ, როდესაც სწორედ ამ მოწამებრიეი გზის მნიშენელობის გაცნობიერებაა ერის სულიერი და ზნეობრიეი გადარჩენისა და ხსნის ერთადერთი სწორი ორიენტირი. ეს ორიენტირი კი დაიკარგა ჩეენი ბოლოდროინდელი ისტორიის მანძილზე და სწორედ ამან მიიყეანა ჩეენი საზოგადოება ზნეობრივ დაცემამდე. მაგრამ ეს ზნეობრივი დაღმასელა მხოლოდ საბჭოთა

კავშირის 70-წლიანი ისტორიის მანძილზე არ მომხდარა... უფრო შორს რომ არ წავიდეთX,X საუკუნის დასაწყისში ათეიბმით დაავადებული ქართეელი საზოგადოების სულიერი მდგომარეობის წარმოსადგენად 1907 წელს ილია ჭავჭავაძის საზარელი მკელელობის ფაქტიც კმარა.

და შემთხვევითი არ არის, რომ ილიას მკელელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1908 წლის აპრილში, გაბრიელ ეპისკოპოსისაგან ხელდასხმული მღვდელი, სიმონ მჭედლიძე, ქუთაისში, სადაც მაშინ დუღდა კულტურულ- ლიტერატურული ცხოერება, აარსებს ,სარწმუნოებრიე-ზნეობრივ-საზოგადოებრიე“ გაზეთს, რომელიც აგრძელებს ილიას გზას და მიზნად ისახაეს

რწმენადაკარგული, დაბნეული და პარტიებად დაქსაქსული საზოგადოების სულიერსა და ზნეობრივს აღზრდას, ქართველთაგან თითქმის მივიწყებული და უგულვებელყოფილი ქრისტეს სჯულისა და მცნებების, ქრისტიანული ზნეობის კეალად-გებასა და აღდგინებას. არც ის არის შემთხეევითი, რომ ამ გაზეთის რედაქტორი,მღვდელი სიმონ მჭედლიძე, დახერიტეს ილიას მკელე-

ლობიდან 17 წლის შემდეგ მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავასთან და სამღვდელო კრებულთან ერთად... ესენი იყვნენ: დეკანოზები – გერმანე ჯაჯანიძე

და იეროთეოზ ნიკოლაძე, პროტოდიაკვანი– ბესარიონ კუხიანიძე... საქართველოს სახელმწიფო უშიშროების არქიეში მოძიებულ ,სრულიად საიდუმლო“ მასალების მიხედვით შეიძლება აღვადგინოთ ამ წმინდა მღვდელმოწმეთა ამქვეყნიური ცხოერების უკანასკნელი დღეები...

ნაზარი მიტროპოლიტს ბრალად ედებოდა საეკლესიო განძეულობის გადამალვა და გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი მიმართვაში მონაწილეობა. 


08


ჯერ დახერეტა პატიმრობით შეუცვალეს, მაგრამ, ამნისტიის საფუძეელზე, ორი წლის შემდეგ, 1924 წლის აპრილში გაათავისუფლეს ციხიდან. იგი დაუბრუნდა თავის ეპარქიას, მაგრამ არ შეუშეეს სამიტროპო-

ლიტო რეზიდენციაში და მღედელმთავარი იძულებული გახდა თაეისი ძმის ოჯახში შეეფარებინა თავი... უღრტეინველად ატარებღა მიტროპოლიტი ნაზარი თავის მძიმე ჯეარს – ბეერ ლანძღეასა და დამცირებას იტანდა ახალგაზრდა კომკავშირლებისა და ურწმუნო მოხელეთაგან... ერთხელ, ბზობის

დღესასწაულზე, მიტროპოლიტი ბაეშეებთან ერთად ანთებული სანთლებით ეკლესიის ეზოდან რომ გამოდიოდა, კომკავშირლები ყეირილითა და ლანძღვა-გინებით მისცვივდნენ მას. მიტროპოლიტს დინჯად გაუგრძელებია გზა და სინანულით უთქვამს: „შეუნდოს ღმერთმა, რამეთუ არა იციან, რასა იქმანო“, მიუხედავად შევიწროებისა, მწყემსმთავარი დაუცხრომე-

ლად იღწეოდა თავის ეპარქიაში. როგორც მისი პირველი გასამართლების დაკითხვის ოქმებიდან ირკეეეა, იგი ხშირად ჩამოივლიდა ხოლმე თავისი ეპარქიის სოფლებში, შეკრებილ მრევლს უქადაგებდა საღმრთო წერილს, ესაუბრებოდა სიკეთესა და სათნოებაზე, აძლეედა ზნეობრიე დარიგებებს, მოძღერაედა, რათა მტკიცედ მდგარიყენენ ქრისტეს რწმენაზე. იგი ხშირად

გამოდიოდა ქრისტიანული რწმენისა და ეეკლსიის დასაცავად, ხელყოფისაგან იცაედა საეკლესიო ქონებას... ყოველივე ეს საკმარისი იყო იმისთეის, რომ მიტროპოლიტი ნაზარი საბჭოთა სახელმწიფოსთეის განსაკუთრებით საშიშ პიროვნებად ჩაეთეალათ და მეთეალყურეობა დაენიშნათ მასზე.

და აი, 1924 წლის 2 აგვისტოს. სეირის რაიონის აღმასკომში ეინმე „მეთვალყურის“ ხელმოწერით შევიდა განცხადება: „როდინოულის თემში მოვიდა ვიღაცა გადაცმული მღედლები, ასთენენ კრებებს ამეღამ და მიაქციეთ სასტრაფოთ ყურადღება – მეთვალყურე“.

ამ განცხადების ასლი სახაზინო ბეჭდით დამოწმებულია სეირის რაიონის მილიციის უფროსის – მაღლაკელიძის მიერ, რომელსაც რაიაღმასკომის თავმჯდომარე – ჯუღელის განცხადებაზე წარწერით ავალებს ქეემოთალღნიშნული პირების დატყეეეაეებას და რაიაღმასკომში წარმოდგენას. ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარისთან ერთად დაპატიმრებულ იქნენ დეკანოზები: გერმანე ჯაჯანიძე, ეასილ დოლაბერიძე, იეროთეოზ ნიკოლაძე; მღვდლები: სიმონ მჭედლიძე, პოლიეექექტი ვარდოსანიძე, დომენტი გიორგაძე; პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე და მთავარდიაკონი ისიდორე

სვანიძე.

მათ წაუყენეს ბრალდება – ,,მთავრობის საწინააღმდეგო არალეგალური კრების მოწყობა და ადგილობრივი მმართველობის დაუმორჩილებლობა.“

სინამდეილეში კი აი, რა მოხდა:


09


1921 წლიდან როდინოულის ეკლესია გადაკეთებული იყო თეატრად. 1923 წლის დეკემბერში ეკლესიის გასსნის მიზნით არჩეულ იქნა როღინოულის თემის საეკლესიო საბჭო. მორწმუნეთა თხოენით 1924 წლის 2 მაისს მთავრობამ ეკლესია დააბრუნა და ჩაიბარა როდინოულის თემის საეკლესიო საბჭომ. რომელმაც მორწმუნეთა შემოწირულობებით შეაკეთა და მოაწყო

იგი. ამის შემდეგ საბჭოს ერთ-ერთი წეერი გაიგზავნა ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტთან თხოვნით, რათა იგი მობრძანებულიყო და ეკურთსებინა ეკლესია. გადაწყეეტილა, რომ 2 აგვისტოს, შაბათ დღეს, მიტროპოლიტი ნაზარი თაეისი სამღვდელო კრებულითურთ ჩამობრძანდებოდა როდინოულში. აკურთხებდა ეკლესიას და კეირას წირვასაც დააყენებდა. 30 ივლისს

მიტროპოლიტს ქუთაისის საკათედრო კრებულის წინამძღერისათვის, დეკანოზ ვასილ დოლაბერიძისათვის, გაუგზავნია როდინოულის ადგილობრიეი მღვდელი დომენტი გიორგაძე, რომელსაც მისთვის გადაუცია მიტრიპოლიტის ბრძანება, რომ ეცნობებინა სამღვდელო კრებულისთევის, რათა 2 აგვის-

ტოსათვის მომზადებულიყენენ („თავის მასალითა და ბარგით) როდინოულის ეკლესიის საკურთხებლად. ხუთშაბათს, 31 იელისს, მასთანვე მისულან ეკლესიის იკონოსტასის გამკეთებელი გრიგოლ თაეთქირიძე და როდინოულის რელიგიური საბჭოს წევრი გრიგოლ ჩუბინიძე, რომელთაც გამოუცხადებიათ მიტროპოლიტის ბრძანება, რომ შაბათს, 2 აგეისტოს, 10 საათზე

მატარებლით უნდა გამგზაერებულიყენენ როდინოულს. საკრებულოს წინამძღვარს, დეკანოზ ვასილ დოლაბერიძეს, ყოველივე ეს უცნობებია დეკანოზ გერმანე ჯაჯანიძისა და მთავარდიაკონ სეანიძისთეის. 1 აგეისტოს საღამოთი დეკანოზ იეროთეოზ ნიკოლაძეს და პროტოდიაკონ ბესარიონ კუხიანიძეს აცნობეს, რომ ნაზარი მიტროპოლიტთან ერთად 2 აგვისტოს უნ-

და გამგზავრებულიყვნენ როდინოულში ეკლესიის საკურთხებლად.

2 აგვისტოს, დილის 10 საათისათეის ყეელამ ქუთაისის სადგურში მოიყარა თაეი. მიტროპოლიტს ახლდა თაეისი ორი ახალგაზრდა ძმისშეილი, მოსწავლეები – არჩილი ღა ნიკოლოზი. აქვე მოვიდა მღვდელი ლაერენტი კაპანაძე, რომელსაც თაეისი 10 წლის შვილი „ცოლეურებში” მიჰყავდა: ნაზარი მიტროპოლიტმა იგი მგალობლად მოიწეია. ჩასხდნენ მატარებელში.

რიონის საღგურში მიტროჰპოლიტსა და მის თანამგზაერებს „მანდატები“ (ჰირადობის მოწმობა) მოსთხოვეს, რაც მსოლოდ მღვდელმთავარს აღმოაჩნდა. ადილობრივი უფროსობა დაუკავშირდა სამტრედიას და შეკითხვაზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ სადგურის უფროსმა სამტრედიიდან ნება დართო მათი გაშეებისა.

დაახლოებით ხუთის ნახევარზე ჩაეიდნენ სადგურ სვირში, სადაც მიტროპოლიტსა და მის კრებულს დახვდნენ ადგილობრიეი მღვდელი – 


10


პოლივექტი ვარდოსანიძე, საეკლესიო საბჭოს წევრი – გრიგოლ ჩუბინიძე და როდინოულის ეკლესიის მედავითნე – გიორგი საცერაძე ცხენითა და ორი ურმით, და წააბრძანეს როდინოულში.

სანამ სალოცაეად მოემბადებოდნენ, მიტროპოლიტი ცოტა ხნით იქეე, ეკლესიის მეზობლად მცხოერებ მათე ჩუბინიძის სახლში ჩაიყეანეს მოსასვენებლად. დაახლოებით 6 საათისათეის გაისმა ეკლესიის ზარების რეკეა და მობრძანდა მიტროპოლიტი. ლოცეის დროს სამღედელო კრებულს შემოუერთდა სეირის წმ. გიორგის ეკლესიის ყოფილი წინამძღვარი და დასავლეთის

ეჭქარქიის სასულიერო სასწავლებლების ყოფილი ზედამხედეელი, მღვდელი სიმონ მჭედლიძე, 1908-16 წლებში სასულიერო-ზნეობრიეი გაბეთის, „შინაური საქმეების“ დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი, ასევე, 1913 წელს საღეთისმეტყეელო-ლიტერატურული ჟურნალის, „განთიადის“ დამაარსებელი და რედაქტორი, რომლესაც ამ დროისთეის ჩამორთმეული ჰქონ-

და სტამბაც, გაზეთის გამოცემის უფლებაც და ქუთაისიდან გამოდევნილი, სეირში, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. იმ დილით როდინოულის რელიგიური საზოგადოების წეერებს მისთეის შეეტყობინებინათ მიტროპოლიტის სურეილი, მონაწილეობა მიეღო ეკლესიის კურთხევაში.

მწუხრისა და ცისკრის ლოცეის დასრულების შემდეგ, ღაახლოებით 9 საათისთეის, როდინოულის საეკლესიო საბჭოს წეერებმა სამღვღელო კრებული იქეე მცხორები მათე ჩუბინიძის სახლში წაიყეანეს სავახშმოდ. ტრაპეზზე „ზალაში“ მოათავსეს სამღვდელოება, აივანზე კი დასხდნენ სამრევლო საბჭოს წეერები და მოწეეული სტუმრები. ვახშამმა ერთ საათს გასტანა, რის

შემდეგაც სამღედელოება აიშალა და მეორე დღეს მწირველმა მღვდლებმა – გერმანე ჯაჯანიძემ, სიმონ მჭედლიძემ და როდინოულის ეკლესიის მოძღვარმა, იღუმენმა დომენტი გიორგაძემ – ნაზარი მეტროჰოლიტთან ერთად ზიარების სავალდებულო ლოწეები წაიკითხეს, რის შემდეგაც მიტროჰოლიტი ცალკე ოთახში მოასეენეს, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე და მღედელი სიმონ მჭედლიძე კი „ზალაში“ დააწენეს დასაძინებლად, მაგიდაზე გაშლილსაწოლზე. სხეები, მღვდელ პოლიეექტ ეარდოსანიძის გარდა, რომელიც თავის

ცოლისძმასთან წასულიყო, რადგანაც აქ ადგილი აღარ იყო, მეზობლისას გადაუყეანიათ დასაძინებლად. საეკლესიო საბჭოს წეერები კი სტუმრებთან ერთად აივანზე განაგრძობდნენ ვახშმობას და საუბარს, თუ როგორ დაიკეტა ეკლესია, მერე როგორ აღადგინეს და მოაწყეეს და სხვა, იმ დროის საჭირბოროტო ამბებზე. მათთან ერთად იყო პროტოდიაკონი ბესარიონ კუ-

ხიანიძეც. პატიმრების ჩეენებების მიხედეით, შუაღამის 12 საათი იქნებოდა, როდესაც ჭიშკართან მიყურადებული რაიმილიციის უფროსი თანამშრომე-


11


ლი და როდინოულის თემის საბჭოს ახალგაზრდა თაემჯდომარე მილიციელებთან ერთად შეიჭრნენ სახლში და თაეს დაადგნენ მძინარე მოძღერებს, მოუღერეს თოფები და უბრძანეს სასწრაფოდ ადგომა და გაყოლა რაიონში:

„თორემ დაგხოცავთო.“ მამა გერმანეს მანდატი მოუთხოვია, რაზედაც მათ უპასუხიათ „მანდატი ჩეენ თითონ ვართო“ და აივანზე უბრძანებიათ გამოსვლა. შემდეგ მოუთხოვიათ „მღვდლების უფროსი“. მიტროპოლიტის გაღვიძება ვერავის უკადრებია – ვერც მღვდელთაგანს და ვერც დიასასლისს –

გრიგოლ ჩუბინიძის დას, დომნიკას, რომელიც თურმე ტირილით ეხვეწებოდა თავი დაენებებინათ მოხუცი მღვდელმთავრისათვის. ბოლოს, რადგანაც დაჟინებით ითხოვდნენ და ყეიროდნენ, პროტოდიაკონ კუხიანიძის ჩეენებით. მას გამოურთმეეია დიასახლისისთვის ლამპა და შესულა მიტროპოლიტის ოთახში: „შევაღე კარი, როდესაც შევედით, ნაზარმა გამოიღვიძა. მე უთხარი, რომ მთაერობის კაცები უნდა იყენენ, თხოულობენ წაყოლას და აბრძანდი-მეთქი. ამ დროს ერთი შიგნით შემოვიდა, მეორე კი, თოფიანი, კართან იდგა. მისცა წინადადება ახლაეე ადექი და ჩაიცვიო. ნაზარმა მოითხოვა მანდატი, მაგრამ მანდატის ჩვენებაზე უარს ამბობდნენ და დაჟინებით

მოითხოედენ ამდგარიყო, თორემ გესერითო. ნაზარმა უთხრა: შეგიძლიათ მესროლოთ და მომკლათ, ჩემი მოკვლისათვის კარგად იცოდეთ, პასუხს გაგებინებთ მთავრობაო. ამ დროს მე მომიღერა თოფი და მითხრა, გადი აქედანო. კარიდან კი უფროსმა დაუძახა – რას უყურებთ, ჩქარა მოკიდეთ

ხელი და გამოაგდეთ აქითო... მაშინ მილიციელები მივარდა, სტაცა ხელები, ააგდო ლოგინიდან და ხელის ჯიკავით გამოაგდენ ზალაში მარტო პერანგის ამარა, ზალიდან კი აივანზე, სადაც დაკავებული მღვდლები იდგნენ.

იქ შეჩერდენ. მაშინ მოუბრუნდა ნაზარი და უთხრა: შეგიძლიათ მომკლათ, ახლავე მომკალით, მაგრამ ამ ბნელ ღამეში ეერ წამოვალო და მოსთხოვა განმეორებით მანდატი, თუ ვინ იყენენ, მაგრამ იქაც არ უჩეენებიათ“ შეიქნა წუხილი, ტირილი, შეიარაღებულთ სთხოვდნენ, მიტროპოლიტი დილამდე

დაეტოვებინათ. მილიციის უფროსს ხერხი უხმარია – ,კარგი, ამაღამ იყოსო“ და სამაგიეროდ მღვდლებისათვის მოუთხოვია გაყოლა. სინამდეილეში კი, როგორც თეით მისივე ჩეენებიდან ჩანს, მას შეშინებია მღვდლებისა და იქ შეკრებილი ხალხის წინააღმდეგობისა, ყარაული დაუტოვებია მიტროპოლიტთან, რომელიც თაეის საწოლში მიბრუნებულა. ამასობაში გრიგოლ

ჩუბინიძის დაბინაეებული მღვდლებიც – იეროთეოზ ნიკოლაძე და ვასილ დოლაბერიძეც – მოიყვანეს (ლავრენტი კაპანაძე ადრევე წასულიყო) და მას შემდეგ, რაც დაარწმუნეს, რომ დილამდე მიტროპოლიტს ხელს არ ახლებდნენ, ყველანი ჯერ სოფლის კანცელარიისაკენ წაიყეანეს, ცოტა ხნის

ბჭობის შემდეგ კი სვირისკენ გაუყენეს გზას.

12

ბნელი და ღრუბლიანი ღამე იყო. კრებულის წინამძღვარს – დეკანოზ დოლაბერიძეს მოუთხოეია ბორკილების დადება, იმათ უპასუხიათ – „სად ვიშოვოთ რკინის ბორკილებიო, ჩვენ, საბჭოთა ქვეყანაში ბორკილებს არ ვადებთო“. ამაზე მამა სიმონს უთქეამს– ,,ბაწრები ხომ იშოევება და ბაწრით გადაგვაბით და ისე წაგეიყეანეთო“ – ამას თხოულობდნენ თითქოს იმის

გამო, რომ გაქცევა არ დაეწამებინათ და არ დაეხოცათ (როგორც ეს ჩვეულებრიე, ხდებოდა), ქვეშეცნეულად კი, ალბათ ქრისტეს მოწამებრიე გზას ბაძავდნენ წმინდა მამები. ძალით აყარეს და გზას გაუყენეს. და მართლაც, მილიციის უფროსმა უბრძანა: „თუ ვინმემ გაქცევა დააპიროს, ესროლეთო“

28 წლის თემის საბჭოს თავმჯდომარე, პარტიული ახალგაზრდა, განსაკუთრებით აქტიურობდა, ჯავრობდა და იმუქრებოდა რევოლეერით: „ახლავე დაგხოცავთ და გაგათავებთო“ (სწორედ მისი ჩეენება იყო გადამწყეეტი საბოლოო განაჩენისათვის – „ეკლესიის კურთხევა მოგონილი საბაბი იყო არალეგალური მთავრობის საწინააღმდეგო კრების მოწყობის მიზნით გა-

მოგონილიო.) შუაღამე გადაცილებული იყო, დაახლოებით 2 საათზე, ჰატიმარი მამები ერთსაჟენიან ოთახში ჩაამწყედიეს. არ გასულა ნახევარი საათი, რომ იქეე შემოიყეანეს ნაზარი მიტროპოლიტიც, ფესშიშეელი, თავშიშეელი, უპერანგო..

„.-მას შემდეგ, რაც შეჰპირდნენ, რომ მიტროპოლიტს დილამდე არ ახლებდნენ ხელს და მღედლები დილეგში ჩაყარეს, მილიციის უფროსი და თემის საბჭოს თავმჯდომარე ასისთავისა და ოცისთავის თანხლებით შემობრუნებულიყენენ მიტროპოლიტის წასაყვანად: ,,თუ ნებით არ წამოგეყვებოდა

მიტროპოლიტი, წინასწარ ჩვენ დავამზადეთ ურემი, რომლის საშუალებით უნდა წამოგვეყეანაორო“, – წერს მილიციის უფროსი თაეის ჩეენებაში. მას უბრძანებია, მიტროპოლიტი ურემზე ძალით დაესვათ: „ტიტველი დავსეით ურემზე, იქაც ეეცადეთ ტანზე ჩაგეეცეა, მაგრამ ვერ ჩავაცეითო“ – ირწმუნება ჩეენებაში მილიციის უფროსი: – „არ გაჩერდა ურემზეო და ამბობდა:

„შემკარით ბაწრით, მე უნდა მაწამოთ ისე, როგორც აწამეს იესო ქრისტე, რადგან მე ეარ მოსული თქვენს მოსარჯულებლადო“... „რადგანაც ხელით ეერ შეეძლებდით წაყეანას, შეეკარით ბაწრით და დავაწეინეთ ურემზე.გზაში ყვიროდა:,,მე ვარ ქრისტე-ღმერთის მორწმუნე, მაწამებენ ურჯულო კომუნისტები, როგორც აწამებდნენ ურჯულოები თვით ქრისტესო“.

გზად გამოიარეს ცხადაძის სახლში, სადაც მღედელი პოლიეექტი ვარდოსანიძე იყო და ისიც ურემზე დასვეს. მიტროპოლიტს შეუჩივლია: „მამაო პოლიეექტი, მობრძანდი, მობრძანდი, მხედავ, დაკრული ვარ ურემზეო“. დამწუხრებულ ვარდოსანიძეს ხმა არ ამოუღია. და ასე ჩუმად, წვიმაში, გათენებამდე ერთი საათი იქნებოდა, რომ მიიყეანეს სვირის კანცელარიაში.

13

მღედელმთავარი ჩამოხსნეს ურმიდან და შეაგდეს იმ პატარა ოთახში, სადაც დანარჩენი მღვდლები იყენენ იმ ღამეს დამწყვდეულები. ნაწამებ მღედელმთავარს შიშველ ბურგსა და მსრებზე ჩალურჯებული ხაჭდევები და ღარები ჩასდეედა.. თითქმის თენდებოდა, რომ სიცივისაგან აკანკალებულ მიტროპოლიტს მღვდლების თსოვნით სამოსელი მოუტანეს. გამთენიისას კანცელა-

რიის წინ თაეი მოიყარეს მორწმუნეებმა. ისინი მოითხოვდნენ მღედლების გათავისუფლებას ეკლესიის საკურთხებლად, მაგრამ როდესაც გაიგეს, ჩეკაში იგზავნებიანო, შეშინებულები დაიშალნენ.

ორშაბათს, 4 აგვისტოს, ნაზარი მიტროპოლიტი და მღედლები დაჰკითხეს და მთელი კრებულით „ხნებადაურთველი კრების მოწყობის“ ბრალდებით გადააგზავნეს ქუთაისში. იქ საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ქუთაისის მაზრის პ/ბ-ს (პოლიტბიუროს) რწმუნებულის თანაშემწეს, რომელმაც

6 აგვისტოს დაჰკითხა პატიმრები. როგორც საარქიეო მასალებიდან ჩანს, მას დაკითხეები დაუსრულებია 18 აგეისტოს, ხოლო ფერისცვალება დღეს, 19-ში, მაშინ, როდესაც მიტროპოლიტი ნაბარი თავისი სამღვდელო კრებულით, ჩვეულებრიე, სადღესასწაულო წირვა-ლოცეას აღავლენდა ხოლმე

ქუთაისის საკათედრო ტაძარში ღეთის მსასოებელი ერისათვის, იმაეე ქუთაისში გამოტანილ იქნა დადგენილება: „მე, ქუთაისის მაზრის ჰ/ბ რწმ. თანაშემწემ. შონიამ. განვიხილე რა საქმე M590 ბრალდების გამო ქუთათელი მიტროპოლიტი ლეჟავა ნაზარის, დეკანოზ ჯაჯანიძის გერმანესი, დეკანოზ

იეროთეომ ნიკოლაძის, მღვდელ სიმონ მჭედლიძისა, მღვდელ ვარდოსანიძე პოლიეექტისა, პროტოდიაკონი კუხიანიძე ბესარიონისა, მთ/დ. მღვდელ სვანიძე ისიდორესი, ბრალდებები: სვირის რაიონის როდინოულის თემის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე წინააღმდეგობის გაწევის, ხელისუფლებისა და კომპარტიის ლიდერების გინებაში, რა წინა-

აღმდეგობით აიძულეს მთავრობის პირები ჩაეღინათ ნებადაურთველი და გადაჭარბებული მოქმედებები მთავრობის წარმომადგენლებს, რა საქმეც კვლევა-ძიების და წინასწარი გამოძიებით გამორკვეულია სავსებით, დავადგინე: მოწმეების და ბრალდებულის დაკითხვის გაგრძელება შეწყდეს

და იქნეს გამოტანილი ბრალდებულიებეის მიმართ დადგენილება“. განაჩენს ელოდნენ თვის ბლომღდე. 1924 წ. 1 სექტემბერს კი იმაეე შონიას მიერ რუსულ ენაზე დაწერილი დადგენილების საფუძველზე, დამნაშავედ სცნეს ხუთი სასულიერო პირი: მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, დეკანოზები გერმანე ჯაჯანიძე და იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და

არქიდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე: ბრალდება რუსულ ენაზეა ჩაწერილი:


მოძღეართა ბრალდება მძიმდებოდა იმითაც, რომ მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა ადრე იყო ნასამართლევი საეკლესიო ქონების გადამალვისა და გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი მემორანდუმით მიმართვაში მონაწილეობისათეის; დეკანოზები – იეროთეოზ ნიკოლაძე და გერმანე ჯაჯანიძე ნასამართლევი იყენენ ახალი საეკლესიო რეფორმის წინააღმღეგ

აქტიური ბრძოლისათეის; მღვდელი სიმონ მჭედლიძე კი, ავტორი ათეისტ სოციალ-დემოკრატებისა და მარქსიზმის მიმდევართა ნააზრევის მამხილებელი კრიტიკული წერილებისა, დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი სასულიერო-ზნეობრივი გაზეთის, „შინაური საქმეებისა“ და ჟურნალ „განთიადისა“, რომელთაც მკეეთრად გამოხატული ეროვნული მიმართულება ჰქონდა, შინაპატიმრობაში იყო 1921 წლიდან და, ცხადია, ეჭემიტანილთა სიაში იყო... ამას თან დაერთო აგვისტოს აჯანყების მარცხი...

1924 წლის 1 სექტემბერს საგანგებო სამეულის, გადაწყეეტილებით ამ ხუთ საეკლესიო მამას მიესაჯა სიკედილი, რაც, ოქმის ამონაწერის მიხედით, იმავე დღეს იქნა აღსრულებული... (განაჩენს – ხელს აწერდა ქუთაისის მაზრის რწმუნებულის თანაშემწე შონია, რომელსაც მთელი აგვისტოს მანძილზე მიჰყაედა გამოძიება და

დაკითხეები.

საუკუნის დასაწყისში ილია მალვით მოკლეს, მისი მკვლელების შთამომაელებმა კი ეს ეკლესიის მამები, ქრისტეს სჯულის მქადაგებლები, ილიას ეროენული გზბის გამგრძელებლები, უკეე აშკარად, ოფიციალური ბრალდებით დახვრიტეს „აგვისტოს ავანტიურაში მონაწილეობისათვის“.. დახოცეს

თოკებით გადაბმულები, შეურაცხყოფილნი, ალიონზე, საფიჩხიაზე, თხრილის პირას, ებრაელთა სასაფლაოს ბოლოში... ამბობდნენ, ზემოდან წაყრილი მიწა სამი დღე სუნთქავდა და ინძრეოდაო...

...სვირის რაიაღმასკომის თაემჯდომარის, ვ. მანჯგალაძის, ჩეენებით, დაკითხვის დროს მიტროპოლიტცს უთქვამს: „ქართველი ხალხი ყოველთვის დაუზოგავად იბრძოდა სარწმუნოებისათვის, თაევისუფლებისათვის და ამ ჩემს წვალებასაც არ დატოეებს უყურადღებოდო“.

