სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10608

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
ჯემალ სვანიძე დ.1964წწ ვეტერანი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ჯემალ სვანიძე დ.1964წწ ვეტერანი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი სვანიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

69       ბეჭდვა

ჯემალ სვანიძე დ.1964წწ ვეტერანი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

ჯემალ ნოდარის ძე სვანიძე დაიბადა 1964 წლის 01 ივნისს ქ. სოხუმი აფხაზეთი


სოხუმელი ეროვნული მოძრაობის აფხაზეთის ფრთის წარმომადგენელი ედპ-ს დამფუძვნებელი სოხუმში. სამოქალაქო ომის დროს დავტოვე პარტია მიუღებელი მოქმედებების გამო!!!

 1992-93 წ. საქართველო-რუსეთის ომის მონაწილე, საველე მეთაური ცუგუროვკა-იაშტუხის მიმართულებით, დაჭრილი, მე-2 ჯგუფის ომის ინვალიდი, დაჯილდოებული მედლებით ,,საბრძოლო დამსახურებისთვის,, და ,,მხედრული მამაცობისთვის,, ცოლშვილიანი მეუღლე მალაზონია რუსუდანი-გალის რ-ნის ს

 საბერიოს მკვიდრი, შვილები კონსტანტინე და სალომე სვანიძეები დაოჯახებულნი ველოდები პირველ შვილიშვილს-ქალიშვილისაგან

განათლება უმაღლესი ყოფილი სკოლის დიტექტორი, ომის დროს 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის 1-ლი ასეულის მეთაური. ამჟამად ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდი

მამა ნოდარი კონსტანტინეს ძე სვანიძე დაბ. 1933 წ. 10 მარტს გარდაიცვალა 2008 წ. 18 დეკემბერს დაიბადა სოფ. თავისუფლება სოხუმი,  დაკრძ. თბილისში ლისის ტბ. მიმდებარე სასაფლაოზე

დედა ფაქიზი ასტიონი ასული ბენიძე დაბ. 1934 წ. 16 ნოემბერს გარდაიცვალა 2003 წ. 20 ნოემბერს დაიბადა სოფ. თავისუფლება სოხუმი,  დაკრძ. თბილისში ლისის ტბ. მიმდებარე სასაფლაოზე

ბაბუა კონსტანტინე სვანიძე დაიკარგა ქერჩში 1943წ. 

ბაბუა და ბებია ასტიონ ბენიძე, ანეტა კოპალიანი დაბადებული გულირიფშის რაიონის ს. ოქტომბერი, ცხოვრობდნენ სოხუმის რაიონოს სოფ. თავისუფლებაში

სოხუმის რაიონის ს. ბირცხის მთა, თავისუფლება ბიძაშვილ-დეიდაშვილები თამაზი საღინაძე და ყარამან ბენიძე

სიმამრი ცხონებული ღუდა რადიონის ძე მალაზონია დაბ.1938 წ. გალის რ-ის სოფ. საბერიო

ჩვენი წინაპრები ადრე ცხოვრობდნენ აფხაზეთში ლეჩხუმიდან არ იყვნენ სვანი ხარძიანები

მე-17 საუკუნეში სანამ აფსუებს ჩაასახლებდა ყვაპუ შერვაშიძე ჩრდილო კავკასიიდან ადიღე-ჩერქეზებს ბიჭვინთის ეპარქიის წინამძღოლი იყო ჩვენი წინაპარი დავით სვანიძე

მერე შელოესივნენ წარმართები ჩვენ ტაძრებს და მონასგრებს და აწიოკებდნენ მღვდელ მონაზვნებს იძულებული შეიქმნა ნეტარი მეუფე დავითი სამეგრელოში გადასულიყო

იქ სვანიძეების გვარისგან შეიქმნა სამი მეგრული გვარი: ჯღარკავა, ცქვიტარია და ცქვიტაია!

ნაწილი კი ამჟამინდელი სოჩა ტუაფსეს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ეხლაც ამ რეგიონში 1500 მდე სვანიძე ცხოვრობს და სოფ. პლასტუნკაში სკოლა და ანსამბლიც კი აქვთ ქართული


ჯემალ სვანიძის მოგონებები

1993 წლის 16 სექტემბერი უმძიმესი დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში.

       ეძღვნება რუსეთ-საქართველოს ომში 1993 წლის 16-27 სექტემბერს სოხუმის დაცვისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს!

   1993 წლის 15 სექტემბერი, როგორც წესი ყოველდღე ვიკრიბებით თავისუფლების შტაბში და საღამოსკენ მოდის საგანგაშო ინფორმაცია ცენტრალური შტაბიდან: მოსალოდნელია მტრის დავდასხმა! ეს ჩემთვის მოულოდნელი არ არის რადგან სულ ვფიქრობდი, რომ მოღალატე შევარდნაძის ე. წ. სამშვიდობო ხელშეკრულება ჩვენთვის დამღუპველი იყო, მაგრამ მზარავს იმის ფიქრი რომ განიარაღებული სოხუმი და მისი რაიონის სოფლები სავსეა მშვიდობიანი მოსახლეობით ჩვენ დედებს, მამებს, შვილებს, მოხუცებს მშვიდი ძილით ძინავთ, ხვალ ხომ სკოლა და ინსტიტუტი იწყება არ იციან რა უდიდესი ტრაგედია გველის ხვალინდელი დილიდან!

   სასწრაფოდ ვჯდებით ჩვენ ,,ურალზე,, და მივეშურებით იაშტუხის, ბირცხის, პატარა კამანის ჩვენი ბიჭებისკენ. სასწრაფოთ ამოსაღებია ის გადამალული იარაღი(ძირითადად,,ტრაფეი,, ივლისში ცუგუროვკის ბრძოლებში მოპოვებული) ავტომატები 2-2 მჭიდით, ყუმბართმტყორცნი, ,,აგს,,-ი, ტყვიამფრქვევი და სნაიპერის შაშხანა. დილის 7 საათზე მზად ვართ ვინც მწყობრშია, რადგან 2-27 ივლისის ბრძოლებში დიდი დანაკლისები განვიცადეთ ცუგუროვკა-იაშტუხის სიმაღლეების დაცვისას. დაიჭრა პირადი შემადგენლობის მესამედი, დაგვეღუპნენ გამორჩეული ვაჟკაცები კაკო კურტანიძე, თენგო ძაძამია, ელგუჯა კოპალიანი, რომანი ბერულავა, დემური ქარდავა, ომარი ფანჩვიძე, ნავაზი ჯიმშელეიშვილი. დიდება გმირებს!!!

აკაკი (კაკო) კურტანიძე 1934-93წწ. გარდ. სოფ. ცუგუროვკა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. საკირე ბორჯომი სამცხე-ჯავახეთი

თენგიზ ძაძამია 1960-93წწ გარდ. იაშტუღა სოხუმი აფხაზეთი




  8 სთ-ზე მოვიდნენ აწ გარდაცვლილი ბატალიონის მეთაური რეზო ასმავა და მისი მოადგილე ცხონებული ზური შენგელია. ,, შენ შრომის ტრასას მიხედე ჩვენ ბირცხის მთას გავამაგრებთ,,- მომცა დავალება ცხონებულმა რეზომ და წავიდა.

   9 საათისთვის დაიწყო გრუხუნი შორიდან თურმე პირველი შეტევა რუსებმა კოდორზე განახორციელეს. და 20 წუთში წამოვიდა შრომაში დაბანაკებული პირსისხლიან ფაშისტების უზარმაზარი არმადა ტანკებით, ტექნიკით, ცოცხალი ძალით მოღალატურად, ლაჩრულად დაგვესხნენ თავს! ორ მთას შუა ვიწრო ხეობაა თავისუფლების მისადგომები და პირდაპირ გზა  პირველი კამანისკენ, სირბილით გავეშურეთ და ზადიგორასთან-ჩაის პატარა პლანტაციასთან შევეტაკეთ მტერს ხელჩართულ ბრძოლაში!!! ე.წ. რუსი სამშვიდობოები შემოუძღვნენ ათასი ჯურის დაჯგუფებებს ჩრდილო-კავკასიელ კონფედერატების, კაზაკების, სომხების, აფსუა სეპარატისტების პირსისხლიან ბატალიონებს. სწრაფად აიღეს პირველი კამანი, დახვრიტეს, გაანადგურეს მშვიდობიანი მოსახლეობა და მოემართებოდნენ თავისუფლებისკენ.

    ალბათ უფალმა და წმინდა გიორგიმ გვიშველა რომ 16-17-18-19 სექტემბერს შევაჩერეთ გავეშებული ურჩხული, რამაც საშუალება მისცა თავისუფლების, ბირცხის, იაშტუხის მოსახლეობას გახიზნულიყვნენ და მტერმა ვერ მოახერხა სოხუმის ელვისებური აღება თორემ მსხვერპლი ათჯერ და ასჯერ მეტი იქნებოდა.

  ამ სისხლიან ბრძოლებში დაიღუპნენ ჩვენი მე-8 ბატალიონის 1-ლი ასეულის გმირი მებრძოლები ზაურ თოდუა, გოჩა კვანტალიანი, დათო ეფაძე, ლაშა ლაშხია, თემურ სალნთხუციშვილი, ზური ბენიძე, გონერი ადეიშვილი, ტარიელ კოპალიანი, 19 სექტემბერს ჩვენ დასახმარებლად მოსული ,,იუპიტერის,, მებრძოლი ჩემი სკოლელი ელგუჯა ბაღათურია, ,,ცხუმის,, მებრძოლი ჩემი მეგობარი ლომა კოპეშავიძე და მრავალი ქართველი გმირი ვაჟკაცი!!!



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.04.2021
ბოლო რედაქტირება 22.04.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0