სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კახა ახობაძე 1972-93წ. გარდ. 21 წლის, კვიტოული, აფხაზეთში სახალხო ლაშქარი ბაგრატიონი წარმ. სოფ. წყაროსთავი საგარეჯო კახა ახობაძე 1972-93წ. გარდ. 21 წლის, კვიტოული, აფხაზეთში სახალხო ლაშქარი ბაგრატიონი წარმ. სოფ. წყაროსთავი საგარეჯო

1972-1993 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ახობაძე სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

315       ბეჭდვა

კახა ახობაძე 1972-93წ. გარდ. 21 წლის, კვიტოული, აფხაზეთში სახალხო ლაშქარი ბაგრატიონი წარმ. სოფ. წყაროსთავი საგარეჯო

გარდაიცვალა კ. ახობაძე 15 იანვარი   კვიტოული



ოდისეი გიორგის ძე ჯიროვი 1973-93წწ გარდ. ოჩამჩირე დაბ. ნოვოროსიისკი

კახა ახობაძე დაიბადა 1972 წლის 18 ივლისს ქალაქ თბილისში. თავისი

ჯანმრთელობის გამო სამხედრო გაწვევას არ ექვემდებარებოდა. მაგრამ, მან მტკიცედ

გამოაცხადა „მე სამშობლოს ვჭირდები და უნდა წავიდე“. კახას ძმაც წავიდა

აფხაზეთში საომრად. ძმებმა იქ მოძებნეს ერთმანეთი და ერთად იცავდნენ სამშობლოს.

კახა ახობაძე აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჩადგა საქართველოს

ტერიტორიული მთლიანობის დამცველთა რიგებში, – ჯერ სახალხო ლაშქარ

„ბაგრატიონის“, ხოლო აღნიშნული ლაშქრის საქართველოს თავდაცვის მეორე საარმიო

კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის მე-8 ბატალიონთან შეერთების შემდეგ,

აღნიშნული ბატალიონის მე-2 (ბაგრატიონის სახელობის) ასეულის შემადგენლობაში.

1993 წლის 15 იანვარს აღნიშნული ასეული, ბრიგადის ხელმძღვანელობის

დავალებით იცავდა პოზიციებს ოჩამჩირის რაიონის სოფელი კვიტოულთან.

დილიდანვე მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებთან მოუხდა ბრძოლაში ჩართვა. იგი

მამაცურად უტევდა მოწინააღმდეგეს. ამ ბრძოლაში კახა ახობაძე გმირულად დაიღუპა

მიყენებული ჭრილობებისაგან.

იგი დაკრძალულია საგარეჯოს რაიონის სოფელი წყაროსთავში და დაჯილდოვდა

სიკვდილის შემდეგ მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

1993 წლის იანვრის პირველ ნახევარში, ოჩამჩირის რაიონში სეპარატისტები რამდენჯერმე შეეცადნენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.

3 იანვარს მტერმა მასირებული იერიში მიიტანა – ცხენისწყლის, ტამიშის და კვიტოლის პოზიციებზე მდგარ ქართულ ძალებზე. ცხენისწყალთან ჩვენი გენშტაბის მონაცემებით მოწინააღმდეგემ 15 კაცი დაკარგა. ჩვენ 4 კაცი დაგვეჭრა. ტამიშთან თავად აფსუები ოთხკაციან დანაკარგზე საუბრობენ (ო. კასლანძია, ა. მიქაია, დ. ამიჩბა და მ. სანძავა). კვიტოლთან გამართულ ბრძოლას რაც შეეხება, მასზე ცალკე ვისაუბრებ.

წინა დღეს კოჩარასთან ჩვენი ექვსი მზვერავი ჩასაფრებაში მოჰყვა და უთანასწორო ბრძოლაში ოთხი მათგანი დაიღუპა (გ. ბუჩხრიკიძე, ბ. ფანცულაია....???).

3/4 იანვრის ღამით, დაქირავებულებმა კამანს მეზობელი სოფლიდან – ამზარადან შეუტიეს. შეტევა მოგერიებულ იქნა. მტერმა 6 მებრძოლი დაკარგა.

სოხუმის შტურმამდე და მის შემდგომ პერიოდშიც, გუმისთის ფრონტზე პოზიციური ბრძოლები არ წყდებოდა. მსხვერპლი იყო ორივე მხარეს.

6 იანვარს ზემო ეშერაში რუსებმა შეცდომით აფხაზური Л – 39 (ალბატროსი) ჩამოაგდეს, რომელსაც ყველაზე გამოცდილი აფხაზი პილოტი – ოლეგ ჩამბა მართავდა. რუსეთის ქ. სმოლენსკში, ოდინცოვოს სასაფლაოზე, მისი სახელობის კენოტაფია (საპატიო მონუმენტი) დადგმული. ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, თუ სინამდვილეში ვის და რას წარმოადგენდა მოწინააღმდეგის მხარე.

7 იანვარს მტრის 130–კაციანმა შენაერთმა, რომელსაც ბესლან კვირაია მეთაურობდა, ათარა – აფხაზურასთან მდებარე სიმაღლეებს – პანგანა–არქუს და კაკობა–არქუს შეუტია. მტერმა ორივე სიმაღლე დაიკავა, თუმცა მალევე ჩვენებს დამხმარე ძალა მოუვიდათ და დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს. აფსუებმა 10 კაცი დაკარგეს (ბ. კვირაია (მეთაური),ი. ცვიჟბა, ა. კვიცინია, ი. აპშიცბა და კუტოლის ბატალიონის ექვსი მებრძოლი).

ამავე დღის ღამის საათებში, გუმისთის და ოჩამჩირის ფრონტებზე, აფხაზთა დივერსიული ჯგუფები იქნა განადგურებული (რამდენიმე კაცი ტყვედაც აიყვანეს ჩვენებმა, ძირითადად ჩრდილო კავკასიელები).

8 იანვარს მოწინაარმდეგე ოხურეის ერთი ნაწილს – აქვეშს (სალი –არქუს სიმაღლე) უბრძოლველად დაეუფლა. 10 იანვარს კი სოფლის დანარჩენი ნაწილის დაკავება განიზრახა. ამჯერად ჩვენმა ძალებმა მომხდურს მძაფრი წინააღმდეგობა გაუწიეს და პოზიციები შეინარჩუნეს. მტერმა ამ ოპერაციის დროს 7 კაცი დაკარგა (ბ. კორტავა, რ. კორტავა, მ. ჯინჯოლია, ბ. ჯინჯოლია, გ. ფაჩულია, თ. ჩაჩხალია და ს. ჯინჯოლია).

ამავე რიცხვში ტყარჩელთან, რუსულმა მი –8 ტიპის ვერთფრენმა კატასტროფა განიცადა. დაუზუსტებელი ცნობით ვერტფრენში დაქირავებული მებრძოლები იმყოფებოდნენ.

11 იანვარს ოჩამჩირისა და გალის რაიონების საზღვარზე, აფხაზთა 14 კაციანი დივერსიული ჯგუფი იქნა განეიტრალებული (მოკლულ იქნა ჯგუფის სამი წევრი, დანარჩენები კი ტყვედ აიყვანეს).

13 იანვარს ფოქვეშთან და არადუსთან მოხდა შეტაკებები. მოწინაარმდეგემ 2 – 2 კაცი დაკარგა.

14 იანვარს მტერმა ზემო კინდრის მიმართულებით ფართომაშტაბიანი იერიში განახორციელა. ბრძოლაში ჩვენი მი – 24 ტიპის ვერთფრენიც ჩაერთო, რომელიც რუსმა მებრძოლმა ვიქტორ სტროიმ ჩამოაგდო. დაიღუპა ორივე პილოტი (აბაქარ მაგომედოვი და გოდერძი გვრიტიშვილი). ამ „დამსახურებისთვის“ ვ. სტროის აფხაზეთის უმარლესი ჯილდო – გმირის წოდება მიანიჭეს. აგვიფეთქეს ასევე ტანკი და ბმპ–ე. ტყვედ აიყვანეს ჩვენი რამდენიმე მებრძოლი. მძიმე დანაკერგების მიუხედავად, სოფლის შენარჩუნება მაინც მოხერხდა. აფსუები ოთხ დაღუპულზე საუბრობენ, თუმცა რეალურად 2–3 ჯერ მეტი დანაკარგი უნდა განეცადათ.

15 იანვარს მოწინააღმდეგის მორიგი სამიზნე სოფელი კვიტოლი გახდა. ჩვენი 25 კაციანი შეაერთი (მერხეულის ბატალიონი) მტერმა ალყაში მოაქცია. გმირული წინაარმდეგობა 7–8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო საათებში შინაგანი ჯარის ნაწილებმა მტერს ერთ–ერთი ფლანგიდან დაარტყეს და ამან ალყაში მოქცეულებს, თავის დაღწევის საშვალება მისცა. მერხეულის ბატალიონმა 12 კაცი დაკარგა (ვახტანგ ნარსავიძე (საკუთარ შვილს გადაეფარა და მის ხელში დალია სული), ელვანდი კვიციანი, ტელმან კვიციანი (ალყიდან გამოაღწია, მაგრამ მძიმედ იყო დაჭრილი და მალევე გარდაიცვალა), სერგეი ვერელჯიანი, ლერი პირველი (უგზო–უკვლოდ დაიკარგა), ოლეგ ხერგიანი (ტყვედ აიყვანეს და სასტიკად აწამეს)................???). შინაგანი ჯარებიდან ორი მებრძოლი – კახა ახობაძე და მამუკა თაბუკაშვილი დაიღუპნენ. მტერმა ათობით მებრძოლი დაკარგა (ჩვენი მხარე 60 კაცზე საუბრობს. აფსუები საერთოდ არ ახსენებენ დანაკარგებს).

იმავე დღეს კვიტოლიდან 2–3 კილომეტრის მოშორებით, სოხუმის ბატალიონის ოცეულის მებრძოლებსაც მოუწიათ ბრძოლაში ჩართვა. ცოცხალი არავინ გადარჩენილა, ყველა მათგანი დაიღუპა (დეტალები სამწუხაროდ უცნობია ჩემთვის).

იმავე რიცხვში ქვემო ეშერაში, მტრის ძალებმა მძიმე ტექნიკის კონცენტრაცია მოახდინეს და სოხუმის მიმართულებით ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. დაიჭრა ჩვენი ერთ მებრძოლი. საპასუხო ცეცხლის შედეგად, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით (ჩვენი გენშტაბის ინფორმაციით) მოწინააღმდეგემ 15 კაცი დაკარგა.

ამ ორ კვირიანი ბრძოლების შედეგად მტრის დანაკარგმა 80 –100 კაცი შეადგინა (20 კაცამდე ტყვედ ჩავარდა). ჩვენი დანაკარგი 60 – 70 კაცი უნდა ყოფილიყო (10 კაცამდე ტყვეობაში აღმოჩნდა). ამ მონაცემებს არ ვათვლი სოხუმის შტურმის დროს განცდილ დანაკარგებს (ამაზე ცალკე მაქვს დაწერილი. აფსუებმა 37 კაცი დაკარგეს, ჩვენ – 4).

მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ოჩამჩირის რაიონში პოზიციურად ბევრი არც არაფერი დაგვიკარგავს. მოწინააღმდეგემ მხოლოდ მცირედით გაიმჯობესა არსებული მდგომარეობა.

დაღუპული მებრძოლები:

ე. ავალიანი (1.01 – გუმისთა), ბ. ფანცულაია (2.01 – კოჩარა), კ. ახობაძე (15.01 – კვიტოლი)

ე. ნადარეიშვილი (6.01 – გუმისთა), ა. მაგომედოვი (14.01 – ზ.კინდღი), გ. ბუჩხრიკიძე (2.01 – კოჩარა)

წყარო ლაშა სირანაშვილი


ოდისეი ჯიროვი..... კახა ახობაძე....

ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ,ყველგან ერტად იყვნენ და ერთადაც წავიდნენ სამშობლოს-საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების დასაცავად.

ქართველი და ბერძენი

ოდისეის 14 აგვისტოს 19 წელი შეუსრულდა, 10 დღეში კი ის დაიღუპა.

მას სიცოცხლე უყვარდა, მისი ცასავით სულ მომღიმარე თვალები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა. ის ძალიან კეთილი იყო.

დაღუპულ ოდისეის მორიდებული და წყნარი კახა მწარედ დასტიროდა;

და მაშინ იქ მეგობრის საფლავზე მან დაიფიცა,A რომ შურს იძიებდა.

ის თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებდა.

მან ფიცი შეასრულა, მაგრამ თავისი სიცოცხლე ვერ შეინარჩუნა.

კახას დაღუპვის შემდეგ ჯიბეში უპოვნეს ოდისეის სურათი, რომელზედაც კახას სისხლი იყო. სიკვდილმა ისინი სამუდამოდ დააძმობილა.

კახასაც და ოდისისაც შეეძლოთ უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე:

ოდისეი იყო ერთადერთი ოჯახის მარჩენალი, რომელსაც ავადმყოფი დედა და არასრულწლოვანი ძმა ჰყავდა.

კახა კი სკოლაშიც კი განთავისუფლებული იყო ფიზკულტურის გაკვეთილისაგან, რადგან ფეხები აწუხებდა და ამას გარდა მიღებული ჰქონდა

საბრძოლო ჭრილობა, რომელსაც ახლობლებს უმალავდა.

კახასაც და ოდისეისაც უყვარდათ თავისი მიწაწყალი და სხვანაირად ვერც მოიქცეოდნენ!!!

თანაპოლკელებს ისინი ძალიან უყვარდათ და არც შეიძლება ისინი არ გყვარებოდათ.

ყოველთვის სიცოცხლით სავსე და მხიარული ოდისეი...

წყნარი და მოკრძAლებული კახა...

-3-


ვიტალი სუვორიანი... სოსო გრიგოლავა....

ერთ ბრძოლაში დაიღუპნენ, დაიღუპნენ და სხვისი სიცოცხლე გადაარჩინეს.

ერთსაც და მეორესაც ავღანეთის მკაცრი სკოლა ჰქონდათ გავლილი.

წყნარი და თავდაბალი ვიტალი...

წერდა ლექსებს, უკრავდა გიტარაზე, მღეროდა, კარგად ხატავდა. დიდსაც

უყვარადა და პატარასაც.

ლამაზი კეთილი სოსო...

მეგობრებმა არ იცოდნენ, რომ იგი დაავადებული იყო შაქრის დიაბეტით.

მათ შეეძლოთ მონაწილეობა არ მიეღოთ ამ ომში, მაგრამ მათ ძლიერ უყვარდათ თავისი მრავალტანჯული სამშობლო.

ბიჭებმა ვერ მოასწრეს თავისი ოჯახის შექმნა, შეიძლება ვერ მოასწრეს შეყვარებაც...

მათ ალბათ გულგრილად არც შეეძლოთ ეყურათ სხვისი უბედურებისათვის და ამიტომაც აღმოჩნდნენ ომის წინახაზზე. დაკრძალვის დღეს მთელი ქალაქი

ემშვიდობებოდა ვიტალიკს და სოსოს.

-4-

ვიტალი არეშინი

რამდენ თავსატეხს უჩენდა მასწავლებლებს, ცელქი და მოუსვენარი იყო.

მაგრამ დასჭირდა თუ არა სამშობლოს, ის დაუფიქრებლად წავიდა მის დასაცავად. ვიტალიმ არაერთხელ შეასრულა საბრძოლო დავალება, მაგრამ ერთხელაც შოუმფრენი დავალებიდან აღარ დაბრუნებულა...

რამდენი ეძებეს-ვერ იპოვნეს.

ვიტალი დაკარგულია უგზოუკლოდ. მისი მშობლები დღემდე ელოდებიან მას:

იქნებ ერთ დღესაც გაიღოს კარი და ზღურბლზე გამოჩნდეს ვიტალიკი და თქვას: “აი, მე დავბრუნდი”.

მშობლებს არ სჯერათ მისი დაღუპვის ამბავის.

არც ჩვენ არ გვჯერა და არც გვსურს დავიჯეროთ. ადამიანი ხომ იმედით ცოცხლობს და ჩვენც გვინდა ხმამაღლა ვთქვათ: “ვიტალი ჩვენ შენ გელოდებით”.

-5-

იგორ ბახტაძე... კეთილი, წყნარი, გონიერი, დინჯი.

მუდამ მომღიმარი, მხიარული, ცელქი -სერგო პლატოვსკი.

მას დაკრძალვის დღეს მხოლოდ 22 წელი შეუსრულდა.

იგორმა და სერგომ ბევრი მშვიდობიანი მაცხოვრებელი გადაარჩინეს.

მაგრამ ბოლო გამოფრენა მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ისინი ძალიან კეთილნი იყვნენ, ამიტომაც უარი ვერ უთხრეს ყველა მათგანს,

ვინც შველას ითხოვდა. დაეხმარნენ ბევრს, მაგრამ ბედისწერამ წაიყვანა ისინი

ამ ცხოვრებიდან ისე, რომ ყველას დახმარება ვერ შესძლეს, ვინც მათ იმედიანად ელოდა. მათ კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლოთ.

წყარო http://gimilisbichebi.blogspot.com/2009/06/blog-post_215.html


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 27.03.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 03.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0