-. 1924 წლის 1 სექტემბრის შემდეგ თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, საქართეელომ დიდი სისხლისღერის ფასად მოიპოვა დამოუკიდებლობა – თავისუფლების მოპოვება კი ჯერ კიდეე წინაა...

იმედი ვიქონიოთ, რომ წმინდა მღედელმოწამის, ნაზარი მიტროპოლიტისა და მისი სამღვდელო დასის მოწოდებას დღეს მაინც მიუგდებს ყურს ქართველი ერი...


15


„სრულიად საიდუმლო“ სიიდან „პირებისა, რომლებიც დაიხვრიტნენ საქართეელოს ჩეკას მიერ 1924 წლის აგეისტოს ავანტიურაში მონაწილეობისათვის“:

1, ლეჟაეა ნაზარი ანდროს ძე, 56 წლის, დაბადებული ქუთაისში, დაპატ. ცხოვრობდა ს. როდინაულში, სასულიერო წრიდან, მიტროპოლიტი. (ცოლ-შვილი) არა ჰყავს (საარქეო საქმე M 1627).

2. ჯაჯანიძე გერმანე ბესარიონის ძე, 56 წლ,, დაბ. ქუთაისში, სასულიერო, მღედელი. შვილი – მიხეილი – 24 წლ., სტუდენტი გერმანიაში; ვერა – 21 წლ,, მასწაელებელი ქუთაისში; ევგენია – 18 წლ,, მოსწაელე; ელიზაეეტა – I6 წლ. (საარქივო საქმე, # 1627).

3. ნიკოლაძე ირათეოზ ანდროს ძე, 59 წ. დაბ. ქუთაისში, სასულიერო, მღვდელი. ცოლი – ეკატერინე, 59 წლ., დიასახლისი, ქ. ქუთაისი; შვილი მარტა, 12 წლის (საარქივო საქმე #, 1627).

4. მჭედლიძე სემიონ მიხეილის ძე, 60 წ. დაბ. ქუთაისში, სასულიერო, მღვდელი. ცოლი – ეკატერინე, 50 წ. დიასახლისი; შვილები: ბესარიონი – 26 წლ; ბიძინა – 22 წლ., მასწავლებელი ხონში; დიმიტრი – 19 წლ,, სტუდენტი ტფილისში, ვარვარა – 29 წლ,., მასწაელებელი; ნინა – 12 წლ., მოსწაელე; ეკა-ტერინე – 8 წლ., მოსწავლე; ელიზაეეტა – 5 წლის (საარქიეო საქმე M I|627).

5. კუხიანიძე ბესარიონ სოფრომის ძე, 53 წ. დაბადებული ქუთაისში, სასულიეროდან, არქიდიაკვანი. მამა – 80 წლ. დედა – დიასახლისი ქუთაისში; შვილები: მიხეილი – 22 წლ,, სტუდენტი ტფილისში; მარია – 18 წლ., მასწავლებელი ტფილისში; თამარი 17 წლ., მასწავლებელი (საარქიეო საქმე M 1627).


16

ამონაწერი დაკითხვის ოქმიდან

ანკეტა M4853

მჭედლიძე სიმონ მიხეილის ძე, საქ. სსრ; ეროვნ. – ქართეელი, ცხოვრობს ქუთაისში.

წერა-კითხვის მცოდნე გაიარა სარატოვის სასულიერო სემინარია.

მეუღლე ეკატერინე – 50 წლის, დიასახლისი ცხოვრობს ქუთაისში.

შვილები:

ბესარიონი – 26 წ.

ბიძინა – 22წ., მასწავლებელი ხონში.

დიმიტრი – 19 სტუდენტი თბილისში.

ბარბალე – 25 წ. მასწავლებელი თბილისში.

ნინა – 12 – მოწაფე თბილისში.

ელისაბედი – 5 წლის.

ეკატერინე – 8 წლის.

უპარტიო – რატომ? – არ მქონდა სურვილი

მღვდელი – მეურნე (უმრევლო)

მსახურობდა სოფელ სვირში

საკუთარი შრომით მქონე – მიწის.

შეადგინა – 2 აგვისტოს, 1924-წელს, სვირის რაიონის მილიციის უფროსმა სოფ. როდინოულში.

14-აგვისტო 1924-წ.


18

ოქმი საქმეზე

ბრალდებული მჭედლიძე სიმონი მიხეილის-ძე 60-წლის. ქართველი კლასიკური მდგომარეობა (ბურჟუა, პროლეტარი და სხეა) – საშუალო, სასულიერო წოდებიდან

სასლი – 2

მიწა – 10 ქცეეამდის,

ცოლშეილიანი ბავშვ. რიცხვი – 7

შრომის უნარიანი – 4

მცირეწლოეანი – 3

მღედელი,

სპეციალური დარგი შრომისა – მეურნეობა

განათლება საშუალო

უპარტიო – რატომ? – არ მქონდა სურვილი

საცხოვრებელი ადგილი – სოფ. სვირი, ქუთაისის მაზრა

ვაჩვენებ შემდეგს:

„2 აგვისტოს დილით, 8-საათი იქნებოდა, ჩემთან, სოფელ სეირში მოვიდა სოფელ როდინაულში მცხოვრები მაღლაკელიძე და როდინოულის რელიგიურ საზოგადოების რწმუნებულთა სახელით მიმიწეია, დავსწრებოდი და მონაწილეობა მიმეღო ეკლესიის კურთხევაში. თანაც გადმომცა „დღეს

მიტროპოლიტს მოველით თავის კრებულითო“. მე საწინააღმდეგო რა მექნებოდა, დაეთანხმდი. საღამოს ექესი საათი იქნებოდა, როცა როდინაულის ეკლესიაში მივედი. მიტროპოლიტი თავის კრებულით ლოხფხეათ იდგნენ. მეც მოვისმინე და შემდეგ მიტროქოლიტთან ერთად ჩავედით იქვე მახლობელ

მოქალაქის, მათე ჩუბინიძის ოჯახში. ნახევარი საათი არ დაგეგვიანებია, ვახშმათ დავსხედით. ვახშამზე არავითარი ლაპარაკი არ გექონია, გარდა ჩვეულებრიეი სადღიგრძელოებისა. ათი საათი იქნებოდა, ვახშმიდან რომ ავიშალეთ და, რადგან ყველა სტუმრები იქ ეერ მოეისეენებდით,ზოგი მეზობლისას წაიყვანეს. აქვე დაერჩით მ ე, დეკანოზი ჯაჯანიძე, პროტო დიაკონი

კუხიანიძე და დიაკონი სვანიძე. ჩვეულებრიეი ზიარების ლოცვის შემდეგ, რომელიც ყველამ ერთად შეეასრულეთ მე და დეკანოზი ჯაჯანიძე ერთად დავწექით. მე ჩქარა დამეძინა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიძინე და მე გამაღვიძა რაღაც არაჩვეულებრიემა ხმაურმა. ამ დროს შემოვიდა მოქალაქე მაქსიმე

მაღლაკელიძე და მეუბნება: „მილიციონერები მოვიდნენ და რაიონში გიბარებენო“. 


19


მყისვე მილიციონერებიც შემოვიდნენ თოფებით და ყეირილით: “ადექით ჩქარა, ჩაიცვით, რაიონში უნდა წამოხვიდეთ“. დეკ. ჯაჯანიძემ მანდატი მოსთხოვა, რაზედაც ერთმა მათგანმა უპასუხა: „ჩეენ თეითონ მანდატი ვართო“. ჩავიცვით, გამოვედით აიეანზე და შევჩერდით. მილიციონერები თავის უუროსით მიტროპოლიტის ოთასისკენ გაეშურნენ. სულ მცირე

ხანში გამოჩნდა მიტროპოლიტი, მხოლოდ პერანგის ამარა, უკან მოსდევდნენ მილიციონერები. მუჯლუგუნების კერით მიიყვანეს აიენიდგან ჩასავალ კიბემდე. აქ რაღაც ლაპარაკი შეიქნა, რომელშიდაც აშკარად გავიგონე მიტროპოლიგტის ხმა:,, აი მე.მესროლეთ და მომკალითო““ შემდეგ არ ვიცი,რა

მიზნით მიტროპოლიტი უკანვე თავის ოთახში დაბრუნდა. ჩვენ კი იქ მყოფი და მეზობლებიდან დაბრუნებული დეკანოზები – დოლაბერიძე და ნიკოლაძე მილიციონრებისა და ადგილობრივი თემის თავმჯდომარის თანხლებით წაგვიყვანეს და მიგვიყეანეს თემის კანცელარიაში. იქ შემდეგ საიდუმლო თათბირისა, გეითხრეს წავსულიყავით რაიონში. დეკ. დოლაბერიძემ მოითხო-

ვა „ბორკილები შეგეიყარეთ და ისე წაგვიყეანეთო“. სად ვიშოენოთ ამდენი ბორკილიო – იყო პასუხი. მე, ჩემის მხრით, წინადადება შევიტანე, ბაწრით ერთიმეორეზე გადაეებით. ამის მიზები შიში იყო, რომ გზაში გაქცევა არ დაეწამებიათ. არ მიიღეს ჩვენი თხოვნა და ასისთაეის თანხლებით გაგვაგზაე-

ნეს რაიონში. ეიყავით სულ თერთმეტი კაცი და ერთ პატარა საჟენიან ოთახში დაგვამწყედიეს. მე პირადად ვფიქრობდი: ეს ინცინდენტი გაუგებრობაზეა აშენებული და ხვალ დაკითხვის შემდეგ გაგვათავისუფლებენ-თქო. ღამის ორი საათი იქნებოდა, თუ კიდეე მეტი – ჩვენთან შემოვიდა მიტროპოლიტი,

ქვედა საცელების ამარა, უპერანგოთ, ფეხშიშველი. შემდეგ მისგანვე გავიგეთ, რომ ურემზე დაკრული წამოუყვანიათ ბინიდგან. მეორე დღეს დილით ხალხი მოვიდა როდინოულიდან, რამდენი – არ ვიცი. გავიგონე, რომ სთხოვდნენ თავმჯდომარეს ჩვენ განთავისუფლებას და ეკლესიის კურთხევას, რა-

ზედაც თავმჯდომარე ხმამაღლა ასეთ პასუხს აძლეედა: „რას შეცკრილხართ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მოდის რაიონში, დაბრუნდით შინ, ეგენი ამაღამ აქ ეყრებიან, ხეალ გავბაწრავთ და ქუთაისში გაეგზავნითო“, მართლაც ორშაბათს დილით გაგვამგზაერეს ქუთაისში.

როცა ჩვენ ზალაში ვეახშმობდით, გარეთ აივანზე იდგა მაგიდა და იქაც ვახშმობდნენ მოსული სტუმრები, რადგან ზალაში გაშლილ მაგიდაზე ადგილი არ იყო და ამ დროს არავინ სამღვდელოთაგანი ამ აივნის მაგიდაზეარ ვახშმობდა. როცა ჩვენ გამოგეაღვიძეთ და აიეანზე გამოვედით, ამ მაგიდაზე ისხდნენ მასპინძელი და კიდევ სხვები, არ ვიცი ვინ – და მათ

შორის პროტოდიაკონი კუხსიანიძეც. მაგიდაზე პურ-ღვინოც იდო. ღამე ბნელი იყო და მოღრუბლული. როცა როდინოულის კანცელარიიდან ძირს


20


ჩამოვედით, დეკ. ნიკოლაძემ უთხრა ადგილობრიეი თემის თაემჯღომარეს: „რა დიდი ამბავი იქნებოდა, ამაღამ აქ ამ კანცელარიაში დავრჩენილიყავით და ხვალ დილით რაიონში გაემგზაერებულიყავეითო.“ კიღეე რაღაც უთხრა, მაგრამ არ მახსოეს. თაემჯდომარემ იწყინა, კიბებე ორი-სამი საფეხური

ჩამოირბინა მუქარით. ნიკოლაძემ უთხრა: „რა გაწყენიე, ყმაწეილო, რომ აგრე გაცხარდიო“ და თან ღასძინა: “ბოდიშს ეიხდი, თუ რამე გაწყენიეთო“

რის შემდეგ თაემჯდომარე შეჩერდა.

ხელს ვაწერ – სიმონ მჭედლიძე. ღავკითხე შოსიამ.(ხელმოწერა)


21


წმ. მღვდელმოწამე სიმონის წარმომავლობა, ცხოვრება ღა მოღვაწეობა (1865-1924)

მღვდელი სიმონ მჭედლიძე სასულიერო გვარის შთამომაეალი იყო.

მჭედლიძეები შორაპნის მაზრის სოფ. ბოსლევიდან იყვნეს: მღვდელი დავით მჭედლიძე 1809-1845 წლებში სოფელ ბოსლევში წმ. გიორგის ეკლესიაში ასრულებდა მღვდელმსახურებას (კე-

ზევაძე, 51). მისი ვაჟი,სეიმონ დავითის ძე. ფრიად განსწავლული საღმრთო სჯულში, მიტროპოლიტ დავითის მიერ (1895) წელს იქნა ხელდსხმული დიაკვნად კაცხის მონასტერში, ხოლო (ჩყმც) წელს იმავე მიტროპოლიტმა იგი სამღედელო ხარისხში აიყვანა

(1868 წლის „სამრევლო უწყებანი,ქსა # ); 1845 წელს მღედელი სვიმონი სვირში გაამწესეს მღვდლად და იქ მოღვაწეობდა სვირის წმ. გიორგის და მაცხოვრის ამაღლების ეკლესიებში გარდაცვალებამდე, 1876 წლამდე (ყეზევაძე, 116); იგი 1964 წელს წირაედა ასევე, სოფ. საწაბლის მთავარანგელობთა ეკლესიაშიც (კეზევაძე, 114). ქუთაისის ეროვნული არქივის-ს მიხედვით, მას და მის მეუღლეს, რუსუდან ივანეს ასულს, ჰყაედათ 4 ეაჟი და 4 ქალიშვილი: ესტატე, დავითი, მიხეილი (მეუღლე – ბაბუსი ჭყოიძე), ზაქარია (მეუღლე მინა-

დორა ხუსკივაძე), პელაგია (რომან კაპანძის მეუღლე), ქეთევანი (ჩიხლაძის მეუღლე), ივლიტა (ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, მელიტონ კელენჯერიძის მეუღლე) და მაკრინა (მარიამი). ამავე არქივის მონაცემებით მიხეილი უფროსი ვაჟი, ცნობილი პუბლიცისტი, ეესტათი მჭედლიძე-ბოს-

ლეველი, გაბრიელ ეპისკოპოსის კანცელარიის მდივანი, სრულიად ახალგაზრდა, მოკლეს გაბრიელ ეპისკოპოსის მოწინააღმდეგეებმა 1885 წლის 20 მაისს ბაგრატის ტაძრისაკენ მიმავალ აღმართზე, „არქიელის გორაზე“, სადაც ეპარქიის კანცელარია მდებარეობდა (იხ. ბოსლეველი, „ნაწერები“);

მომდევნო ვაჟი – დავითი, სტავროპოლის ოლქში, სოჟ. ჰოკოინოეს ეკლესიაში იყო მღედლად; უმცროსი ვაჟი – ზაქარია – სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, მჭეღლიძეების ოჯახიდან იყო წმ. სიმონის მამიდაშვილი პელაგია მჭედლიძისა და რომანოზ კაპანაძის ვაჟი – დეკანოზი იასონ კაპანაძე, მან საქარ-

თველოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის ხელაიას მე-


24

იასონ კაპანაძე ცოლ-შეილით მემორანდუმი წაიღო გენუის კონფერენციაზე, რის გამოც რეპრესირებულთა სიაში აღმოჩნდა. როგორც გადმოცემით ეიცით, მას სიკედილის განაჩენმა საფრანგეთისკენ მიმავალიგემის ბაქანზე მოუსწრო: იგი ცოლთან და ორმ ცირეწლოეან ვაჟთან ერთად გადაიხვეწა ამერიკაში, კერძოდ ქ. კლივლენდში.

იქ იგი ეწეოდა სასულიერო მოღვაწეობას, საკუთარი სახსრებით ააგო წმ. თევდორეს ეკლესია და მოხუცთა თავშესაფარი.


“ იასონი კაპანაძე სწავლობდა ქუთაისის სემინარიაში,13 წლის ასაკში გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სადაც დაამთავრა სასულიერო აკადემია და ეკურთხა მღედლად ოჰაიოს შტატის ქ. კქლიელენდში. იქეე მეირთო უკრაინელი წარმოშობის მერი კაშეეაროეა, რომელთანაც ჰყაედა ორი

ვაჟი – კოლია და რომანი. I913 წელს იასონი დაბრუნდა საქართეელომი, იგი დაინიშნა დეკანოზად და საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიის გამგედ. ცხოვრობდა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.


25



ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი)


მღვდელმოწამე სეიმონის მამა, დეკანოზი მიხეილი, იმერეთის ეპარქიის სვირის ,საბლაღოჩინო ოლქის" ბლაღოჩინი გახლდათ. ქუთაისის ეროვნული არქივის მიხედვით, იგი დაბადებულა შორაპნის მაზრის სოფ. ბოსლევში, დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და ეპარქიალური ხელმძღვანელობის

ნებართვით 1857-1861 წწ. მასწავლებლობდა სვირის სამრეელო სეოლაში, რომლის „რეეიზიის“ შედეგად 1861 წელს დაჯილდოედა სტიქარით გაბრიელ ეპიკოპოსისაგან. მისივე ხელდასხმით იგი სვირის წმ. გიორგის ეკლესიაში იკურთხა დიაკენად 1862 წლის 21 აგვისტოს, ხოლო მღვდლად – 1863 წლის 8

სექტემბერს. ამავე წლის 22 სექტემბერს მისიეე სურეილით იგი გადაყვანილ იქნა სვანეთში, მთავარანგელოზის ეკლესიაში, როგორც მ. კეზევაძის მასალებიდან ჩანს, მიხეილ სიმონის ძე მჭედლიძე 1870-72 წლებში სოფ, ფარცხანაყანების ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში წირაეს (კეზევაძე, გე. 125); 1872 წელს მჭედლიძე მიხეილ სიმონის ძე ბაღ-

დათის წმ. გიორგის ეკლესიაშიც ეწეეა ღეთისმსახურებას (კეზევაძე, გვ. 48); 1863-1865 წწ. და 1876-1902 წწ. იგი მოღეაწეობს სოფ. სეირში, წმ. გიორგის ეკლესიაში (კეზევაძე, გე.116), ხოლო 1902 წლიდან გარდაცვალებამდე, 1917

წლამდე, სოფ. სვირის წმ. თომა მოციქულის ეკლესიაში (კეზევაძე, 117).


26


„ბლაღოჩინის“ წყარო 


სოფელ. სვირში იგი დიდი აეტორიტეტით სარგებლობდა. გულმოდგინე სასულიერო მოღვაწეობისათვის 1872 წელს დაჯილდოედა სკუფიით, 1881 წლის 18 აპრილს – კამილაეკათი, ხოლო ამავე წლის 28 ივნისს გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დადგენილ იქნა სვირის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად; 1892 წელს

სინოდის დადგენილებით აღყვანილ იქნა პროტოპრესვიტერის ხარისხში;

დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (1894 წ.) და II ხარისხის 1899 წ. ორდენებით; 1903 წლის21 ღეკემბერს წმ. სინოდის დადგენილებით დაჯილდოედა მოციქულთა სწორის, თაეად ელადიმირის საიმპერატორო ორდენით. წლების განმავლობაში იგი იყო დასავლეთის ეპარქიის სასულიერო სკოლების

მზრუნეელი და ზედამხედველი, გადმოცემით, ბლაღოჩინ მიხეილს თავის საბლაღოჩინო ოლქში ბეერი ეკლესია აღუდგენია. სოფ. სეირში დღესაც არის მისი აშენებული წყარო, რომელსაც „ბლაღოჩინის წყაროს“ ეძახიან. ბლაღოჩინ მიხეილ მჭედლიძეს და მის მეუღლეს, ბაბუსი ბესარიონის ასულ ჭყოიძეს (დაბ. 1840წ.), ჰყავდათ ერთი ეაჟი – სიმონი (დაბ. 1865 წ. 2

თებერვალს) და 5 ქალიშეილი: დომნიკა (დაბ. 1864 წ, იანვარში, მღედელ ილარიონ ხოჯავას მეუღლე); ელისაბედი (დაბ. 1869 წ., 8 იანე., აზნაურ პლატონ მაჭავარიანის მეუღლე);

27

სოფელი სვირი. სიმონ მჭედლიძის ოჯახი.

 მარიამი (დაბ. 1873 წ., 14 იანე., მღვდელ არქიპო ჩხიკეაძის მეუღლე); მართა (დაბ. 1878 წ. 10 იანეარს, კომპოზიტორ მიხეილ (მიშა) შარაბიძის მეუღლე) და ყეელაზე უმცროსი – უმშვენიერესი სალომე (დაბ. 1886წ. 25 იანე.), რომელიც ცხოვრობდა მშობლების სახლში, ძმის

ოჯახთან ერთად, ეხმარებოდა ძმისშეილების გაზრდაში (გათხოვდა გვიან, მეუღლე – მასწაელებელი ნესტორ კოეზირიძე).

ბლაღოჩინ მიხეილ მჭედლიძის ერთადერთი ვაჟი, პაპის თანამოსახლე, სიმონი, დაიბადა 1865 წლის მირქმის დღესასწაულის დღეს, 2 (15) თებერვალს.

როგორც ჩანს, პირეელდაწყებითი ორკლასიანი სასწაელებლის დამთავერების შემდეგ მან 1880-3 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო მართლმადიდებლურ სემინარიაში, მაგრამ ხელმოკლეობის გამო სწავლის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდა, რაც ჩანს მისი თხოვნიდან, რომელიც მიმართულია იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძისადმი: გამოუ-

ქალ მდგომარეობაში მყოფი სწავლას მოწყურებული 18 წლის ახალგაზრდა აღწერს მამის, ,,ბლაღოჩინ“ მიხეილ მჭედლიძის (რომელიც მიუხედაეად იმისა, რომ მაღალი სასულიერო წოდებისა იყო, მისი თხუთმეტსულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა)

31

იგი აღნიშნაეს, რომ ბიძამისსაც (ესტატე მჭედლიძეს, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსის კანცელარიის გამგე იყო), მიუხედაეად დახმარების სურვილისა, არ შეეძლო მისი სწაელის გადასახადის გადახდა, რადგანაც იგი თავის ორ ძმას არჩენდა, რომლებიც სტაეროპოლის სემინარიაში სწავლობდნენ. ხელმოკლეობა აიძულებდა მას დაეტოვებინა

სასწავლებელი... შემდგომ არ ჩანს, განაგრძო თუ არა მან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ქუთაისის არქიეის ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ მან 1888 წელს დაამთაერა სტაეროპოლის სასულიერო სემინარია როგორც ჩანს, უფრო შესაძლებელი გამხდარა იგი სასწაელებლად გაეგზავნათ სტავროპოლში, სადაც სოფ.

პოკოინოეში მისი ბიძა – მღედელი დაეითი მოღვაწეობდა. სემინარიის დასრულების შემდეგ, 1889-)891 წლებში იგი იქეე, სტავროპოლის სკოლაში, ეწეოდა ჰედაგოგიურ მოღვაწეობას (ქ.ს.ა):

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1889-91 წლებში, ძეელი სენაკის სააზნაურო სკოლაში ასწავლიდა საღვთო სჯულსა და სხეადასხეა საგნებს.

1891 წელს სიმონ მჭედლიძემ ჯვარი დაიწერა თავად (გენერალ) ბესარიონ დგებუაძის ასულზე, ეკატერინეზე და გადაეიდა ქუთაისში, სადაც გიმნაზიის მმართეელობის ნებართვით გახსნა პანსიონი (1891-94წწ) და შემდეგ, 1908 წლის თებერ- ათა. :

ვლიდან კერძო ოთხკლასიანი პროგიმნაზია.

მათ ეყოლათ 13 შვილი, რომელთაგან პირმშო – მიხეილი, ჩვილობაში გარდაიცვალა; გოგონები – მარია, ხაფია, ანასტასია, ტასო, (დაბ. 1907წ.), მელანია (დაბ. 1914წ.)– ბავშეობაში,როგორცჩჩანს,იმ დროს გავრცელებული სახადებით დაეღუპათ. დარჩენილი შეიდიდან ყეელაზე უფროსი, ბესარიონი

(ბიჭიკო დაბ. 1893 წ.), 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა; მომდეენოები, მიუხედავად მათ თავზე გადავლილი განსაცდელებისა, გადაურჩნენ სენსაც და რევოლუციისა და 24 და 37 წლების ქარტეხილებსაც: ბარბარე (ბაბო, დაბ. 1896წ.), ბიძინა (დაბ.1901წ.), დიმიტრი (დაბ. 1903 წ.), ნინო (გუგული,

დაბ. 1912წ., 1893-1907 წლების მონაცემებით, მას 5 შვილი ჰყაეს – ბესარიონი, ბარბარე, ბიძინა, დიმიტრი, ელისაბედი და ანასტასია (სფ. მას. ს. 24119 ფ.106-109)),


32

 ეკატერინე (დაბ. 1917წ.), მარგარიტა (იგივე ელისაბედი). ისინი კეთილსინდისიერად, თავდადებით ემსახურნენ საქართველოს კულტურის, განათლების, მეცნიერების, ტექნიკის, სოფლის მეურნეობის აღმშნებლობას.

1894 წლის 15 მაისს სიმონ მჭედლიძე გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 23 მაისს მისივე ხელდასხმით იკურთხა მღედლად სოუ. სვირის წმ. თომას ეკლესიაში, სადაც მოღეაწეობდა 1902 წლამდე; იგი ერთი პერიოდი წირაედა ქუთაისის საკათედ-

რო ტაძარშიც– „სობოროში“ (იგი მოხსენიებულია ბლაღოჩინ მიხეილ მჭედლიძის შეილებს შორის: 1902 წლიდან იგი სვირის წმ. გიორგის ეკლესიაში წინამძღვრია; 1908 წლის ცნობით, სვირის წმ. გიორგის ეკლესიაში, გარდა მღვდელ სიმონ მიხეილის ძე მჭედლიძისა, მსახურებდა კიდეე 2 მღვდელი, დიაკვანი და სამი მეფსალმუნე

საეკლესიო მოღვაწეობასთან ერთად მღედელი სიმონ მჭედლიძე ნაყოფიერ პედაგოგიურ და საგამომცემლო მოღვაწეობასაც ეწეოდა: ქუთაისში, საკუთარ სახლში, მეუღლესთან ერთად მან დააარსა კერძო პანსიონი და პროგიმნაზია, ასევე, მოსამზადებელი კურსები... საკუთარი სტამბა –,ძმობა“,

32

 სადაც 1908 წლიდან იბეჭდებოდა მისი რედაქტორობით დაარსებული გაზეთი – “შინაური საქმეები“. 1896-1905 წლებში იგი იყო იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს შორაპნის განყოფილების წევრი, 1898-1905 წლებში – შორაანის მაზრის საეკლესიო სკოლების ზედამხედველი, 1901 წელს დაინიშნა იმერეთის ეჰარ-

ქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედეელად, ხოლო 1902 წელს კი იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო სეოლების ადგილობრივი პედაგოგების კურსების სანიმუშო სკოლის ხელმძღვანელად. 1905 წელს იგი იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წეერია და ამაეე წელს ინიშნება იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად; იყო იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლა-სასწაელებლების მეთვალყურე და პედაგოგიური კურსების მრჩეველი; 1902-1905 წლებში

იყო IV თანრიგის საგამომცდელო კომისიის თავმჯდომარე ქსა, ზ. ჭიჭინაძე, „მღედელი სიმონ მჭედლიძე და მისი სტამბა ქ. ქუთაისში“, გე. 239-240; რ. საღინაძე, გე. 22-42)

მღედელი სიმონ მჭედლიძე დიდი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა იმერეთის ეპარქიაში, რაც ჩანს იქიდან, რომ იგი 1894-1905 წლებში იყო დეპუტატი სვირის საბლაღოჩინო ოლქიდან, 1900-3 წლებში კი იყო

33

იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების მე-40, 4I-ე და 43-ე ყრილობების თავმჯდომარე. 1903 წელს იგი აირჩიეს სასულიერო წოდების სრულუფლებიან წარმომადგენლად კაეკასიის ქვანახშირის მრეწეელთა მეხუთე ყრილობაზე. ქუთაისის სახელმწიფო არქივის მასალებიდან ირკეევა, რომ გულისხმიერი მსახურებისათვის იგი სხვადასხვა დროს დაჯილდოვებული იყო საგ-

ვერდულით (,ნაბედრენნიკით'), სკუფიითა და კამილაეკათი ( ქსა, სფ.მას.ს. M.24119, ფ. 106-109)

34



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.10.2023
სულ რედაქტირებულია 9





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0