სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი შინაგანი ჯარი წიგნიდან საქართველოსთვის
მერაბ ანგის ძე მაჩაიძე დაიბადა 1965 წლის 5 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთაში. ბაბუშარის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქალაქ ხარკოვის ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში.
1993 წლის მარტში გაიწვიეს შინაგან ჯარში.
მერაბ მაჩაიძე 1993 წლის 2 ივნისს ,ტამიშის ბრძოლაში 28 წლის ასაკში გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის მერაბ მაჩაიძე ,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.