სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
2004წ. სამაჩაბლოში გარდაცვლილი 16 მებრძოლი სია 2004წ. სამაჩაბლოში გარდაცვლილი 16 მებრძოლი სია
ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

2004წ. სამაჩაბლოში გარდაცვლილი 16 მებრძოლი სია


მარცხენა მხარეს ფოტოზე არის დათო შიომღვდლიშვილი. 111 ე თელავის ბატალიონის მებრძოლი რომელიც 2004 წელს სამაჩაბლოს ბრძოლაში მტერთან უთანასწორო ბრძოლას შეეწირა
P.S სამწუხაროდ 2004 წლის კომფლიქტი დღეს არ არის ცნობილი და ცნობისათვის შეაძლებელია მოძიება ქსელში. "2004 წლის სამაჩაბლოს კომფლიქტი
სამაჩაბლოს 2004 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სახელობითი სია. 111-ე თელავის ბატალიონი

2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო, რის შედეგადაც ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული გმირი ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს კომანდოს ბატალიონის კაპრალმა თავისი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა, ზაზა სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც სამი ჯარისკაცი გადაარჩინა. მოწინააღმდეგის დანაკარგები უცნობია. 7 აგვისტოს დაწყებული შეტაკებები 2 კვირის მანძილზე პერმანენტულად გრძელდებოდა. ქართული პოლიციის მხრიდან ერგნეთის ბაზრობის დახურვამ, რეგიონში სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. საპასუხოდ ოსმა სეპარატისტებმა რუსეთსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის აღმოსავლეთით შემოვლითი გზების აღდგენა დაიწყო და ლიახვის ხეობების მიმართულებით პატრულირებას შეუდგა. 7 აგვისტოს ქართველმა სამშვიდობოებმა რუსული სამხედრო ავტოკოლონა დააკავეს. მეორე დღეს ოსურმა ფორმირებებმა ქართველი პოლიციელები ტყვედ აიყვანეს, შემდგომ კი ტელეკამერების წინ სახალხოდ დაამცირეს. ვიდეოზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა, არტილერია და სამხედროები, რომლებიც შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში კერძოდ კი ცხინვალის რეგიონში გადაადგილდებიან. ბრძოლები უმეტესად სტრატეგიული სიმააღლეების და შემოვლითი გზების დასაკავებლად იმართებოდა, ქართველ ჯარისკაცებსა და რუსულ-ოსურ ფორმირებებს შორის შეტაკებებს რეგულარული სახე მიეცა. ყველაზე მასშტაბური შეტაკება თლიაყანის რაიონში 19 აგვისტოს გაიმართა. სტრატეგიული სიმაღლეების აღების შემდეგ, ქართველ სამხედროებს პოზიციების რუსი სამშვიდობოებისთვის ჩაბარება უბრძანეს. სწორედ სოფელ თლიაყანასთან ჩვენს ჯარისკაცებს ნადავლად ჩრდილო-ოსური ბატალიონის ბმპ-2 დარჩათ. საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობა შსს-ს და თავდაცვის სამინსიტროს სპეცდანიშნულების რაზმებმა (კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადა, ანტი ტერორისტული ცენტრი, გულუას სპეცრაზმი), შავნაბადას მე-113 ბატალიონმა, კომანდოს მე-112 ბატალიონმა, თელავის 111-ე ბატალიონმა და შინაგანი ჯარის ნაწილებმა მიიღეს. ტანკები და მძიმე არტილერია ქართულ მხარეს არ გამოუყენებია, რასაც ვერ ვიტყვით მოწინააღმდეგეზე. არც სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებს და შვეულმფრენებს განუხორციელებიათ საბრძოლო გაფრენა.








































გიორგი ლომიძე ფოტოზე წამოწოლილი ლომაძე





16- ლაშა კაკულია -შსს

17 - არმაზ მელანაშვილი მშვიდობიანი მოსახლე თამარაშენის მკვიდრი გარდ. სნაიპერის ტყვიით 12 აგვისტოს


ფოტოების ნაწილი მოგვაწოდა ლალი ცერაძემ (სამხედრო მკვლევარი)

2008 წელი
უფროსი ლეიტენანტი ლექსო ნატროშვილი.
სერჟანტი ბესო კაპანაძე
სერჟანტი ვასილი სმირნოვი
2012 წელი ავღანეთი
უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე
2021 წელი უკრაინა
სერჟანტი დავით შარტავა
ალექსანდრე ჯანიაშვილის მოგონებები ომზე
2004 წლის წვერიახოზე აგვისტოში განვითარებული რდენიმე კვირიანი ომის მინაწილე ვარ და ჩემმა ბატალიონმა 6 მებრძოლი დაკარგა დღემდე ფეხში ნამსხვრევი მაქვს ყუმბარის აფეთქების მაგრამ საქართველოსთვის ძგერს ეს გული და ჯერ კიდე სისხლი დუღს ვენებში არ ვიხდი მხედრულ საამაყო მჯნდირს დღემდე იმედით რომ მიწაწყალს დავიბრუნებთ და კაცურად წავალთ, ისევე კაცურად წავალთ როგორც კაცურად მოვევლინეთ ამ ქვეყნად
შიო არის თელავიდან უკეთესი ფოტო სამწუხაროდ არა ეს ის პერიოდია როდესაც პოტოების გადაღების საშუალებები იყო მცირე და მხოლოდ ფირიანი ფოტო აპარატიტ ვახერხებდიდ გადაღებას შიო იყო სერჟანტი, ეს ბატალიონი ჩამოყალიბდა 2003 წელს მაშინ იყო 11-ე ბრიგადის 111-ე თელავის ბატალიონი რომელიც დისლიცირებული იყო ჯერ ორხევში შემდეგ თელავში აეროდრომზე. ჩვენ ერთად გავიარეთ კარანტინი ეს იყო ურთულესი პერიოდი სადაც 1200 მოხალისედან შევრჩით მხოლოდ 500 და ჩამოყალიბდა ბატალიონი. ეს ბატალიონიო გამოირჩეოდა დიდი საბრძოლო სულისკვეთებით ერთობით და მიზნის უპირობოდ მიღწევით. შიო იყო ალფა ასეულში სერჟანტად მომთხოვნი სამართლიანი ლიდერი იყო, მამაცი და თავდადებული, სამშობლოზე შეყვარებული 2004 წელს ცხონვალის რეგიონში გამძაფრდა სიტუაცია და მაშინ საქართველოს მხოლოდ ეს 3 ბატალიონი ყავდა 11 თელავის, 12 კომანდო და 13 შავნაბადას ბატალიონები. აგვისტოს 18 რიცხვი იყო როგორც მახსოვს მე დაზვერვის ოცეულში ვიყავი ჩენ პირველები შევედით ერედვიდან წვერიახოზე სადაც 12 ბატალიონი პოზიციებზე იყო განლაგებული და დავიწყეთ ჩანაცვლება როტაცია. დღე იყო ახალბედა ჯარისკაცები ვიყავით გამოუცდელი მაგრამ სისხლი დუღდა ჩვენში შიში არციჯდა პირველი რაც მახსოვს 12 ბატალიონის ერთმა მებრძოლემ ჩანაცვლებისას მითხა, რომ დაბნელდებაო აქ ჯოჯოხეთი ჩამოვაო და მართლაც ასე მოხდა დაბნელების თანავე დაიწყო სროლები მაგრამ ვერ ვიგებდით საიდან გვესვრიან ვინაიდან ტყეში ვიყავით,ცსროლის ხმა თანდა თან გვიახლოვდებიდა ჩვენც ვხსნიდით საპასუხო ცეცხლს ოღონდ დაახლოვებით ხმაზე პირველი ღამე უდანაკარგოდ ჩაიარა, აი მეორე ღამე იყო მძიმე რქციაზე გავიგე რომ ალფა ასეულის პოზიციებზე ბიჭებს სანგარში ჩაუგდეს ყუმბარა არიან დაჭრილები და გარდაცვლილებიც აქედან ერთი დავითი შიო ოყო ჩემი თვალით დავინახე ოვსიანიკოვი ვიქტორი საბრძოლო მასალის ასაღებად რომ გადმორბოდა გზაზე მას მიცლის არეში დიაგონალზე მტერმა გადაატარა ავტომატური ჯერი და ვიქტორი დაეცა მაშინვე გამოვიძახეთ შეჯავშნული ტექნიკა ევაკუაციისთვის და გავუკეთეთ დარდა გასაყვანად მაგრამ გვიანი იყო ვიქტორიც იმ ღამეს დაიღუპა. ყველაზე საინტერესო ისაა რომ საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ ღამე მიდიოდა დღისით გვამები გაყავდათ ტყე ყარდა და სავსე იყო ადამიანების ნაწილებით ეს ნაწილები მტრის დაქირავებული კაზაკების ნაწილები ოყო. მახსოვს მესამე ღამეს დაბნელებისას მე სნაიპერის თანამდებიბაზე ვიყავი დავინახე ოპტიკაში ულვაშებიანი ადამიანი ეუსული სამხედრო უნიფორმით ის თითქოს მოიპწრებიდა. დავხუჭე თვალები და წამიერად გავახილე დავაჭირე სასხლეთს და დავამთავრე მისი გადმოადგილება 4 დღე იყო თუ მეხუთე ჩვენი გაყვანა დაიწყეს პოზიციებიდან და რომ ამოვედით წვერიახოს წვერზე. არსაიდან ამოვარდა ბმპ-ის კოლონა რუსული დროშებით და გენერალი ნაბზოროვის ყვირილი მესმიდა ნე სტრელაიტეო ჩვენ და რუსი ჯარისკაცები პირისპირ ავღმოჩნდით ერთი ბრძანება და იქ სასაკლაო იქნებიდა მაგრამ უპირატესობა ჩვენი იყო გარშემო სულ ჩვენ ვიდექით. შემდგომ მივიღეთ ბრძანება დაგვეთმო წვერიახო და დავბრუნებულვიყავით დისლოკაციის ადგილებზე ამით დასრულდა ეს ჯოჯიხეთი სადაც ჩვენ მივიღეთ საბრძოლო ნათლობა სამწუხაროდ დანაკარგებით და ჩაგვითვალეს სეავლებაში. რაც შეეხება ვიქტორ ოვსიანიკოვს ის იყო მამაცი ვაჟკაცი მას დედა და მამა დაეღუპა როცა ის იყო მცირეწლოვანი და მას ბებო ზრდიდა და როცა ვიქტორი მოკლეს ბებომ ეს ამბავი ვერ გადაიტანა მე 2004 ში ფეხში დავიჭერი და დღემდე ნამსხვრები მაქვს შემორჩილი არც ვაპირებ ამოღებას ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

2004წ, ალექსანდრე ჯანიაშვილი (ნიღბით)
2007 წელს მე ჩამიგდეს ხელში ოსმა სეპარატისტებმა ვანათი დმენისის დამაკავშირებელ ხიდთან და ფიზიკურად გამისწორდნენ გონს რომ მოვედი დავინახე ეუთოს მანქანა მაშინ მივხდი ეგენი რომ არა მომკლავდნენ დროულად გამოჩდნენ



დიმა მაისურაძის მოგონებები

მოკლედ ბოლოს პოზიციაზე ვიყავით კერძოთ სოფელი კეხვის სასაფლაოზე გვქონდა გათხრილი სანგრები და სოფელს ვიცავდით ოსური პოზიცის მხრიდან. ვიყავით ათი ბიჭი მხოლოდ და ცვლა არ გვყავდ დაახლოებით ორი კვირა ფაქტიურად გამოუძინებლები, ერთ ღამესაც ისეთი ნისლი ჩამოწვა რომ სრულიად უკუნეთი იყო შემდეგ კოკისპირული წვიმა და სეტყვა მოყვა მოკლეთ ისეთი სიტუაცია იყო რომ ვიღაც რო მოსულიყო იმ ტერიიტორისს კარგათ მცოდნე დანითაც კი მიგვაკლავდა სახესთან ხელი რო მიმქონდა იმასაც კი ვერ ვხედავდით. როგორც იქნა გათენდა და რო დავიხედე მუხლებამდე ტალახში ვიჯექი ეს ჩემი ტყვიამფრქვევიც ჩემსავით ამოგანგლული იყო ტალახში. ძლივს ამოვბობღდი აკოფიდან სულ სველი და ტალახიანი და წავედი ერთ საფლავთან სადაც გადახურებული მაგიდა და სკამები იყო თან ისეთი ადგილი იყო რო ოსური პოზიციიდან პირდაპირ არ ვჩანდით დავდე ჩემი ტყვიამფრქვევი და დავიწყე დაშლა რომ გამეწმინდა რადგან ადვილათ იკიდებს ჟანგს იარაღი როცა ისვრი. მაგიდის მეორე ბოლოში იჯდა ერთი რუსთაველი ბიჭი ლევანი და რაღაც ამბავს მიყვებოდა ზუსტად არ მახსოვს, მარცხნიდან ფეხის ხმა მომესმა და რო გავიხედე კიდე ერთი ჩემი მეგობარი მოდიოდა თან ისე სასაცილოთ ფაქტიურად ეძინა თან, იარაღი ლულით ეჭირა და ისე მოათრევდა ძირს მომიარა წინიდან აიღო თავის იარაღი და ლულით ჩემსკენ დააგდო მე ამ დროს თან იმ რუთაველ ბიჭს ვესაუბრები თან იარაღს ვწმინდავ, ხანდახან ამ ჩემ ქუთაისელ მეგობარს გავხედავ ხოლმე. მოკლედ დადო ეს ავტომატი მოკიდა აბოიმას ხელი და გაუშვა შემდეგ გადატენა და თითიც გამოკრა ავტომატი იდო მარცხენა გვერდზე და თუ იცი კალაშნიკოვს როცა ისვრი ლულა მიაქვს ზევით რამაც გადამარჩინა. გამოკრა დაახლოებით ხუთი ტყვია გაისროლა გაუშვა უცებ ხელი ავტომატს და გაიქცა ყველაზე საინტერესო ისაა რო მაგიდის ბოლოში მჯდომი რუსთაველმაც დააგდო იარაღი და ისიც გაიქცა მე ვერც მოვედი აზზრზე რა მოხდა და დაუყვირე სადგარბიხართ მეთქი რა მოხდათქო ორივე მოტრიალდა ქუთაისელს დაჭყეტილი აქვს თვალები სრულიად ფხიზელია უკვე და მიყურებს მუცლის არეში მაკვირდება და კითხვას მისმევს ცოცხალი ხარო? კი მეთქი რახდება მეთქი რო ვკითხე გვერდზე დაიხედე და მიხვდებიო სასაფლაოს რეშოტკას ვიყავი მიყუდებული და ისე ვწმენდდი იარაღს ხო და ეს რეშოტკ ჩემგან ხუთ სანტიმეტრში იყო პირველი ტყვია მოხვედრილი და ორი კიდე იქვე იგივე მანძილებზე დაშორებითერთმანეთისგან. მოკლედ მარჯვენა მხრით რო დებულიყო ავტომატი პირდაპირ გადამატარებდა ზედ, ეს რუსთაველი ცალკე თავზე ისვამს ხელს თან თავის ხელს დახედავს ხოლმე მოვიდა ჩვენამდე და თავიდან სისხლი ხომ არ მომდისო გულგახეთქილი ჩვენ გვეკითხება ბოლოს გაირკვა რო ავტომატი როცა ისვრის ცარიელ გილზებს გვერდზე აგდებს და ის ცარიელი გილზი მოხვდა თავში და ისეთი შოკირებული იყო რო ეგონა თავში მოარტყეს ტვია წარმოიდგინე სროლის ხმა და გრევე თაში რაღაც რო ხვდება რა დაემართებოდა.... მერე სამივემ ერთად და შემდეგ ამ სროლის ხმაზე დანარჩენიც მოვიდნენ, ცოტა ვინერვიულეთ მერე სიცილში გადავზარდეთ და დღესაც ხალისით ვიცსენებთ ხოლმე თუ კინაღამ როგორ მომკლა საუკეთესო ძმაკაცმა. დღეს ისიც ჩემსავით ოთხი შვილის მამაა...



მოგონება ზეზვა ვაჟას ძე ხორნაული დაიბადა 1976 წელს თბილისში, წარმომავლობით კაწალხევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოშიმცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტშიმაღაროსკარის თემში.[1] მდებარეობს გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მ. დუშეთიდან 47 კმ.

2004 წლის ომის დროს ასეთი ამბავი მოხდა.. ბევრს მოვუყევი კიდეც ეს ისტორია და ადრე აქაც დავპოსტე .. მოკლედ: 2-დან 11 აგვისტომდე დაუჯერებლად გვიმართლებდა და არცერთი დაჭრილი არ გვყავდა.. არადა რაც მე ვნახე საკუთარი თვალით: ორს გპ25-ის ჭურვი ჩაუვარდა სანგარში რომელიც არ აფეთქდა (მას მერე ერთმა გამოშიგნა და დღემდე გადარჩენის სადღეგრძელოებს სვამს იმ ჭურვით), ერთს "ლიმონკა"გაეხსნა ჯიბეში რომელიც ასევე არ აფეთქდა (არადა ასეთი რამ მილიონში ერთხელ შეიძლება მოხდეს).. ერთს კი...ჩაფხუტში რო 3 ტყვიას ჩაგარჭობენ და შენ კისერიც არ გეტკინება)) 3 კაცს სამიზნე მოუწყვიტა მტრის ტყვიამ 2-ს კი ლულა გაუხვრიტა.. ვიმეორებ ეს რაც პირადად მე ვნახე!!!! თორე ბევრად მეტი ასეთი სასწაული ხდებოდა და ადრეც დავწერე ამის შესახებ.. აღჭურვილობის პაჟს რო გაგიწყვიტავს ტყვია ისე რო სხეულს არ შეეხება.. ხო ხვდებით რამხელა გამართლებაზეა საუბარი?! მეც თქვენი მონა-მორჩილი რამდენჯერმე აშკარა სიკვდილს გადავურჩი.. ერთ მომენტს გავიხსენებ.. მიწით სავსე ტყვიების ცინკზე მედო ავტომატი (სხვა გზა არ მქონდა) და როცა ამოვედი რპგ7-ის სასროლად და რაკეტა გავუშვი დაბრუნებულს იმხელა შემომავალი ნახვრეტი დამხვდა ამ ყუთზე იქ რო ვყოფილიყავი თავს წამაცლიდა)).. გვიცავდა რაღაც.. და ამას ვგრძნობდით ყველა.. და აი დადგა 11 აგვისტო.... მტრის დაჯგუფება აღმოაჩინეს ძველი დანგრეული ეკლესიის ტერიტორიაზე(ირგვლივ სულ კაზაკები, რუსები და ოსები იყვნენ) და მეთაურმა გასცა ბრძანება არტილერიით(ნაღმტყორცნებით) დაემუშავებინათ ეს ტერიტორია! მას შეახსენეს რო იქ წმინდა ადგილი იყო.. თუმცა.. მეთაურმა იმოქმედა სუფთა პროფესიონალურად და ბრძანება არ შეცვალა.. 11 აგვისტოს საღამო იქნებოდა როცა იქ მტრის ის დაჯგუფება განადგურებულ იქნა.. სულ რაღაც 2-3 საათი არ იყო გასული რო ჩამობნელდა და წვიმამ დაუშვა.. ამ შუა აგვისტოში ისეთი ყინვა და სუსხი დაიწყო სულ ძვალსა და რბილში ატანდა და დილამდე წყალში მოგვიწია ჯდომა.. თუ ღამეში საშუალოდ 15 ჭურვის გასროლა შემეძლო 2-ჯერ ძლივს ამოვაღწიე სახელდახელო სანგრიდან და ისიც თვალი დავიზიანე როცა ტოტს წამოვახიე.. იმ ღამეს 2 კაცი დაგვეღუპა, 5-6 დაგვეჭრა.. და მას შემდეგ თითქმის ყოველი დღე სისხლიანად მთავრდებოდა ჩვენთვის... ლომები დავკარგეთ! ჩემი აზრით ეს ნიშნავდა იმას რო ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება და მაშინ მეომრები ამას მიხვდნენ.. ჩვენ ღმერთი გვიცავდა.. არის რაღაც, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი.. რაც ლოგიკას არ ექვემდებარება.. ცუდი შედარება შეიძლება გამომივიდეს მაგრამ მაშინ ღვთის "მესიჯი"ასეთი იყო.. -აჰა.. ე.ი. არ გჭირდებით იმდენად ძლიერებად მიგაჩნიათ თავი.. ხოდა აბა თქვენ იცით-წარმატებები.. და მან, არა ბოლომდე მაგრამ აიღო ჩვენზე ჩამოფარებული კალთა..



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.05.2021
ბოლო რედაქტირება 10.08.2023
სულ რედაქტირებულია 11





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0