სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9080

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ოთარ (ტონი) კალანდარიშვილი 1925-2003წწ გარდ. 78 წლის, არქიტექტორი წარმ. მაკნავეთი ოზურგეთი გურია

1925-2003 წწ. გარდ. 78 წლის

გვარი კალანდარიშვილი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

246       ბეჭდვა

ოთარ (ტონი) კალანდარიშვილი 1925-2003წწ გარდ. 78 წლის, არქიტექტორი წარმ. მაკნავეთი ოზურგეთი გურია

ოთარ (ტონი) კალანდარიშვილი დაიბადა 1925 წლის 25 ივნისს თბილისში, მეგობრობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია II -სთან, უნდა აეშენებიათ რესპუბლიკის მოედანზე ტაძარი, თუმცა ვერ შესდგა ეს პროექტი


ოთარ (ტონი) კალანდარიშვილი დაიბადა თბილისში 1925 წელს. მამა დიმიტრი კალანდარიშვილი, მოღვაწეობდა ლენინგრადში (ახ.პეტერბურგი), დედა ელენე ლეიქფელდი გერმანელი არქიტექტორი (მოღვაწეობდა ლენინგრადში)

დედა ელენე ლეიქფელდი

1943 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა და დაიწყო სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რომელიც 1950 წელს დაამთავრა – სადიპლომო ნამუშევარი „დრამატული თეატრი თბილისში“ (ხელმძღვანელი მიხეილ ჩხიკვაძე). 1949 წელს გაიარა საწარმოო პრაქტიკა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „აკადემპროექტის“ ლენინგრადის განყოფილებაში. 1951 წელს დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე, 2003 წლამდე მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“, არქიტექტორად, პროექტის მთავარ არქიტექტორად, მეშვიდე არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1955-1977 წლებში ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ოთარ კალანდარიშვილი გარდაიცვალა 2003 წელს თბილისში.

ოთარ კალანდარიშილი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967) საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი (1960) და კავშირში მიმღები კომისიის წევრი, ასევე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1972) და ღირსების ორდენი (1998). 1948 წელს მიღებული აქვს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტექტურულ საქმეთა სამმართველოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სავაჭრო კიოსკების დასაპროექტებლად პირველი პრემია.


ძირითადი პროექტები


– რუსთაველის მოედნის რეკონსტრუქცია. თბილისი 1965 (ოთარ კალანდარიშვილი, გაიოზ ფოცხიშვილი, ვ თუთბერიძე)

– საქართველოს კულტურული ცენტრი იერუსალიმში, 1997 (ოთარ კალანდარიშვილი, დავით მორბედაძე, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი)

– მონათფლობელობის და ნავიგაციის მუზეუმი დაკარში, სენეგალი წელი უცნობია (ოთარ კალანდარიშვილი, დავით მორბედაძე)

– პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ბაღის ჭედური ღობე, თბილის 1952 (ოთარ კალანდარიშვილი, დავით მორბედაძე) 

– ინდივიდუალური სააგარაკო სახლები დაბა წყნეთში, 1953

– თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „რუსთაველის მოედანი“, ზედა პავილიონი 1965  (სკულპტურული პანოს ავტორი მოქანდაკე გიორგი ოჩიაური)


– სასტუმრო „ივერია“ (ამჟამად “რედისონ-ივერია”) თბილისი 1967 (ოთარ კალანდარიშვილი, ია ცხომელიძე) 

– შალვა ნუცუბიძის ქუჩის ფერდობების განაშენიანება თბილისში – საცხოვრებელი კომპლექსი „შატილი“ 1972–1984 (ოთარ კალანდარიშვილი, გაიოზ ფოცხიშვილი) 


– მხატვრების შემოქმედებითი სახელოსნოები ნუცუბიძის ქუჩაზე, თბილისი წელი უცნობია

– დიდების მემორიალი ქუთაისში, 1978-1982 (მონუმენტალური პანოს და ჭაბუკის ქანდაკების ავტორი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი;)

– რესპუბლიკის მოედანი და სამსართულიანი სავაჭრო-საზოგადოებრივი ცენტრი თბილისში 1982 (ოთარ კალანდარიშვილი, გაიოზ ფოცხიშვილი)

– დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში 1998 (მოქანდაკე მერაბ  ბერძენიშვილი)


პუბლიკაციები

– კალანდარიშვილი, ოთარ, „დედამოედანი სახეს იცვლის“, ჩაიწერა ლელა დონაძემ. საქართველოს რესპუბლიკა. „თბილისი“, 1997. 16 მარტი. N61 (2434). 4 გვ.

– კალანდარიშვილი, ოთარ, „….და შემობრძანდა თბილისში დავით!“ ჩაიწერა ელგუჯა ლებანიძემ. „საქართველოს რესპუბლიკა“. თბილისი, 1997. 25 მაისი,  N119 (2492). 4 გვ.

მეუღლე მარიამ ჟურული ცნობილი არქიტექტორი, გიპროგორსტროი დაპროექტებული აქვს უამრავი სანატორიუმი აფხაზეთში დ.1929 წელი 24 იანვარი თბილისი გ.2001წ. მამა შალვა ჟურული (ცნობილი დერმატო-ვენეროლოგი)

შვილები ორი გოგონა ნანა და ნინო


ინფორმაცია მოგვაწოდა ვასილ მიქაძემ (შვილიშვილი დედა ნანა კალანდარიშვილი) 

ლიტერატურა/ბმულები

დემეტრაშვილი, ოთარ: ხუროთმოძღვარი (ინტერვიუ არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილთან ჩატარებული სამუშაოებისა და ქართული არქიტექტურის ხვალინდელ დღეზე), „დროშა“, 1983 N4, გვ.9.

გაბადაძე, ს. დავითაია, მ.: ახალი მშენებლობები რუსთაველის გამზირზე და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საკითხი. მშენებლობა = Building : სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი / საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მშენებლობის პროექტირების და ექსპერტიზის ცენტრი. თბილისი, 2014. 1512-3936 N1(32), გვ.128-132.

ნათიძე, თამაზ: სულიერი ცენტრი (თბილისის მხატვრის სახლში არქიტექტორების დავით და კონსტანტინე მორბედაძეების, ოთარ კალანდარიშვილისა და გიზო ფოცხიშვილის, ავთანდილ ჩხაიძისა და გიზო გელდიაშვილის წმინდა სამების ტაძრის საკონკურსო პროექტების გამოფენის შესახებ). კომუნისტი, თბილისი, 1990. 31 მარტი, გვ.4. 

გოლოვინი, ვ.: არ დავშორდე მშობლიურ ქალაქს (არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის შესახებ). „თბილისი“, 1985. 8 თებერვალი.

შევარდნაძე, ედუარდ: ოთარ კალანდარიშვილის მარადიული ძეგლი. საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2003. 24 სექტემბერი, N255 (4634), 2 გვ.

თოფურიძე, ლ.: დავით თქვა… : დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში აღიმართება. “თბილისი”, 1988. 17 აგვისტო. გვ. ბერძენიშვილი, მერაბ, კალანდარიშვილი, ოთარ (არქიტექტორი), ნეკროლოგი, „საქართველოსრესპუბლიკა“. თბილისი, 2003. 23 სექტემბერი, N254 8 გვ.

კვირკველია, თენგიზ  (რუს. ენაზე), საბჭოთა საქართველო, თბილისი 1982. გვ. 81, 102-103, 163.

კინწურაშვილი, სიმონ: ყრილობიდან ყრილობამდე, „ხელოვნება“, 1974. ტაბ. 108.

ნათიძე, თამაზ: ღირსეულთა პორტრეტები, უცხოური ესკიზები, არქიტექტურული წიაღსვლები. თბილისი 2015. გვ. 122-135. 

ნახუცრიშვილი, კიაზო: არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი, მეცნიერება, თბილისი 1999.

ჯანბერიძე, ნოდარ: ეპოქისა და ქალაქის შესატყვისი (დღევანდელობა, არქიტექტურა და მშენებლობა), „კომუნისტი“, 1965, 4.08. №182.

ჯანბერიძე, ნოდარ: სასტუმრო ივერია, „ლიტერატურული საქართველო“ 1967, №44-45.

ჯანბერიძე, ნოდარ, ქართული საბჭოთა არქიტექტურა-განვითარების გზა, 1971, გვ. 263-264, 388-390, 443-449. ტაბ. 88, 103-105.

Н. Воронов: Национальное искусство в современной архитектуре, ДИ 2-1970.

Тифлис – город моего дошкольного детства и я многократно и охотно возвращался в Тбилиси. В 1977-м, пребывая там в очередной раз, я познакомился с Отаром Каландаришвили, ставшим моим близким другом. Он был талантливым архитектором и педагогом, ярким общественным деятелем – одним из представителей нашей профессии в Верховном совете республики, открытым и щедрым человеком. Мы встречались в Москве и в Доме Творчества в Гаграх, в Тбилиси и городах, где СА СССР проводил пленумы своего Правления.

В постсоветское время я оказался вдали от Грузии. Но в 2003-м, послав Отару свою книгу «Зодчие и зодчество», получил многостраничное письмо, в которое был вложен скромный буклет изданный еще в 85-м к 60-летию зодчего. В нем представлены три его основные постройки. Первой – возведенной в 67-м – стала гостиница «Иверия» в Тбилиси, которая в учебнике истории советской архитектуры названа одной из главных доминант пространственной композиции города. А далее сказано:

–  «Благодаря ажурным балконным ограждениям, по всем этажам опоясывающим корпус, высокое здание выглядит чрезвычайно легким и изящным... Залы, террасы и подпорные стены, внутренний дворик с бассейном, открытые лестницы – вся эта живописная композиция уступами лепится по склону, сливаясь с зелеными откосами». Позднее, близ отеля на площади Республики возникла арочная структура, венчающая правительственные трибуны. Третьей работой, которой Отар гордился, был Мемориал Отечественной войны в Кутаиси, созданный им в содружестве со скульптором Мерабом Бердзенишвили.

В письме Отар рассказывал о своей педагогической работе, сетовал на несогласованную с автором реконструкцию ресторана «Иверии», превращенного в казино, сообщал о подъемной эстраде, которой оборудовалась площадь Республики и о массовом новогоднем празднестве на ней, сопровождавшемся ярким подсветом арочной структуры, которую высоко оценил, посетивший в эти дни Тбилиси, Президент Международной Академии Архитектуры Георгий Стоилов. А еще в нем был эскиз новой затеи, которую он называл «Наутилусом» и которая, согласно его замыслу, должна была  расширить постановочные возможности публичных торжеств в этом пространстве.

Спустя недолгое время пришла весть о кончине Отара. А потом одна за другой погибли его работы. Еще в 92-м, когда в Тбилиси нахлынули десятки тысяч беженцев, покинувших после грузино-абхазской войны Гагры и прилегающие районы, Правительство Грузии предоставило бездомным людям «Иверию», принадлежавшую прежде «Интуристу», поместив в каждом номере по пять – шесть человек. Понятно, что после такой «эксплуатации» звездность отеля приблизилась к нулевой. А потом было принято решение о его сносе. И тогда в одно из апрельских воcкресений 04-го года Михаил Саакашвили принял символическое участие в демонтаже здания, отбив несколько кусков штукатурки с помощью молотка и зубила, несколько испачкав свой нарядный костюм.  А потом он, обратившись к присутствующим журналистам сообщил, что будет также демонтирована и арочная конструкция над трибуной, построенная в связи предстоящим визитом Андропова, дабы скрыть тыльные фасады здания министерства культуры. «А нам скрывать нечего» - заявил в заключение президент. Арки убрали в 2005-м. Здесь надобно оговориться – у этой постройки было много противников, которых данная акция Саакашвили порадовала.

И вот в пятницу пришла еще одна новость. Последняя, оставшаяся «в живых» работа Каландаришвили – Мемориал Отечественной войны на главной площади Кутаиси, тоже пострадавший и обворованный в 90-е годы, взорван, дабы уступить место новому зданию парламента Грузии. Разделяя негодование ветеранов войны Грузии и России по поводу данной акции вандализма, я, вместе с тем, приношу глубокое соболезнование памяти мастера, посмертно утратившего все, что он с истинной любовью строил на своей отеческой земле. 


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 15.02.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 11.04.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 11.04.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 11.04.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 11.04.2022





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე (1873-1933) მართმ. დეკანოზი სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


პაპავა ვლადიმერ დაბ.1955 აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ სამეგრელო

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957 ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


საინტერესო ადამიანები


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა