გოჩა ჭინჭარაული მგელიკას ძე დაიბადა 10 დეკემბერი 1970 წელს ბარისახოში 02 ივლისი 1993 წელს ტამიშში აფხაზეთი
დედა და მამა ასაკში გარდაიცვალა ტუპერკულიოზით, იზრდებოდა სოფელ ბიწმენდი, იქიდან დადიოდა სკოლა ინტერნატში.
ყოველ ორშაბათს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიყვებათ ერთი გმირის ისტორიას
გოჩა ჭინჭარაული დაიბადა 1970 წლის 4 ოქტომბერს, ბარისახოში. გოჩამ საფერშლო სასწავლებელი დაამთავრა და შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მსახურობდა; 1991 წლის 21 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის (სამხედრო ნაწილი N 2054) პირველი ბატალიონის პირველ ასეულში. როდესაც საქართველოს მთლიანობა დასაცავი იყო, ხევსური ბიჭი,ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა ჯერ სამაჩაბლოში, ხოლო შემდეგ _ აფხაზეთში, სადაც საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა ოჩამჩირისა და სოხუმის რაიონებში, კერძოდ, ცაგერაში, ძველ კინდღში, ტამიშში; 14-16 მარტის გუმისთის ბრძოლებში, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში სოფელ აჩადარაში. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო განათლება ჰქონდა_ფერშალი იყო, საომარი მოქმედებების დროს, იარაღით ხელში იბრძოდა, სნაიპერული შაშხანით. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშში, რუსული დესანტის შემოტევის დროს, გამთენიისას, სოფელ ძველ კინდღში, თანამებრძოლებთან ერთად იცავდა პოზიციებს. დაჭრილი თანამებრძოლის გამოსაყვანად შევიდა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში, რა დროსაც, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა; გოჩა ჭინჭარაული დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბარისახოში.
გელა ათაქიშვილი _თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი_ ‘’გოჩა ხევსური ბიჭი იყო, ბარისახოდან. სამშობლოს წინაშე, თავის ვალს,პირნათლად და სამაგალითოდ იხდიდა. განათლებით სამედიცინო მუშაკი გახლდათ; მიუხედავად ამისა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში_ იარაღით იცავდა სამშობლოს და, ასევე, ეხმარებოდა დაჭრილ მეომრებს; არა ერთი მებრძოლი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან. ჯერ კიდევ 1992 წელს, სამაჩაბლოში მიმდინარე კონფლიქტის დროს, იგი ირიცხებოდა სპეცრაზმის შემადგენლობაში, რომლის მეთაური, კაკო მაღალდაძე გახლდათ. კაკომ შექმნა სპეციალური დანიშნულების ოცეული და კარგად გაწვრთნა; მათ შორის იყო გოჩა ჭინჭარაულიც. ეს ოცეული, აქტიურად იცავდა მომხდურისაგან ქართულ სოფლებს_ზემო ნიქოზს, კეხვს, ქურთას, აჩაბეთს. როგორც კი, 1993 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში, საომარი მოქმედებები დაიწყო, გოჩამ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეეტანა სამშობლოსთვის ბრძოლაში, უკვე, აფხაზეთში და, თითქმის, ყველა საბრძოლო ოპერაციაში იღებდა აქტიურ მონაწილეობას, მათ შორის, 14-16 მარტის გუმისთის ბრძოლების წარმატებულ ოპერაციაშიც. იგი იარაღით ხელში, (სნაიპერული შაშხანით’’დრაგუნოვი’’) ებრძოდა მოწინააღმდეგეს. გოჩამ და მისმა თანამებრძოლებმა, შეძლეს და დაიკავეს პოზიციები სოფელ აჩადარასთან, კერძოდ, წყალსაქაჩთან_ეს ის ტერიტორიაა, საიდანაც აფხაზები შემოვიდნენ; იქ, მეორე ბატალიონი იყო განლაგებული; ჩვენმა მებრძოლებმა დაიბრუნეს კიდეც ის ტერიტორიები; ამ წარმატებულ ოპერაციაში, გოჩას პირადი წვლილი დიდი იყო. მაშინ იგი უკვე სერჟანტი გახლდათ.
1993 წლის 2 ივლისს, გამთენიისას, როცა ტამიშში რუსული დესანტი გადმოსხეს და ჩვენმა შენაერთებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები, გოჩა, თავის ქვედანაყოფთან ერთად, მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მოწინააღმდეგეს. მაშინ, ჩვენ, ერთად ვიბრძოდით _მე პირველი ბატალიონის საველე მეთაური ვიყავი, გოჩა კი_ მთელი ამ დანაყოფის ერთ-ერთი სამედიცინო მუშაკი (მას, მეტსახელად’’ფერშალა’’ დავარქვით); მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან იარაღით ხელში დაიწყო ბრძოლა. გოჩამ, 2 ივლისს, მოახერხა ალყიდან გამოსვლა, მაგრამ მისი თანამებრძოლი,მგელიაშვილი_ახოვანი, ვაჟკაცი, ამ საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა და ალყიდან ვერ შეძლო თავის დაღწევა. გოჩამ ეს რომ გაიგო, უკვე სამშვიდობოს გამოსული, შებრუნდა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში თანამებრძოლის გამოსაყვანად. სწორედ ამ დროს მოხვდა მას სნაიპერის ტყვია, სასიკვდილოდ...
