სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9090

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
აბაქარ მაგამედოვი აფხაზეთის ომის 1946-93წწ გარდ. აფხაზეთი მფრინავი თელავი, კახეთი  აბაქარ მაგამედოვი აფხაზეთის ომის 1946-93წწ გარდ. აფხაზეთი მფრინავი თელავი, კახეთი  აბაქარ მაგამედოვი აფხაზეთის ომის 1946-93წწ გარდ. აფხაზეთი მფრინავი თელავი, კახეთი  აბაქარ მაგამედოვი აფხაზეთის ომის 1946-93წწ გარდ. აფხაზეთი მფრინავი თელავი, კახეთი  აბაქარ მაგამედოვი აფხაზეთის ომის 1946-93წწ გარდ. აფხაზეთი მფრინავი თელავი, კახეთი  აბაქარ მაგამედოვი აფხაზეთის ომის 1946-93წწ გარდ. აფხაზეთი მფრინავი თელავი, კახეთი  აბაქარ მაგამედოვი აფხაზეთის ომის 1946-93წწ გარდ. აფხაზეთი მფრინავი თელავი, კახეთი

1944-1993 წწ. გარდ. 49 წლის

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

232       ბეჭდვა

აბაქარ მაგამედოვი აფხაზეთის ომის 1946-93წწ გარდ. აფხაზეთი მფრინავი თელავი, კახეთი

ბუქო აბაქარ ზელიმხანის ძე მაგამედოვი დაიბადა თელავში 1944 წელს აქვე დაამთავრა სკოლა,  დედა ვარა ჭაბაშვილი მუშაობდა პოლიკლინიკაში, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მუშაობდა სამოქალაქო ავიაციაში, შემდგომში სამხედრო ავიაცია, ვერტფრენზე, მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთის ომში. 1993 წლის 15 იანვარს სეპარატისებმა ჩამოაგდეს აბაქარ მაგამედოვის  Mи-24 ტიპის ვერტფრენი, პილოტი ადგილძე გარდაიცვალა, მიენიჭა საქართველოს გმირის წოდება, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი. დაკრძალულია თელავში. სადაც ცხოვრობდა ქუჩას მიენიჭა აბაქარ მაგამედოვის სახელი. შთამომავლობა არ დარჩენია. ინფორმაცია მოგვაწოდა მეზობელმა ვანო გოცირიძემ. ბატონი ვანო გახლავთ ფერმწერი დახატული აქვს აბაქარის პორტრეტი.


1993 წლის იანვრის პირველ ნახევარში, ოჩამჩირის რაიონში სეპარატისტები რამდენჯერმე შეეცადნენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.

3 იანვარს მტერმა მასირებული იერიში მიიტანა – ცხენისწყლის, ტამიშის და კვიტოლის პოზიციებზე მდგარ ქართულ ძალებზე. ცხენისწყალთან ჩვენი გენშტაბის მონაცემებით მოწინააღმდეგემ 15 კაცი დაკარგა. ჩვენ 4 კაცი დაგვეჭრა. ტამიშთან თავად აფსუები ოთხკაციან დანაკარგზე საუბრობენ (ო. კასლანძია, ა. მიქაია, დ. ამიჩბა და მ. სანძავა). კვიტოლთან გამართულ ბრძოლას რაც შეეხება, მასზე ცალკე ვისაუბრებ.

წინა დღეს კოჩარასთან ჩვენი ექვსი მზვერავი ჩასაფრებაში მოჰყვა და უთანასწორო ბრძოლაში ოთხი მათგანი დაიღუპა (გ. ბუჩხრიკიძე, ბ. ფანცულაია....???).



3/4 იანვრის ღამით, დაქირავებულებმა კამანს მეზობელი სოფლიდან – ამზარადან შეუტიეს. შეტევა მოგერიებულ იქნა. მტერმა 6 მებრძოლი დაკარგა.

სოხუმის შტურმამდე და მის შემდგომ პერიოდშიც, გუმისთის ფრონტზე პოზიციური ბრძოლები არ წყდებოდა. მსხვერპლი იყო ორივე მხარეს.

6 იანვარს ზემო ეშერაში რუსებმა შეცდომით აფხაზური Л – 39 (ალბატროსი) ჩამოაგდეს, რომელსაც ყველაზე გამოცდილი აფხაზი პილოტი – ოლეგ ჩამბა მართავდა. რუსეთის ქ. სმოლენსკში, ოდინცოვოს სასაფლაოზე, მისი სახელობის კენოტაფია (საპატიო მონუმენტი) დადგმული. ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, თუ სინამდვილეში ვის და რას წარმოადგენდა მოწინააღმდეგის მხარე.

7 იანვარს მტრის 130–კაციანმა შენაერთმა, რომელსაც ბესლან კვირაია მეთაურობდა, ათარა – აფხაზურასთან მდებარე სიმაღლეებს – პანგანა–არქუს და კაკობა–არქუს შეუტია. მტერმა ორივე სიმაღლე დაიკავა, თუმცა მალევე ჩვენებს დამხმარე ძალა მოუვიდათ და დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს. აფსუებმა 10 კაცი დაკარგეს (ბ. კვირაია (მეთაური),ი. ცვიჟბა, ა. კვიცინია, ი. აპშიცბა და კუტოლის ბატალიონის ექვსი მებრძოლი).

ამავე დღის ღამის საათებში, გუმისთის და ოჩამჩირის ფრონტებზე, აფხაზთა დივერსიული ჯგუფები იქნა განადგურებული (რამდენიმე კაცი ტყვედაც აიყვანეს ჩვენებმა, ძირითადად ჩრდილო კავკასიელები).

8 იანვარს მოწინაარმდეგე ოხურეის ერთი ნაწილს – აქვეშს (სალი –არქუს სიმაღლე) უბრძოლველად დაეუფლა. 10 იანვარს კი სოფლის დანარჩენი ნაწილის დაკავება განიზრახა. ამჯერად ჩვენმა ძალებმა მომხდურს მძაფრი წინააღმდეგობა გაუწიეს და პოზიციები შეინარჩუნეს. მტერმა ამ ოპერაციის დროს 7 კაცი დაკარგა (ბ. კორტავა, რ. კორტავა, მ. ჯინჯოლია, ბ. ჯინჯოლია, გ. ფაჩულია, თ. ჩაჩხალია და ს. ჯინჯოლია).

ამავე რიცხვში ტყარჩელთან, რუსულმა მი –8 ტიპის ვერთფრენმა კატასტროფა განიცადა. დაუზუსტებელი ცნობით ვერტფრენში დაქირავებული მებრძოლები იმყოფებოდნენ.

11 იანვარს ოჩამჩირისა და გალის რაიონების საზღვარზე, აფხაზთა 14 კაციანი დივერსიული ჯგუფი იქნა განეიტრალებული (მოკლულ იქნა ჯგუფის სამი წევრი, დანარჩენები კი ტყვედ აიყვანეს).

13 იანვარს ფოქვეშთან და არადუსთან მოხდა შეტაკებები. მოწინაარმდეგემ 2 – 2 კაცი დაკარგა.

14 იანვარს მტერმა ზემო კინდრის მიმართულებით ფართომაშტაბიანი იერიში განახორციელა. ბრძოლაში ჩვენი მი – 24 ტიპის ვერთფრენიც ჩაერთო, რომელიც რუსმა მებრძოლმა ვიქტორ სტროიმ ჩამოაგდო. დაიღუპა ორივე პილოტი (აბაქარ მაგომედოვი და გოდერძი გვრიტიშვილი). ამ „დამსახურებისთვის“ ვ. სტროის აფხაზეთის უმარლესი ჯილდო – გმირის წოდება მიანიჭეს. აგვიფეთქეს ასევე ტანკი და ბმპ–ე. ტყვედ აიყვანეს ჩვენი რამდენიმე მებრძოლი. მძიმე დანაკერგების მიუხედავად, სოფლის შენარჩუნება მაინც მოხერხდა. აფსუები ოთხ დაღუპულზე საუბრობენ, თუმცა რეალურად 2–3 ჯერ მეტი დანაკარგი უნდა განეცადათ.

15 იანვარს მოწინააღმდეგის მორიგი სამიზნე სოფელი კვიტოლი გახდა. ჩვენი 25 კაციანი შეაერთი (მერხეულის ბატალიონი) მტერმა ალყაში მოაქცია. გმირული წინაარმდეგობა 7–8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლო საათებში შინაგანი ჯარის ნაწილებმა მტერს ერთ–ერთი ფლანგიდან დაარტყეს და ამან ალყაში მოქცეულებს, თავის დაღწევის საშვალება მისცა. მერხეულის ბატალიონმა 12 კაცი დაკარგა (ვახტანგ ნარსავიძე (საკუთარ შვილს გადაეფარა და მის ხელში დალია სული), ელვანდი კვიციანი, ტელმან კვიციანი (ალყიდან გამოაღწია, მაგრამ მძიმედ იყო დაჭრილი და მალევე გარდაიცვალა), სერგეი ვერელჯიანი, ლერი პირველი (უგზო–უკვლოდ დაიკარგა), ოლეგ ხერგიანი (ტყვედ აიყვანეს და სასტიკად აწამეს)................???). შინაგანი ჯარებიდან ორი მებრძოლი – კახა ახობაძე და მამუკა თაბუკაშვილი დაიღუპნენ. მტერმა ათობით მებრძოლი დაკარგა (ჩვენი მხარე 60 კაცზე საუბრობს. აფსუები საერთოდ არ ახსენებენ დანაკარგებს).

იმავე დღეს კვიტოლიდან 2–3 კილომეტრის მოშორებით, სოხუმის ბატალიონის ოცეულის მებრძოლებსაც მოუწიათ ბრძოლაში ჩართვა. ცოცხალი არავინ გადარჩენილა, ყველა მათგანი დაიღუპა (დეტალები სამწუხაროდ უცნობია ჩემთვის).

იმავე რიცხვში ქვემო ეშერაში, მტრის ძალებმა მძიმე ტექნიკის კონცენტრაცია მოახდინეს და სოხუმის მიმართულებით ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. დაიჭრა ჩვენი ერთ მებრძოლი. საპასუხო ცეცხლის შედეგად, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით (ჩვენი გენშტაბის ინფორმაციით) მოწინააღმდეგემ 15 კაცი დაკარგა.

ამ ორ კვირიანი ბრძოლების შედეგად მტრის დანაკარგმა 80 –100 კაცი შეადგინა (20 კაცამდე ტყვედ ჩავარდა). ჩვენი დანაკარგი 60 – 70 კაცი უნდა ყოფილიყო (10 კაცამდე ტყვეობაში აღმოჩნდა). ამ მონაცემებს არ ვათვლი სოხუმის შტურმის დროს განცდილ დანაკარგებს (ამაზე ცალკე მაქვს დაწერილი. აფსუებმა 37 კაცი დაკარგეს, ჩვენ – 4).

მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ოჩამჩირის რაიონში პოზიციურად ბევრი არც არაფერი დაგვიკარგავს. მოწინააღმდეგემ მხოლოდ მცირედით გაიმჯობესა არსებული მდგომარეობა.

დაღუპული მებრძოლები:

ე. ავალიანი (1.01 – გუმისთა), ბ. ფანცულაია (2.01 – კოჩარა), კ. ახობაძე (15.01 – კვიტოლი)

ე. ნადარეიშვილი (6.01 – გუმისთა), ა. მაგომედოვი (14.01 – ზ.კინდღი), გ. ბუჩხრიკიძე (2.01 – კოჩარა)

წყარო ლაშა სირანაშვილი


მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 30.11.2021


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 30.11.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 24.01.2022





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

სიახლეები


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა