სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
გიორგი ასანიძე დ.1975წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი შტანგა დაბ. საჩხერე, იმერეთი. გიორგი ასანიძე დ.1975წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი შტანგა დაბ. საჩხერე, იმერეთი.

მაქს.წარმატება 29 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი ასანიძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

გიორგი ასანიძე დ.1975წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი შტანგა დაბ. საჩხერე, იმერეთი.

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
5
2
1
გიორგი ასანიძე (დ. 30 აგვისტო, 1975, საჩხერე) — ქართველი სპორტსმენი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელი, საქართველოს VI და VII მოწვევის პარლამენტის წევრი.ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებისა და ღირსების ორდენის კავალერი.
2013 წელს გიორგი ასანიძე დაინიშნა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად. პროფესიით არის მწვრთნელი–პედაგოგი და ეკონომისტი.
2017 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ გიორგი ასანიძე წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
2018 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო მწვრთნელად.

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 2004 (85კგ; ათენი)
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 2000 (85კგ; სიდნეი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2001 (85კგ; ანტალია, თურქეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 2002 (85კგ; ვარშავა, პოლონეთი)
ევროპის ჩემპიონი - 2000 (85კგ; სოფია, ბულგარეთი), 2001 (85კგ; ტრენჩინი, სლოვაკეთი), 2002 (85კგ; ანტალია, თურქეთი)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1998 (77კგ; რიესა, გერმანია)
მსოფლიოს ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 1994, 1995

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 1998, 2000, 2001
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) - 2000
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 2016, 2017, 2018
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2016
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) - 2018
სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2004
სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2001
ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი - 2000
ღირსების ორდენი - 1998
დიდგორის ორდენი - 2003
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
გიორგი ასანიძის შედეგები 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე:
აკვრა: 175-180-180კგ (I ადგილი); ატაცი: 210-210კგ (IV)
ორჭიდი: 390კგ (ბრინჯაოს მედალი)
გიორგი ასანიძის შედეგები 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე:
აკვრა: 172.5-177.5-177.5კგ (II); ატაცი: 202.5-205-205კგ (IV)
ორჭიდი: 382.5კგ (ჩემპიონი)
*-1998 წელს, ფინეთის ქალაქ ლაჰტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 168კგ აკრა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის ჩემპიონატი საბოლოოდ მე6 ადგილზე დაასრულა.
*-2000 წელს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 180კგ აკრა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ატაცში მე2 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
*-2000 წელს, სიდნეიში, ჩემპიონმა პიროს დიმასმა (საბერძნეთი), ვიცე-ჩემპიონმა მარკ ჰუსტერმა (გერმანია) და გიორგი ასანიძემ ორჭიდის ჯამში ერთნაირი წონა, 390კგ დაძლიეს და ჩემპიონ-პრიზიორები მხოლოდ პირადი წონით გამოვლინდნენ. დიმასი 84.06კგს იწონიდა, ჰუსტერი - 84.22კგს, ხოლო ასანიძე მათ შორის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა - 84.70კგ.
*-2004 წელს ათენის (საბერძნეთი) საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
*-2004-08 წლებში საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“).
*-2008-12 წლებში საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“). იმავე პერიოდში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „გიორგი ასანიძე“.
*-2013 წლის მაისიდან საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
პირველი ადგილი(85 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2002, ანტალია, თურქეთი
პირველი ადგილი(85 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2001, ტრენჩინი, სლოვაკეთი
პირველი ადგილი(85 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2000, სოფია, ბულგარეთი
მეორე ადგილი(77 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1998, რიესა, გერმანია
მეორე ადგილი(85 კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2002. ვარშავა, პოლონეთი
პირველი ადგილი(85 კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2001, ანტალია, თურქეთი
მესამე ადგილი(85 კგ)
ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები 2000, სიდნეი, ავსტრალია
პირველი ადგილი(85 კგ)
ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშები 2004, ათენი, საბერძნეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 29.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16