სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
მამუკა ბეკურაშვილი გოჩას ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა მამუკა ბეკურაშვილი გოჩას ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა მამუკა ბეკურაშვილი გოჩას ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა

1987-2008 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბეკურაშვილი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

359       ბეჭდვა

მამუკა ბეკურაშვილი გოჩას ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა

მამუკა ბეკურაშვილი გოჩას ძე 21 აგვისტო 1987-08 აგვისტო 2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა კაპრალი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.


მამუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსი იყო, მაგრამ ძმა დაელოდა და სკოლაში ერთად წავიდნენ – ერთ კლასში სწავლობდნენ.

სავალდებულო სამსახურიც ერთად მოიხადეს და კონტრაქტზეც ერთად დარჩნენ. ერთ ასეულში მსახურობდნენ. აგვისტოს ომშიც ერთად წავიდნენ. ორივე ტანკებით. მამუკას ოცეული ცხინვალში შევიდა, ირაკლის ოცეული ცხინვალის მისადგომებთან.

ირაკლის ტანკი რომ აუფეთქეს, ავტომატით შეჰყვა მეოთხე ბრიგადის ბიჭებს. ძმას ეძებდა ბრძოლის ველზე. მერე გაიგო, რომ მამუკა დაჭრილა.

შინ გადარეკა, მამუკას მიხედეთ, დაჭრილებში ეძებეთო.

 


მამუკა კი... სნაიპერის ტყვიით შუბლგახვრეტილი გააცალეს ბრძოლის ველს.

მასაც აუფეთქდა ტანკი, კანტუზიაც მიიღო, მხარშიც დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ დატოვა. არადა უკვე დაბომბვაც დაწყებული იყო. დატოვა კი არა, შედი-გადიოდა, დაჭრილები გაჰყავდა მანამ, სანამ სნაიპერის ტყვიამ არ მოუღო ბოლო... და დასაბამი მისცა მის უკვდავებას.


გმირი – მამუკა ბეკურაშვილი მცხეთის რაიონში, სოფელ ბიწმენდში დაიბადა.

სოფლის მთავარ გუჩას მიენიჭა მამუკა ბეკურაშვილის სახელი


ტარიელ ბეკურაშვილი, ძმა:

„ჩემზე სამი წლით უფროსი იყო, მაგრამ უფრო მეტით უფროსი მეგონა, ბავშვობიდანვე დიდი კაცივით იქცეოდა, კაცურად აზროვნებდა, დაუფიქრებლად არაფერს აკეთებდა. სულ მარიგებდა, ჭკუას მასწავლიდა. მის ხელში ვარ გაზრდილი. მე კი არა, ჩვენს უფროს ძმას – ირაკლისაც არიგებდა ჭკუას. ირაკლი მასზე ერთი წლით უფროსია. მარტო ჩვენთან კი არა, მეგობრებთან და ამხანაგებთანაც ასე იქცეოდა. ძირითადად უფროსი ასაკის მეგობრები ჰყავდა, უფროს ძმაკაცებთანაც ჭრიდა მისი სიტყვა. თანატოლებთან, ვისთანაც მეგობრობდა, ყველას რჩევებს აძლევდა. მე მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი, მიმაჩნდა, რომ ჩემზე გამოცდილი და ჭკვიანი იყო.


დასჯით არც ერთხელ დავუსჯივარ, სიტყვით მაგებინებდა, მეც ყოველთვის ვუჯერებდი, ვიცოდი, რომ სიმართლეს მეუბნებოდა. არ მახსოვს, ჩემთვის ეჩხუბოს. ეჩხუბოს კი არა, ტონს არ უწევდა. როცა პრობლემა მქონდა სკოლაში, ყოველთვის გვერდში მედგა.

სპორტს არ მისდევდა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი იყო. სახლში ხანდახან ვარჯიშობდა ხოლმე. ადრე ბავშვობაში ფეხბურთზე დადიოდა ერთი-ორი წელი, ფეხბურთის ყურება უყვარდა ძალიან. კარგი იუმორი ჰქონდა, ყველას ეხუმრებოდა, მაგრამ არ მახსოვს, ვინმეს სწყენოდა მისი იუმორი. ხან ვერც მიხვდებოდი, ხუმრობდა თუ სერიოზულად გეუბნებოდა. კითხვა უყვარდა, სწავლობდა. კარგადაც სწავლობდა, უნდოდა, რომ გაეგრძელებინა, თავისით ემზადებოდა კიდეც, სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულზე უნდოდა ჩაბარება.


ჩემი ძმები ერთად წავიდნენ სავალდებულოში. ვაზიანში მსახურობდნენ. მერე საკონტრაქტოზე დარჩნენ. ბოლო 5-6 თვე გორის სატანკო ბატალიონში მსახურობდნენ. ახლა გაზაფხულზე უმთავრდებოდა კონტრაქტი...“

ტარიელმა მამუკა ბოლოს ომამდე ერთი კვირით ადრე ნახა.


ტარიელი: „მამუკა შემდეგ დღეებშიც მოდიოდა შინ და დილით მიდიოდა სამსახურში, შვიდ აგვისტოსაც სახლიდან წავიდა ნაწილში, მაგრამ მე ერთი კვირით ადრე ვნახე, მეორე დღეს მთაში, თიანეთში წავედი დასასვენებლად. მამუკა რომ სახლში შემოვიდა, მე გარეთ გამოვდიოდი, მეგობრებთან. მეგობრებთან ვიყავი და გული სახლისკენ მიმიწევდა, კარგად მინდოდა, დავლაპარაკებოდი, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, გვიან მომიწია მისვლა და დიდხანს ვერ ვილაპარაკეთ. ომის დაწყების წინა დღეს დამირეკა, დამელაპარაკა, ბოლოს, რომ მემშვიდობებოდა, მითხრა: ჭკვიანად მოიქეციო. მანამდე ასეთი რამ არასოდეს უთქვამს.


მაშინ არ დავფიქრებულვარ, მაგრამ მერე...

შვიდ აგვისტოს დილას წასულა სახლიდან. შვიდში ღამით, განგაშისას გაიყვანეს ჩემი ორივე ძმა ცხინვალში. სხვადასხვა ტანკებში ისხდნენ.

ერთ ასეულში იყვნენ, სხვადასხვა ოცეულებში. მაგათი ბატალიონის ტანკები მიდიოდა წინ, უკან მეოთხე ბრიგადა მიჰყვებოდა.


მამუკა ცხინვალის ბაზართან 8 აგვისტოს, გამთენიისას დაღუპულა.


ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარით ტანკი აუფეთქეს. მძღოლი დაეჭრათ. მამუკამ და მისმა ოფიცერმა კანტუზია მიიღეს, მაინც გამოარიდეს დაჭრილი მძღოლი სამშვიდობოს. თვითონაც დაიჭრა მხარში. ისევ შებრუნდა უკან დაჭრილების გამოსაყვანად. ტანკებიც გამოჰყავდა. როგორც მიყვებიან, მამუკას უთქვამს, მაგათ რატომ დავუტოვო, ამ ტანკებზე დაჭრილებსა და დახოცილებს აწვენდა და გამოჰყავდა. 4-5 მებრძოლი გამოუყვანია, მაგრამ მერე სნაიპერს მოუკლავს – შუბლში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. ვინც ბრძოლის ველიდან გამოიყვანა, იმან თქვა. ჩემს უფროს ძმას, ირაკლისაც აუფეთქეს ტანკი ცხინვალის მისადგომებთან, ბედად გადარჩა, მერე ცხინვალში ავტომატით შეჰყვა მეოთხე ბრიგადას, მამუკას ეძებდა, იქ გაიგო, რომ დაჭრილი იყო. მოატყუეს, რომ მსუბუქად იყო ფეხში დაჭრილი. ჩვენ გაგვაგებინა, მიხედეთო. ჩემი მშობლები და ნათესავები გორის ჰოსპიტალში გაცვივნენ. მაგრამ მშობლებს დაუმალეს, რომ დაღუპული იყო, ნათესავებს უთხრეს. იმავე ღამით ჩამოვედი მთიდან, ჩემს ძმასაც გავაგებინეთ მეორე დღეს, როცა უკვე გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან და გორის მისადგომებთან დააყენეს. მანამ ვუმალავდით, რომ არ ანერვიულებულიყო...


სოფელში დავკრძალეთ... დედა ძალიან მძიმედ ეგუება ამ ამბავს...

პოპულარული იყო გოგოებში, მაგრამ სერიოზულად არ ჰყვარებია ვინმე. 21 აგვისტოს 21 წლის უნდა გამხდარიყო და ოქროს დაბადების დღე უნდა გადავიხადოო, ამბობდა. არ დასცალდა...“

დედასთან მზია ბაიდაშვილი დარჩოს ასული დაბადებულია 04 აგვისტო 1962 წელი სოფელი მუხრანი

დედა მზია ბაიდაშვილი დარჩოს ასული დაბადებულია 04 აგვისტო 1962 წელი სოფელი მუხრანი

მამა ბეკურაშვილი  გოჩა ირაკლის ძე 22იანვარი 1963 წელი


მშობლების გოჩას ბეკურაშვილი და მზია ბაიდაშვილი 


მემორიალი სოფელი ბიწმენდი ოთხი მებრძოლი


ივანე ბეკურაშვილი, ვასილ ბეკურაშვილი, ლევან ბეკურაშვილი, გიგო ბეკურაშვილი, რომან სუხიაშვილი, გერმანოს სუხიაშვილი, გრიშა სუხიაშვილი, შაქრო ბიბილური, ბენო ქათამაძე, ივანე ბეკურაშვილი, ვლადიმერ ბელურაშვილი.

აბრაამ სუხიაშვილი, თედო სისაური, მიხეილ სისაური, ვალიკო სისაური, გოგია მამულაშვილი, ვასო მამულაშვილი, მიხეილ მამულაშვილი, სიმონ მამულაშილი, გიორგი მამულაშვილი, თედო საღირაშვილი, ნიკა საღირაშვილი, ნიკა საღირაშვილი, ლევან სუხიაშვილი, ვანო კაპანაძე.

ანზორ გელიაშვილი, ლუარსაბ გელიაშილი, ლევან გელიაშვილი, სოლომონ რაზმაძე, ვასილ რაზმაძე, ვახტანგ რაზმაძე, დიმიტრი რაზმაძე, ლევან რაზმაძე, პეტრე მამულაშვილი, პაატა ბეღუკაძე, არჩილ სუხიაშვილი, შაქრო სუხიაშვილი, ნიკოლოზ მეზვრიშვილი.


გოჩა ჭინჭარაული გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა


ემზარ რაზმაძე დაკარგულია 1993 აძიუბჟა ოჩამჩირე აფხაზეთი წარმ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა



ნუგზარ რაზმაძე დაკარგ. 1993წ. აძიუბჟა ოჩამჩირე წარმ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა

ემზარი და ნუგზარი არიან ძმები




მამუკა ბეკურაშვილი გოჩას ძე 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ბიწმენდი მცხეთა


სტენდი გააკეთა და ინფორმაცია მოგვაწოდა ზურაბ გურამის ძე საგინაშვილი ვეტერანი დაბადებულია 1962 წელი  მცხეთა

ინამშრომლა ტარიელ ბეკურაშბილი ძმა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 13.08.2022
სულ რედაქტირებულია 7

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 30.08.2021
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0