სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ნიჩბისის (ციციშვილების) ციხე  XVII საუკუნე სოფ. ნიჩბისი მცხეთა ქართლი ნიჩბისის (ციციშვილების) ციხე  XVII საუკუნე სოფ. ნიჩბისი მცხეთა ქართლი ნიჩბისის (ციციშვილების) ციხე  XVII საუკუნე სოფ. ნიჩბისი მცხეთა ქართლი ნიჩბისის (ციციშვილების) ციხე  XVII საუკუნე სოფ. ნიჩბისი მცხეთა ქართლი ნიჩბისის (ციციშვილების) ციხე  XVII საუკუნე სოფ. ნიჩბისი მცხეთა ქართლი
ბმულის კოპირება



მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

ნიჩბისის (ციციშვილების) ციხე XVII საუკუნე სოფ. ნიჩბისი მცხეთა ქართლი

ციხე-დარბაზი. იგი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, მდ. ნიჩბისისწყლის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება XVII ს-ით. კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. ამჟამად, შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული გალავნისა და აბანოს ნანგრევები. გალავანი გეგმით მართკუთხაა, ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში ჩართულია კოშკები; გალავნის სამხრეთი კედელი შემორჩენილია 7-8 მ-ის სიმაღლეზე, ქვედა ნაწილი ყრუა, ზედას საბრძოლო ბილიკის დონეზე აქვს სათოფურები და სალოდეები. ეზოში დგას სამსართულიანი კოშკი, რომელიც გეგმით ოთხკუთხაა. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს აბანო (7,8X13,3 მ). იგი შედგება გასახდელის, საბანაო ოთახისა და საქვაბე განყოფილებისაგან. აბანოში კერამიკული მილებით შეყვანილი იყო წყაროს წყალი (გაგოშიძე 1972: 36).

ვიდეო დავით(ჩოხა) ნასარიძე 

 ნიჩბისი ქართლის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. აქ არის მინის და ჭიქურის დასამზადებელი საბადოები, ამიტომ ნიჩბისი მეჭურჭლეობის განთქმული ცენტრი იყო. მეფე გიორგი II-ს 1072 წელს სოფელი შიომღვიმის მონასტრისთვის შეუწირავს. 1615 წელს კი მეფე ლუარსაბ II-მ ნიჩბისი ფეოდალებს ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებს უბოძა. XVIII ს.-ში სოფელი ლეკთა გამუდმებულმა შემოსევებმა გააჩანაგა. ამავე საუკუნის მიწურულისთვის სოფელში მხოლოდ შვიდი კომლიღა ცხოვრობდა. თუმცა დღეისათვის ნიშბისი საკმაოდ მოზრდილი სოფელია, ამჟამად შედგება ქვემო, ზემო და ახალი ნიჩბისისგან.
        ციციშვილების ციხე-დარბაზი დგას ქვემო ნიჩბისში, მდ. ნიჩბურას მარჯვენა მხარეს. იგი XVII ს.-ით თარიღდება. კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. საშენ მასალად ნატეხი ქვაა გამოყენებული. კომპლექსი საკმაოდ დაზიანებული იყო, თუმცა ამჟამად გალავანი თითქმის აღდგენილია. ეზოში დგას სამსართულიანი კოშკი, რომლის სართულები კედელში გაჭრილი ასაძრომი ქვის კიბეებითაა დაკავშირებული. ციხის ჩრდ.-აღმ. მონაკვეთში არის აბანო. იგი რამდენიმე ოთახად იყოფა დანიშნულების მიხედვით, სადაც განთავსებულია ბუხარი, აუზი, საქვაბე, საცეცხლე, გასახდელი და სათავსები. იატაკი აგურისაა. აბანოში იქვე მდებარე ხევიდან კერამიკული მილების საშუალებით მოედინებოდა წყაროს წყალი..

ვიდეო დავით(ჩოხა) ნასარიძე 




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0