ძალიან თბილი ბიჭი იყო, ხევსურისთვის დამახასიათებელი მთის კაცის ბუნებით; ძალიან პრინციპული, სამართლიანი, მეგობრებს ყოველთვის მხარში ედგა, როგორც მებრძოლი და როგორც სამედიცინო მუშაკი. მას, გარკვეული საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა მიღებული სამაჩაბლოდან და ამ თავის გამოცდილებას, უშურველად უზიარებდა თავის ჯარისკაცებს, სერჟანტებს და ხანდახან, ზემდგომებსაც კი. მოგვიანებით, იგი ათეულის მეთაური გახდა და თავის ათეულზე განსაკუთრებით ზრუნავდა და ეხმარებოდა_ უხსნიდა ტაქტიკური ბრძოლის ელემენტებს, ასევე, ასწავლიდა ჭრილობის დამუშავებას და პირველად სამედიცინო დახმარებას. გამორჩეული ვაჟკაცი გახლდათ და ვაჟკაცურადაც გავიდა ამ ქვეყნიდან! სამშობლოს ერთიანობას შესწირა თავისი უდრეკი და ლამაზი სიცოცხლე...’’
კაკო მაღალდაძე, საპატრულო პოლკის შტაბის უფროსის მოადგილე,გოჩა ჭინჭარაულის მეთაური_ ‘’გამორჩეული, ვაჟკაცური,სამართლიანი, ძალიან მეგობრული იყო გოჩა, ხოლო როგორც მებრძოლი_უშიშარი, ერთგული, თავგანწირული. აი, სწორედ ისეთი, ნამდვილ ხევსურს რომ შეჰფერის. ღალატი არ იცოდა, რა იყო. ისეთი ბიჭი გახლდათ, წარმოუდგენელია, არ შეგყვარებოდა და მის მიმართ პატივისცემით არ ყოფილიყავი განმსჭვალული. საფერშლო ჰქონდა დამთავრებული და ყოველთვის ღიმილით იხსენებდა_ ძალიან მიჩვეული ვიყავი ყურადღების ცენტრში ყოფნას, ჯგუფში, 40 სტუდენტიდან, კაცი, მხოლოდ მე ერთი ვიყავი და გოგონები აქეთ მანებივრებდნენო.იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა; მთის კაცი იყო, მთაში გაზრდილი და ბევრ რამეს იქით ვსწავლობდით მისგან მეთაურები. სამაჩაბლოში, ერთ-ერთი ოპერაციის დროს, ტყეში გათენება მოგვიწია. არ შევიდეთ, ტყეში, კოღოები დაგვკბენენო-იცინოდა; მისი ინიციატივით,შემდეგ, მდელოზე მოვეწყვეთ_ხის ტოტებით და მორებით მოვაწყვეთ სადგომი. ფაქტობრივად, მან მასწავლა ტყეში მოქმედება_ რა სახეობის მცენარეები უნდა გამოგვეყენებინა სადგომის გადასახურად, ქვეშაგებად რომელი დაგვეფინა; მუხლმაგარი იყო, როგორც ყველა ხევსური; ძლიერიც იყო, სადაც საჭირო იყო, მორჩილიც, მაგრამ თუ ამის საშიშროებას დაინახავდა, მთის კაცისთვის დამახასიათებელ სიჯიუტესა და პრინციპულობასაც გამოავლენდა. არასოდეს მასთან ურთიერთობის პრობლემა არ ჰქონიათ არც ზემდეგებს და არც მის ქვეშევრდომებს. მას, როგორც ჩვენს მაშინდელ ყველა ჯარისკაცს, მორალი და ზნეობა უმაღლეს დონეზე ჰქონდათ! ოფიცრებს, ჯარისკაცი, რა შემთხვევაში ამახსოვრდებათ, იცით? ან ძალიან ცელქი უნდა იყოს, ცოტა უხეში და დაუმორჩილებელი, ან ძალიან კარგი, გამორჩეული და გაბედული, უშიშარი_ სხვა შემთხვევაში, ძნელად შეიძლება, დაგამახსოვრდეს შენი მეომარი. გოჩა სწორედ ისეთი იყო თავისი თვისებებით, ხასიათით, გამორჩეული ვაჟკაცური ცხოვრებით_მას ვერასოდეს დაივიწყებდი! სამაჩაბლოში,ერთად მოგვიწია ბევრ ოპერაციაში მონაწილეობა_იშვიათად შემხვედრია მასავით გაბედული, თავდადებული მებრძოლი! თავის ცოდნას მაქსიმალურად ამჟღავნებდა და სხვებსაც უზიარებდა. იმდენად უშიშარი იყო, მის თვალებში, ვერასოდეს ამოიკითხავდი შიშს! შიშის გრძნობა მისთვის უცხო იყო. ამავე დროს, იყო ძალიან მოწესრიგებული. დისციპლინა იყო მაშინ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთმანეთს ვეყრდნობოდით, ერთმანეთის გვჯეროდა, ვენდობოდით_ გოჩა, ამ ყველაფრის ავანგარდში იდგა! უცებ პოულობდა გამოსავალს, არასოდეს დაიბნეოდა. შემდეგ, აფხაზეთშიც_ გუმისთაზე, კინდღშიც ერთად ვიყავით. იქაც გამორჩეული მებრძოლი იყო! ბოლო ბრძოლის დროს, კინდღში,როცა უკვე გოჩა აღარ იყო, ჩვენთან, მამამისი_ხვთისო ჩამოვიდა და ჩუმად მითხრა_ გთხოვ, არ დამიმალო, ჩემი შვილი ცოცხალია თუ არაო. ვერ დაგიმალავ, კაცი ხარ და პირდაპირ გეტყვი სიმართლეს -მეთქი... გეხვეწები, დედამისს ასე პირდაპირ ნუ ეტყვი, ვერ გადაიტანსო-მთხოვა. თუმცა,ვერ მოითმინა,ალბათ, ხვთისო ძიამ და მეუღლეს სიმართლე, თავად უთხრა გოჩას დაღუპვის შესახებ. შვილის სიკვდილით გამწარებული, გულგაგლეჯილი დედა, უჩუმრად ამდგარა ღამე, საბძელში ჩასულა, სადაც თოფი ეგულებოდა და ერთი გასროლით მოისწრაფა სიცოცხლე! მას,თავისი გარდაცვლილი შვილის ცხედარიც კი არ უნახავს_გოჩას ჩამოსვენებასაც კი ვერ მოესწრო! გოჩას, დედის ცრემლი არ გაჰყოლია იმ ქვეყნად, თუმცა, იქ კი დახვდებოდა, დედა, მარადისობაში და გულში ჩაიკრავდა თავის მონატრებულ, გმირ ვაჟკაცს! თავისი სიკვდილით, ათას ცოცხალს რომ სჯობს, აი, იასეთი იყო ეს ხევსური ბიჭი_გოჩა ჭინჭარაული!’’
გოჩა ჭინჭარაული (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია მედლით ‘’მხედრული მამაცობისათვის’’.
მადლობა შორენა სიხარულიძეს
გოჩას დასთან ერთად ზრდიდა ნინო ჭინჭარაული თათარას ასული გოჩა იყო ძმის შვილიშვილი დაიბადა ბარისახო. 1905-2007წწ გარდ. 102 წლის
ისმაილ ჭინჭარაული ნიკოლოზის ძე დაიბადა სოფელი თეზამი 1958 17 ივნისი ახლა ცხოვრობს სოფელ ბიწმენდი, ნინო ჭინჭარაულის შვილი, პატრონობს გოჩას ხსოვნას და საფლავს
მარინა ბუღულაშვილი სერგოს ასული დაიბადა 10 მაისი 1961 წელი დუშეთის რაიონი სოფელი შუახევი ისმალის მეუღლე
მემორიალი სოფელი ბიწმენდი ოთხი მებრძოლი
ივანე ბეკურაშვილი, ვასილ ბეკურაშვილი, ლევან ბეკურაშვილი, გიგო ბეკურაშვილი, რომან სუხიაშვილი, გერმანოს სუხიაშვილი, გრიშა სუხიაშვილი, შაქრო ბიბილური, ბენო ქათამაძე, ივანე ბეკურაშვილი, ვლადიმერ ბელურაშვილი.
აბრაამ სუხიაშვილი, თედო სისაური, მიხეილ სისაური, ვალიკო სისაური, გოგია მამულაშვილი, ვასო მამულაშვილი, მიხეილ მამულაშვილი, სიმონ მამულაშილი, გიორგი მამულაშვილი, თედო საღირაშვილი, ნიკა საღირაშვილი, ნიკა საღირაშვილი, ლევან სუხიაშვილი, ვანო კაპანაძე.
ანზორ გელიაშვილი, ლუარსაბ გელიაშილი, ლევან გელიაშვილი, სოლომონ რაზმაძე, ვასილ რაზმაძე, ვახტანგ რაზმაძე, დიმიტრი რაზმაძე, ლევან რაზმაძე, პეტრე მამულაშვილი, პაატა ბეღუკაძე, არჩილ სუხიაშვილი, შაქრო სუხიაშვილი, ნიკოლოზ მეზვრიშვილი.
გოჩა ჭინჭარაული გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა
ემზარ რაზმაძე დაკარგულია 1993 აძიუბჟა ოჩამჩირე აფხაზეთი წარმ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა
ნუგზარ რაზმაძე დაკარგ. 1993წ. აძიუბჟა ოჩამჩირე წარმ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა
ემზარი და ნუგზარი არიან ძმები
მამუკა ბეკურაშვილი გოჩას ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა