სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10490

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ოდისეი გიორგის ძე ჯიროვი (ჟიროვი) 1973-93წწ გარდ. 20 წლის ოჩამჩირე დაბ. ნოვოროსიისკი ოდისეი გიორგის ძე ჯიროვი (ჟიროვი) 1973-93წწ გარდ. 20 წლის ოჩამჩირე დაბ. ნოვოროსიისკი ოდისეი გიორგის ძე ჯიროვი (ჟიროვი) 1973-93წწ გარდ. 20 წლის ოჩამჩირე დაბ. ნოვოროსიისკი

1973-1993 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

22       ბეჭდვა

ოდისეი გიორგის ძე ჯიროვი (ჟიროვი) 1973-93წწ გარდ. 20 წლის ოჩამჩირე დაბ. ნოვოროსიისკი

 რიგითი ოდისეი გიორგის ძე ჯიროვი (ჟიროვი), დაბადებული 1973 წლის 4 აგვისტოს ნოვოსიბირსკის ოლქშა. ეროვნებით ბერძენი. მსახურობდა ოპერატიულ პოლკში 1992 წლის მაისიდან. დაიღუპა 1992 წლის 30 აგვისტოს ქ. ოჩამჩირეში.


კახა ახობაძე 1972-93წ. გარდ. კვიტოული აფხაზეთში წარმ. სოფ. წყაროსთავი საგარეჯო



ოდისეი ჯიროვი..... კახა ახობაძე....

ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ,ყველგან ერტად იყვნენ და ერთადაც წავიდნენ სამშობლოს-საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების დასაცავად.

ქართველი და ბერძენი

ოდისეის 14 აგვისტოს 19 წელი შეუსრულდა, 10 დღეში კი ის დაიღუპა.

მას სიცოცხლე უყვარდა, მისი ცასავით სულ მომღიმარე თვალები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა. ის ძალიან კეთილი იყო.

დაღუპულ ოდისეის მორიდებული და წყნარი კახა მწარედ დასტიროდა;

და მაშინ იქ მეგობრის საფლავზე მან დაიფიცა,A რომ შურს იძიებდა.

ის თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებდა.

მან ფიცი შეასრულა, მაგრამ თავისი სიცოცხლე ვერ შეინარჩუნა.

კახას დაღუპვის შემდეგ ჯიბეში უპოვნეს ოდისეის სურათი, რომელზედაც კახას სისხლი იყო. სიკვდილმა ისინი სამუდამოდ დააძმობილა.

კახასაც და ოდისისაც შეეძლოთ უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე:

ოდისეი იყო ერთადერთი ოჯახის მარჩენალი, რომელსაც ავადმყოფი დედა და არასრულწლოვანი ძმა ჰყავდა.

კახა კი სკოლაშიც კი განთავისუფლებული იყო ფიზკულტურის გაკვეთილისაგან, რადგან ფეხები აწუხებდა და ამას გარდა მიღებული ჰქონდა

საბრძოლო ჭრილობა, რომელსაც ახლობლებს უმალავდა.

კახასაც და ოდისეისაც უყვარდათ თავისი მიწაწყალი და სხვანაირად ვერც მოიქცეოდნენ!!!

თანაპოლკელებს ისინი ძალიან უყვარდათ და არც შეიძლება ისინი არ გყვარებოდათ.

ყოველთვის სიცოცხლით სავსე და მხიარული ოდისეი...

წყნარი და მოკრძAლებული კახა...

-3-


ვიტალი სუვორიანი... სოსო გრიგოლავა....

ერთ ბრძოლაში დაიღუპნენ, დაიღუპნენ და სხვისი სიცოცხლე გადაარჩინეს.

ერთსაც და მეორესაც ავღანეთის მკაცრი სკოლა ჰქონდათ გავლილი.

წყნარი და თავდაბალი ვიტალი...

წერდა ლექსებს, უკრავდა გიტარაზე, მღეროდა, კარგად ხატავდა. დიდსაც

უყვარადა და პატარასაც.

ლამაზი კეთილი სოსო...

მეგობრებმა არ იცოდნენ, რომ იგი დაავადებული იყო შაქრის დიაბეტით.

მათ შეეძლოთ მონაწილეობა არ მიეღოთ ამ ომში, მაგრამ მათ ძლიერ უყვარდათ თავისი მრავალტანჯული სამშობლო.

ბიჭებმა ვერ მოასწრეს თავისი ოჯახის შექმნა, შეიძლება ვერ მოასწრეს შეყვარებაც...

მათ ალბათ გულგრილად არც შეეძლოთ ეყურათ სხვისი უბედურებისათვის და ამიტომაც აღმოჩნდნენ ომის წინახაზზე. დაკრძალვის დღეს მთელი ქალაქი

ემშვიდობებოდა ვიტალიკს და სოსოს.

-4-

ვიტალი არეშინი

რამდენ თავსატეხს უჩენდა მასწავლებლებს, ცელქი და მოუსვენარი იყო.

მაგრამ დასჭირდა თუ არა სამშობლოს, ის დაუფიქრებლად წავიდა მის დასაცავად. ვიტალიმ არაერთხელ შეასრულა საბრძოლო დავალება, მაგრამ ერთხელაც შოუმფრენი დავალებიდან აღარ დაბრუნებულა...

რამდენი ეძებეს-ვერ იპოვნეს.

ვიტალი დაკარგულია უგზოუკლოდ. მისი მშობლები დღემდე ელოდებიან მას:

იქნებ ერთ დღესაც გაიღოს კარი და ზღურბლზე გამოჩნდეს ვიტალიკი და თქვას: “აი, მე დავბრუნდი”.

მშობლებს არ სჯერათ მისი დაღუპვის ამბავის.

არც ჩვენ არ გვჯერა და არც გვსურს დავიჯეროთ. ადამიანი ხომ იმედით ცოცხლობს და ჩვენც გვინდა ხმამაღლა ვთქვათ: “ვიტალი ჩვენ შენ გელოდებით”.

-5-

იგორ ბახტაძე... კეთილი, წყნარი, გონიერი, დინჯი.

მუდამ მომღიმარი, მხიარული, ცელქი -სერგო პლატოვსკი.

მას დაკრძალვის დღეს მხოლოდ 22 წელი შეუსრულდა.

იგორმა და სერგომ ბევრი მშვიდობიანი მაცხოვრებელი გადაარჩინეს.

მაგრამ ბოლო გამოფრენა მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ისინი ძალიან კეთილნი იყვნენ, ამიტომაც უარი ვერ უთხრეს ყველა მათგანს,

ვინც შველას ითხოვდა. დაეხმარნენ ბევრს, მაგრამ ბედისწერამ წაიყვანა ისინი

ამ ცხოვრებიდან ისე, რომ ყველას დახმარება ვერ შესძლეს, ვინც მათ იმედიანად ელოდა. მათ კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლოთ.

http://gimilisbichebi.blogspot.com/2009/06/blog-post_215.html


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.06.2021
ბოლო რედაქტირება 12.04.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0