სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 აკაკი  (კაკო) კურტანიძე 1934-93წწ. გარდ. სოფ. ცუგუროვკა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. საკირე ბორჯომი სამცხე-ჯავახეთი  აკაკი  (კაკო) კურტანიძე 1934-93წწ. გარდ. სოფ. ცუგუროვკა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. საკირე ბორჯომი სამცხე-ჯავახეთი

1934-1993 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კურტანიძე სია

ბორჯომი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

344       ბეჭდვა

აკაკი (კაკო) კურტანიძე 1934-93წწ. გარდ. სოფ. ცუგუროვკა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. საკირე ბორჯომი სამცხე-ჯავახეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

აკაკი  სიმონის   ძე  კურტანიძე  დაიბადა  1934  წლის  3 აპრილს  ბორჯომის  რაიონის  სოფელ  საკირეში. 


1958  წლიდან -  ოჯახის  შექმნის შემდეგ,ცხოვრობდა  სოხუმის  რაიონის  სოფელ  თავისუფლებაში. მუშაობდა  სამშენებლო  კოოპერატივის  თავჯდომარედ.

     1992   წლის  აგვისტოში, აფხაზეთში  ომის  დაწყების  პირველივე  დღიდან  ჩაეწერა  საქართველოს  შეიარაღებული  ძალების   რიგებში. იყო  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული   ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  I  ასეულის  შემქმნელი  და   პირველი  მეთაური, შემდეგ  ბატალიონის  მეთაურის  მოადგილე.


     აკაკი  კურტანიძემ  თავი  გამოიჩინა  როგორც  სამშობლოს  ერთგულმა  და  თავდადებულმა  პატრიოტმა . 60  წლის  ვაჟკაცს  მებრძოლები  „მთის  ვეფხვს“  ეძახდნენ.  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში  შრომა-ცუგუროვკის  მიმართულებით.


   აკაკი  კურტანიძის  უნარიანი  ხელმძღვანელობით  ბატალიონმა  მოიგერია  მტრის  არაერთი  შემოტევა.  განსაკუთრებით  თავი  გამოიჩინა  1993 წლის  2-27  ივლისის  შემოტევების   დროს,როცა რუსეთის  გენშტაბში  დაიგეგმა  სოხუმის  აღების  ოპერაცია,ქალაქის  ჩრთილოეთიდან  შრომა-ცუგუროვკის  სიმაღლეების  მიმართულებით.  სისხლისმღვრელ  ბრძოლებში  კაკო  კურტანიძის  მეთაურობით  მოგერიებულ  იქნა  სომხების  „ბაგრამიანის“,   ჩეჩნების   „ბასაევის“  და  რუსეთის  „ფსკოვის  დივიზიის“  ბატალიონების  შემოტევები,რის გამოც  მტერმა  განიცადა   დიდი  დანაკლისი  და  უკან  დაიხია.  მიმდინარე  ბრძოლების  დროს, 9  ივლისს  კაკო  კურტანიძე  გმირულად  დაიღუპა  ცუგუროვკის  სიმაღლეზე.

  აკაკი  კურტანიძე   დაკრძალულია  სოფელ  თავისუფლებაში.

   აკაკი  კურტანიძე  სიცოცხლეში  დაჯილდოვებული  იყო  ვახტანგ   გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით,ხოლო  სიკვდილის  შემდეგ, საქართველოს   პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  მთლიანობისთვის  ბრძოლაში გამოჩენილი  გმირობის  , ვაჟკაცობისა  და თავგანწირვისათვის  აკაკი  კურტანიძე  დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I   ხარისხის  ორდენით.


აკაკი (კაკო) კურტანიძე - გამორჩეული ქართველი გმირი ვაჟკაცი საქართველოს თავისუფლების და მთელი აფხაზეთის რაინდი-კაკო კურტანიძე დაიბადა 1934 წლის 3 აპრილს ბორჯომის რ-ის ს.საკირეში.1958 წ. ოჯახის შექმნიდან ცხოვრობდა სოხუმის რ-ის ს. თავისუფლებაში ჰყავდა 4 შვილი და 4 შვილიშვილი. მუშაობდა სამშენებლო კოოპერატივის თავმჯდომარედ.

1992წ. აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღიდან მსახურობდა 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის I ასეულში იყო მისი შემქმნელი და პირველი მეთაური,შემდეგ ბატალიონის მეთაურის მოადგილე.კაკო კურტანიძემ თავი გამოიჩინა როგორც სამშობლოს ერთგულმა,თავდადებულმა პატრიოტმა. 60 წლის ვაჟკაცს მებრძოლები ,,მთის ვეფხვს“ ეძახდნენ.იგი მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციებში შრომა-ცუგუროვკის მიმართულებით.კაკო კურტანიძის უნარიანი ხელმძღვანელობით ბატალიონმა მოიგერია მტრის არაერთი შემოტევა.

 განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993წ. 2-27 ივლისის შემოტევების დროს როცა რუსეთის გენ-შტაბში დაიგეგმა სოხუმის აღების იპერაცია შრომა-ცუგურუვკის სიმაღლეების მიმართულებით. 

ამ სისხლისმღვრელ ბრძოლებში კაკო კურტანიძის მეთაურობით მოგიერებული იქნა სომხების ,,ბაგრამიანის’’ ,ჩეჩნების ,,შამილ ბასაევის’’, რუსეთის ,,ფსკოვის დივიზიის“ ბატალიონების შემოტევები. მტერმა განიცადა დიდი დანაკლის და უკან დაიხია. 9 ივლისს კაკო კურტანიძე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

  დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III და I ხარისხის ორდენებით. დასაფლავებულია ს. თავისუფლებაში.

ვიდეოში ჩანან 1993 წლის 2-27 ივლისს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულ 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის 1-ლი (ცუგუროვკის) ასეულის მებრძოლებს.  კაკო კურტანიძე, თენგო ძაძამია, ომარ ფანჩვიძე, დემურ ქარდავა, ელგუჯა კოპალიანი, რომან ბერულავა, ნავაზ ჯიმშელეიშვილი დიდება გმირებს, 29 წლის წინ გადაღებულ ამ კადრებში ნათლად სჩას ის სულისკვეთება და თავდადება, რაც გაგვაჩნდა ბიჭებს. გურამ გორელიშვილის მეოხებით შემოგვენახა ომის შემდგომ გარდაცვლილი ჩვენი ძმების სახეები, რამაზ კვიციანი, გიზო საღინაძე (ოლიფანტე), თენგო ჩიჩუა, ზური ადეიშვილი (ფარფალია), შოთიკო შურღაია, სოსო მიქავა, დათო საღინაძე

თენგიზ ძაძამია 1960-09/07/93წწ გარდ. იაშტუღა  სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი



პოსტის ავტორი: ჯემალ სვანიძე დ.1964წწ ვეტერანი დაბ. სოხუმი აფხაზეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.06.2021
ბოლო რედაქტირება 12.07.2022
სულ რედაქტირებულია 10

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 07.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0