სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლელა ჭინჭარაული ბაჭყულას ასული 1970-93წწ გარდ. 23 წლის, ლაბრა ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ლაზვიანი დუშეთი ლელა ჭინჭარაული ბაჭყულას ასული 1970-93წწ გარდ. 23 წლის, ლაბრა ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ლაზვიანი დუშეთი

1970-1993 წწ. გარდ. 23 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჭინჭარაული სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

ლელა ჭინჭარაული ბაჭყულას ასული 1970-93წწ გარდ. 23 წლის, ლაბრა ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. სოფ. ლაზვიანი დუშეთი

დუშეთის რაინში გარდაცვლილი 54 მებრძოლი ბადრი პაპიაშვილისგან გადადი ლინკზე

ლელა ჭინჭარაული ბაჭყულას ასული 1970-93წწ გარდ. ლაბრა ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დ. სოფ. ლაზვიანი დუშეთი გარდ. 02 ივლისი 1993წ. დუშეთის ბატალიონი, მოხალისე, რიგითი, დაკრძალულია 17 ივლისი 1993წ. სოფ. ლაზვიანი დუშეთი

ლელა ჭინჭარაული ქალი, რომელიც აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის 2 ივლისს,  სოფელ ტამიშთან (ოჩამჩირის რაიონი) დუშეთის ბატალიონის ათობით სხვა თანამებრძოლთან ერთად დაიღუპა.

გოგი ჭინჭარაული ნაამბობი:

(ბარისახო,ხევსურეთი)

„ლელა ჭინჭარაულმა 22 წლის ასაკში დაასრულა თავისი ლამაზი სიცოცხლე, არანაკლებ ლამაზი სიკვდილით - მამულისათვის მოკვდა. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ შეჰპუებია ოჩამჩირის შემოგარენში მომდგარ მომხდურთ.

არა და ვინ იფიქრებდა ამ თვალხატულა გოგოს სისხლისმღვრელ ომში წასვლას...

დედამისი, ექვსი შვილის გამზრდელი ძილა არაბული იხსენებს:

"ბალღობაში სწავლაც უყვარდა, ხელსაქმისკენაც მიუწევდა გული - ქსოვაც ეხერხებოდა, ქარგვაც, კერვაც... საქონელსაც ჰპატრონობდის... დაღლა არ იცოდა, მოქნილი, დაუზარელი იყო".

ბარისახოს სკოლაში სწავლისას რაიონული შეჯიბრება გამართულა გოგონებს შორის ძროხის სწრაფად მოწველაში და ლელას გაუმარჯვია, მაგრამ სხვისთვის, "პატრონიანისთვის" მიუციათ პირველობა და უცხოეთში წასასვლელი საგზური, მას კი თურმე მხოლოდ მცირე პრიზი არგუნეს.

ალბათ, პირველად მაშინ შეეჩეხა უსამართლობას...

"დუშეთში სწავლობდა და მშობლებს არც კი გაგვაგებინა, რომ დუშეთის სამხედრო ნაწილში მივიდა ომის დროს".

ბადრი დიდებაშვილი, დუშეთის სწრაფი რეაგირების შტაბის უფროსი:

"ლელა 1993 წლის გაზაფხულზე შემოგვიერთდა, ქმართან ერთად ჩამოვიდა. სანინსტრუქტორად მუშაობდა. 2 ივლისს მტერმა ზღვიდან გადმოსხა დესანტი, რომელმაც ალყაში მოაქცია ჩვენი შტაბი. ამ ბრძოლამ შეიწირა ლელა, რომელსაც შიშისა არაფერი ეტყობოდა, ისე იდგა მებრძოლი მამაკაცების გვერდით".

პ.ს უღრმესი მადლობა ინფორმაციისთვის ლაშა სირანაშვილს



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.04.2021
ბოლო რედაქტირება 03.05.2022
სულ რედაქტირებულია 3




ჭინჭარაული

1 0

მიხეილ (ძელო) ჭინჭარაული1965-92წწ გარდ. 27 წლის ეშერაში აფხაზეთი, ჩოლოყაშვილის სახელობის 1 მოტომსროლელი ბატალიონის ოცმეთაური. დაბ. სოფ.ვერონა (გომბორი) საგარეჯო კახეთი

3 0


გოჩა (ფელშერა) ჭინჭარაული ხვთისოს ძე 1970-93წწ გარდ. 23 წლის, სოფ. კინდღი ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ბარისახო დუშეთი

2 0


გოჩა ჭინჭარაული 1970-02/07/93წწ გარდ. ტამიში აფხაზეთი დაბ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა

2 0


ბადრი ჭინჭარაული გარდ. 1957-03/09/93წწ 36 წლის სოფ. ლაბრა, აფხაზეთი დაბ. თიანეთი

2 0


გიგლა ჭინჭარაული დ.1960წ. პოეტი სოფ. ვერონა, საგარეჯო

1 0


მიხეილ (დოხტური) ჭინჭარაული 1949წ. პოეტი დაბ. ხევსურეთის ამაგდარი დაბ. შატილი ხევსურეთი

4 0

ნინო ჭინჭარაული 1988წ. მწერალი, პოეტი, წარმ. შატილი ხევსურეთი

1 0


ლადო ბესოს ძე ჭინჭარაული 1981წ. პარასპოტსმენი, ამერიკის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. დაბ. თელავი

1 0


იმედა ჭინჭარაული დ.1994წ. მსოფლიო ჩემპიონი, მკლავჭიდი, დაბ. ახმეტა კახეთი

1 0

14 5 4